დანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნილს ფრედრიკსენმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
დანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნილს ფრედრიკსენმა დაასახელა შემადგენლობა, რომელსაც საქართველოსთან (6 ოქტომბერი) საშინაო და ფინეთთან (10 ოქტომბერი) საგარეო მატჩებისთვის მოამზადებს. ჯერ გავეცნოთ დანიელთა შემადგენლობას, მერე კი - მათი მწვრთნელის კომენტარს:

მეკარეები: დანიელ ივერსენი (ლესტერი), პეტერ იენსენი (ნორდსიელანდი);

მცველები: ასგერ სორენსენი (რუსენბორგი), იაკუბ რასმუსენი (რუსენბორგი), იოაკიმ ანდერსენი (სამპდორია), იოაკიმ მაელე (გენკი), იონას ბერგერი (რანდერსი), რასმუს ნილსენი (მიდტიულანდი), ვიკტორ ტრანდბერგი (ნორდსიელანდი);

ნახევარმცველები: იაკობ ლარსენი (დორტმუნდი), იენს ტომასენი (ოდენსე), მაგნუს კრისტიანსენი (ოლბორგი), მატიას იენსენი (ნორდსიელანდი), მიკაელ დალუნდი (მიდტიულანდი), მიკაელ კალესოდე (ვიბორგი), ფილიპ ანიანვუ (ჰადერსფილდი), რობერტ სკოვი (სილკებორგი), სამი სკიტე (სილკებორგი), ვიკტორ ნელსონი (ნორდსიელანდი);

თავდამსხმელები: იანიკ პოლი (ოლბორგი), მარკუს ინგვესტენი (გენკი), რასმუს პედერსენი (ოლბორგი).

გამარჯვებულ შემადგენლობას არ ცვლიან

ფარერებისა (3:0 სტუმრად) და ლიტვის (6:0 შინ) ნაკრებების დამარცხების შემდეგ დანიელები 6 ქულით სათავეში უდგანან იმ ევროშესარჩევ ჯგუფს, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.

დანიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნილს ფრედრიკსენმა აღნიშნა, რომ გამარჯვებული შემადგენლობის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. წინა სანაკრებო სიასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილებაა დანიელთა ბანაკში და ისიც - იძულებითი. საქართველოსა და ფინეთთან შეხვედრებში ვერ ითამაშებს "ნორდსიელანდის" ნახევარმცველი მადს პედერსენი, რომელიც ტრავმირებულია. მის ნაცვლად ახალგაზრდულ ნაკრებში "სილკებორგის" შუახაზელს, სამი სკიტეს უხმეს, ვინც ჩვენებურების - დავით სხირტლაძისა და მათე ვაწაძის თანაგუნდელია დანიურ კლუბში.

"აქსიომაა, რომ გამარჯვებულ ფეხბურთელებს არ ცვლიან, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ამით როდი ვხელმძღვანელობთ. ეს მოთამაშეები სადღეისოდ ძალიან კარგ კონდიციებში არიან და, ვფიქრობ, ბოლომდე გაამართლებენ ჩვენს იმედებს...

ჩვენს გუნდში ერთადერთი ახალი სახეა. სამი სკიტემ კარგად ითამაშა "სილკებორგის" შემადგენლობაში და მან ეს შანსი დაიმსახურა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო დაგვაკლდება "მინი" პედერსენი. სკიტე მისი პირდაპირი შემცვლელი არ არის და ეს პრობლემაა ჩვენი გუნდისთვის. ვფიქრობთ, მის მოგვარებას შევძლებთ...

ჩვენი მთავარი მიზანია, ფეხბურთელებმა ბოლომდე გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და ნაკრებში რაც შეიძლება დიდი კონკურენცია იყოს. ვფიქრობ, თავს გავართმევთ ამ ამოცანას. გუნდში არიან როგორც ადგილობრივი ფეხბურთელები, ისე ლეგიონერები. ძალიან კარგი ატმოსფეროა.

ჩვენთვის ყველა მოწინააღმდეგე ბოლომდე პატივსაცემია. არ გვინდა ფავორიტობაზე საუბარი. ჩვენი ამოცანა ასე დგას: გავიდეთ მოსაგებად ყველა შეხვედრაში. თუ ამას შევძლებთ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით. ჩვენს გუნდში არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე დააგროვეს საკმარისი გამოცდილება და ჩვენ მათი გვეიმედება...

რა თქმა უნდა, დანიის ნაკრების მიზანი ჯგუფური ბარიერის დაძლევაა. მიგვაჩნია, რომ ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს. მონდომება და სწორი მუშაობა ის წინაპირობაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს დასახულ მიზნამდე. ეს არის ის, რაც დღეს შემიძლია გითხრათ. დანარჩენი უშუალოდ მატჩებში გამოჩნდება. იმედი მაქვს, ისინი წარმატებული იქნება ჩვენი გუნდისათვის", - განაცხადა ფრედრიკსენმა.

ვინ გველის ფარერებზე?

დანიასთან გასვლითი მატჩის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფარერებზე გადაინაცვლებს და ადგილობრივ ნაკრებს შეხვდება. ჩრდილოელებმა ქართველებთან სათამაშოდ უკვე უხმეს სანაკრებო რაზმს.

მაშ ასე, ფარერების ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ასეთია:

ელიას რასმუსენი (ვიკინგური), კარსტინ ჰანსენი (რუნავიკი), არი ოლსენი (სკალა), ბენიამინ ჰანსენი (ბ36), ბიარნი პეტერსენი (ბ36), ბარტალ ვარდუმი (ტორსჰავნი), ოლავიურ ნიკლასენი (კლაკსვიკი), ჰაკუნ ედმუნდსონი (სკალა), დანიელ იოჰანსენი (ტორსჰავნი), ტეიტ იაკობსონი (სონდერიისკე), იან ბენიამინსენი (რუნავიკი), იონას ბარტრაიდი (კლაკსვიკი), მეინარდ ოლსენი (ბ36), ჯონ ფრედრიკსენი (ვესტური), იაკუბ ტომსენი (ტისტედი), ბულ ეგილსონი (როინი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სხირტლაძე: 19-ში ყველა სტადიონზე! - შემდეგ ეტაპზე ვართ გასასვლელი
"მადლობა გულშემატკივარს, მიუხედავად ამხელა ანგარიშისა, მაინც გაავსეს ტრიბუნები..." - მათე ვაწაძე
დავით სხირტლაძე დანიის "ვიბორგში" გადავიდა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
მათე ვაწაძე: თუ ასე გაგრძელდა, მჯერა, პირველი ეტაპის გადალახვა შესაძლებელია
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
მათე ვაწაძემ თბილისის "დინამო" დატოვა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
თბილისის "დინამო" დავით სხირტლაძემაც დატოვა - დედაქალაქური გუნდის ყოფილი კაპიტანი თურქეთში წავიდა
თბილისის "დინამომ" "ლიეპაია" გაანადგურა - ლატვიელების რიგებში ვაწაძემ ითამაშა [VIDEO]
მათე ვაწაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
სხირტლაძე: ესტონეთიდან აუცილებლად გამარჯვებულები უნდა დავბრუნდეთ, სხვა სცენარი არ განიხილება