უელსელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ბრალი დასდეს, გარეთ ბეილი ორთავა კუნთის ტკივილით გამოგვიგზავნეთ და ახლა ინგლისის ნაკრებთან ვეღარ ვათამაშებთო

უელსელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ ბრალი დასდეს, გარეთ ბეილი ორთავა კუნთის ტკივილით გამოგვიგზავნეთ და ახლა ინგლისის ნაკრებთან ვეღარ ვათამაშებთო — მოგეხსენებათ, დღეს, კარდიფის „მილენიუმზე“, დიდ ბრიტანეთში შემავალი ორი ქვეყნის გუნდი ერთმანეთს ხვდება. ისინი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის G შესარჩევ ჯგუფში არიან.

„სფურზის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა ბრალდება უპასუხოდ არ დატოვა. მან თქვა, რომ 21 წლის გარემარბი შეკრებაზე სრულიად ჯანმრთელი გაუშვა, არადა, უელსელთა მწვრთნელი გარი სპიდი ამბობს, რომ ფეხბურთელმა კარდიფში ჩასვლისთანავე იჩივლა, ფეხი მტკივაო. მოდი, ახლა და გაიგე, ვინ იტყუება. სპიდი და მისი როყიო, პირდაპირი ლაპარაკით ცნობილი ჰოლანდიელი ასისტენტი რაიმონდ ვერჰეიენი ირწმუნებიან, რომ „უელსურმა სკანირებამ“ ნათლად აჩვენა — ბეილს ფეხი გასულ კვირაში აქვს ნატკენი.

„ის ტრავმირებული რომ ყოფილიყო არსად გავუშვებდი — გაბრაზდა რედნაპი — გასულ შაბათს მე გარეთი „ვესტ ჰემთან“ თავიდან ბოლომდე ვათამაშე და იმ შეხვედრის ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემების ანალიზი გვაჩვენებს, რომ მან იმაზე მეტი ირბინა, ვიდრე ჩვეულებრივ დარბის ხოლმე. ნატკენი ფეხით ამას, რასაკვირველია, ვერ გააკეთებდა. ორთავა კუნთის ტრავმის არანაირი ნიშნები არ ყოფილა. გარეთს არაფერი დაუჩივლია. კვირას, როდესაც ის ლონდონიდან გაემგზავრა ბეილი სრულიად ჯანმრთელი იყო. მართალია, ადრე ზურგი აწუხებდა, შემდეგ ბარძაყის კუნთი ჰქონდა დაჭიმული და ამიტომ რაც შეიძლება ფრთხილად ვტვირთავდით, მის ყოველ ნაბიჯს ვაკონტროლებდით, მაგრამ ორთავა კუნთის ამბავი პირველად მესმის.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ ბეილის ახალ ტრავმას უელსის ნაკრებს არ ვაბრალებთ. ეს მათი ბრალი არ არის, ეს არავის ბრალია. ოთხშაბათს საღამოს ათ საათამდე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი. პირველად ჩვენმა ფიზიოთერაპევტმა დამირეკა და მითხრა ასე და ასეაო. შევშინდი, თავიდან უფრო სერიოზული ტრავმა მეგონა, მაგრამ საბედნიეროდ, შემდეგ დღეებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საქმე მხოლოდ კუნთის დაჭიმვასთან გვაქვს, ის გაწყვეტილი არ არის. ამის მიუხედავად, ბეილი უნდა დავასვენოთ, რადგან თუ დავტვირთავთ, კუნთი შეიძლება გაწყდეს“.

რედნაპი იმედოვნებს, რომ ბეილი ერთი კვირის შემდეგ, „უიგანთან“ შეხვედრაში უკვე შეძლებს მოედანზე გასვლას, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ამის შემდეგ სამშაბათ უელსელი ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

რაც შეეხება გარი სპიდს, ის ამბობს, რომ ფეხბურთელს ძალიან უნდოდა ინგლისელების წინააღმდეგ თამაში, მაგრამ უელსის ნაკრების შტაბმა აღარ გარისკა და ის ლონდონში დააბრუნა.

„თავად გარეთი ამბობდა, დავრჩები და ვნახოთ, საქმე როგორ წავა, იქნებ ტკივილი დამიამდეს და თამაში შევძლოო, მაგრამ როგორც კი

სკანირების შედეგები მივიღეთ, გადავწყვიტეთ ის შეკრებიდან გაგვეთავისუფლებინა. ერთი შეხედვით ბეილს რამდენიმე დღიანი დასვენება უნდა ჰყოფნოდა, მაგრამ კუნთზე პატარა ჩაჭრილი ადგილი მაინც ჩანდა და გარისკვა აღარ შეიძლებოდა. ამ სურათის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მას ორთავა კუნთი დაახლოებით ერთი კვირის წინ დაუშავდა“.

ზემოხსენებული რაიმონდ ვერჰეიენი კი ფიზიკური მომზადების სპეციალისტია, რომელიც ცოტა ხნის წინ მიწასთან ასწორებდა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „სიტის“ წვრთნის მეთოდებს. ამჯერად მან „ტვიტერზე“ დაწერა:

„უცოდინარმა მოყვარულებმა ფეხბურთს მორიგი დარტყმა მიაყენეს“.

რასაკვირველია, მან „ტოტენჰემ ჰოთსპური“ იგულისხმა, თუმცა „უცოდინარ მოყვარულთა“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ერთხელაც არ წამოცდენიათ ბეილი უელსელებმა დააშავესო.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა