დინამოელებმა ჩემპიონთა ლიგაში მარცხის შემდეგ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლეს და E ჯგუფში ითამაშებენ
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროსარბიელზე ასპარეზობა "ხუვენტუდთან" ორი მატჩით დაასრულა; დინამოელები ფიბა-ევროპის თასზე გადავიდნენ და E ჯგუფში ითამაშებენ. ჩვენი პირველი მეტოქე ნაადრევად გაირკვა - რუმინული "კლუჟი".

მეორე მოწინააღმდეგეც შავიზღვისგაღმელია - ბულგარეთის "აკადემიკი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ორივე მატჩი წააგო ლიტვის "იუვენტუსთან". თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ, რომ ბულგარელებს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებიათ ფიბა-ევროპის თასზე თამაშის სურვილი. საქმე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მონაწილეთათვის ფიბა-ევროპის თასზე თამაში ნებაყოფლობითია. არაოფიციალური ინფორმაციით, "აკადემიკის" ხელმძღვანელობა უახლოეს დღეებში იტყვის თანხმობას.

"დინამოს", "კლუჟისა" და "აკადემიკის" ჯგუფში მეოთხე გუნდი ფიბა-ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპმა უნდა გამოავლინოს. წინასწარ ცნობილია, რომ ეს იქნება თურქეთის "ისტანბულისა" და უკრაინული "ხიმიკის" წყვილში გამარჯვებული. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 4 ოქტომბერს თურქეთში გაიმართება, განმეორებითი - 11 ოქტომბერს იუჟნიში.

რაც შეეხება ჯგუფურ ეტაპს, პირველი მატჩები 18 ოქტომბერს შედგება. ამ დღეს "დინამო" "აკადემიკს" (თუ ფიბა-ევროპის თასზე თამაში გადაწყვიტა) სოფიაში ეწვევა, ხოლო თბილისში პირველ მატჩს 25 ოქტომბერს რუმინული "კლუჟის" წინააღმდეგ გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა