ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

შიო ხეცურიანი: ჩვენი მიზანია, ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად

შიო ხეცურიანი: ჩვენი მიზანია, ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება. ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი შიო ხეცურიანი კალათბურთის განვითარების 10-წლიან სტრატეგიას კალათბურთში ჩართულ სუბიექტებს აქტიურად აცნობს.

რა ვითარებაში მიმდინარეობდა სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა, როგორ განისაზღვრა სტრატეგიის ძირითადი ამოცანები, ამ და სხვა საკითხებზე შიო ხეცურიანი საუბრობს.

- ვიდრე უშუალოდ სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე გადავიდოდეთ, გვითხარით, როგორ მიმდინარეობდა სტრატეგიაზე მუშაობა?

- სტრატეგიაზე დაახლოებით ათი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გავმართეთ კალათბურთში ჩართულ ხალხთან, ადამიანებთან, ვისაც კალათბურთი აინტერესებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. მათგან მივიღეთ მაქსიმალური ინფორმაცია, თუ რა უჭირს დღეს ქართულ კალათბურთს, რა მიმართულებებზე უნდა გაკეთდეს განსაკუთრებული აქცენტი. ამასთან, სტრატეგიაზე მუშაობის ფარგლებში ჩავატარეთ კვლევები სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე. მათი გამოცდილებიდან საუკეთესო მაგალითები ავიღეთ.

კალათბურთის განვითარების მიზნების დასასახად ლიტვის და სლოვენიის მონაცემებს შევადარეთ საქართველოში არსებული მდგომარეობა.

- რა კრიტერიუმით შეირჩა აღნიშნული ქვეყნები?

- ქვეყნები შეირჩა როგორც კალათბურთის კუთხით არსებული, ასევე მოსახლეობის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. სლოვენია და ლიტვა ახლოს არიან საქართველოსთან ამ კრიტერიუმებით. შემდეგ უფრო დავკონკრეტდით და სლოვენიაზე მეტი აქცენტი გავაკეთეთ.

10 თვის წინ არაერთი ადამიანი გვეკითხებოდა, თუ რატომ მაინცდამაინც სლოვენია. ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნულ ქვეყანაში კალათბურთი სწორი მიმართულებით ვითარდება, ჩვენი შეხედულების სისწორე ევრობასკეტზე სლოვენიის მიერ მოპოვებულმა წარმატებამაც დაადასტურა. საქართველოს რეალობას და სპეციფიკას მოვარგეთ შემდგომი განვითარების გეგმა, რომლის შესრულების შედეგად ჩვენ მივიღებთ სლოვენიის დონის, გარკვეულ ასპექტებში უკეთეს მდგომარეობას ქართულ კალათბურთში.

- სტრატეგიის ძირითად შინაარსზე რომ ვისაუბროთ, როგორია ქართული კალათბურთის განვითარების თქვენეული ხედვა?

- სტრატეგიაში წარმოდგენილია ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ უნდა განვითარდეს კალათბურთი საქართველოს მასშტაბით უახლოესი ათი წლის განმავლობაში. მასში საუბარია როგორც კალათბურთელების, მწვრთნელების და მსაჯების რაოდენობის ზრდაზე, ასევე კომპეტენციასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე; ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ბავშვთა კალათბურთის განვითარებაზე რეგიონებში და თბილისში; ქალთა კალათბურთში არსებული პრობლემების გადაჭრაზე.

სტრატეგიაში ასევე განხილულია ფინანსური მდგრადობის საკითხი. რაც მთავარია, საქართველოში კალათბურთის პოპულარიზაციის აუცილებლობა. ჩვენ მიერ ჩატარებული შედარების შემდეგ გამოიკვეთა, რომ საქართველოში 846 მოსახლეზე კალათბურთის ერთი მოთამაშეა. სლოვენიაში 205 მოსახლეზე - 1 კალათბურთელი. ეს ციფრიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში კალათბურთელების რაოდენობა გასაზრდელია. ქუჩის კალათბურთის ხელშეწყობა აუცილებელია, ჩასატარებელია სხვადასხვა პიარ- აქტივობა.

ჩვენი მიზანია, ვაქციოთ კალათბურთი ცხოვრების წესად.

- ამ დრომდე თუ გვქონდა მსგავსი სამოქმედო პროგრამა, ერთგვარი სახელმძღვანელო - თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში კალათბურთი?

- სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს საქართველოში კალათბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა. შესაბამისად, ჩვენ მიერ შემუშავებული პროგრამით პირველად გვექნება მსგავსი დოკუმენტი. დღეს კალათბურთის ფედერაციაში არ აქვთ არანაირი სახელმძღვანელო დოკუმენტი, გაწერილი სტრატეგია, გრძელვადიანი მიზნები უგულებელყოფილია.

დღესდღეობით კალათბურთის ფედერაცია კარგი მმართველობის ყველა პრინციპს არღვევს, არ არის გამჭვირვალობა, არ ასაჯაროებენ არც ფინანსურ ხარჯებს და არც სხვა მონაცემებს. წესდებაში ძალიან ბუნდოვანია საარჩევნო რეგულაციები და ყველანაირი შესაძლებლობა აქვს მოქმედ ფედერაციის ხელმძღვანელობას არჩევნების შედეგებზე ზეგავლენა მოახდინოს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ვაკვირდებოდით და სტატისტიკები გამოვითხოვეთ, 2 დღეში მოვიპოვეთ ჩვენთვის საინტერესო მონაცემები. თვეები გადის და ვერ შევძელით საქართველოს კალათბურთის ფედერაციიდან ანალოგიურ თემატიკაზე სტატისტიკის მოპოვება.

- დამეთანხმებით, თქვენ მიერ შემუშავებული სტრატეგიის განხორციელებისთვის სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. რა მოლოდინი გაქვთ ამ მხრივ?

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დიდი ყურადღებას უთმობს კალათბურთს. ყოველწლიურად იზრდება კალათბურთში ინვესტირებული თანხა, რაც მართლაც მისასალმებელია. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, დღეისთვის 7 მილიონ ოთხასი ათასი ლარი არის პირდაპირი დაფინანსება სამინისტროდან კალათბურთის ფედერაციისთვის გაცემული. ამ თანხის დიდი ნაწილი სუპერლიგის გუნდებს ხმარდება, დანარჩენი უნდა მოხმარდეს კალათბურთის განვითარებას.

ჩვენ დავინტერესდით ფედერაციის ბიუჯეტით, ამ ხარჯების თაობაზე ინფორმაცია სამინისტროსგან მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ფედერაციას, ფაქტობრივად, ბავშვთა კალათბურთსა და რეგიონებზე ხარჯი დაგეგმილი არ აქვს. ერთადერთი მნიშვნელოვანი ხარჯი არის კალათბურთის ფედერაციასა და ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიას" შორის დადებული კონტრაქტი.

- ისევ სტრატეგიას რომ მივუბრუნდეთ, როგორც ცნობილია, აქტიურად მართავთ შეხვედრებს და თქვენს პროგრამას აცნობთ კალათბურთელებს. როგორია მათი შეფასებები?

- დიახ, ჩვენ უკვე შევხვდით მოთამაშეთა გაერთიანების კავშირს, რომლის პრეზიდენტი არის გიორგი ცინცაძე, წევრები კი - საქართველოს ეროვნული ნაკრების, სუპერლიგის და "ა" ლიგის მოთამაშეები. შევხვდით მსაჯებს, საკალათბურთო კლუბ "რუსთავს" და ქვემო ქართლის ფედერაციას, ასევე, ვეტერან კალათბურთელებს, გავაცანით ჩვენი სტრატეგია, მოვისმინეთ მათი ხედვები, რეკომენდაციები, შენიშვნები.

შეფასებები ძალიან პოზიტიურია ჩვენი პროგრამის მიმართ, რაც რა თქმა უნდა, სასიხარულოა. შეხვედრები გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ, ყოველთვის მოვუსმინოთ კალათბურთით დაინტერესებულ ადამიანებს და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები.

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც ამ სტრატეგიაზე მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს; "სოკარის" გენერალურ დირექტორ ლევან გიორგაძეს; "იმედი L"-ის გენერალურ დირექტორ გივი გიორგაძეს; "მართვის აკადემიის" დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, ვანო ნადირაძეს; იურიდიული კომპანია "მაქგილის" წარმომადგენლებს - ლაშა მდივანს, რევაზ ბერიძეს და ირაკლი კუჭავას. მე და ჩემს კალათბურთელ თანამოაზრეებს ამ ადამიანებმა არაერთი ძალიან ღირებული რჩევა მოგვცეს. ჩვენ ეტაპობრივად ვხვდებოდით მათ, შუალედურ შედეგებს ვაცნობდით, ვისმენდით მათ რეკომენდაციებს და ვითვალისწინებდით.

ვფიქრობ, სხვადასხვა სფეროდან წარმატებული ადამიანების აქტიურმა ჩართულობამ განაპირობა ის, რომ მივიღეთ სტრატეგია, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს, რომლის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში კალათბურთი მნიშვნელოვნად განვითარდება. ამასთან, აღნიშნული პროგრამა კალათბურთის გულშემატკივრებს და დაინტერესებულ პირებს ჩვენი მუშაობის მონიტორინგის საშუალებასაც მისცემს, რადგანაც სტრატეგიაში ყველა მიზანი რიცხვებზე დამოკიდებულია და არააბსტრაქტული, შესაბამისად, გაზომვადია.

გიორგი ჭკუასელი

• შოთა გუგეშაშვილი

ბოლობოლო ზუროსი დარჩა ტუ წავიდა ბოისებმა და ფედერაციამ მოილაპარეკეს ტავის სასარგებლოტ ტუ არა დაწერეტ რატომ არ წერტ

"NBA-ის ჩემპიონებს, მსოფლიო ჩემპიონებს არ უნდა ვუწოდებდეთ, მათ ევროლიგის ბევრი გუნდი დაამარცხებდა" - თურქეთის ნაკრებისა და "პანათინაიკოსის" მწვრთნელი

[VIDEO] იოკიჩი VS დონჩიჩი - სერბეთის ნაკრებმა სლოვენია 34 ქულით დაამარცხა

3x3Geotour2025-ის ბათუმის ტურის გამარჯვებული გახდა ჩეტი | 12 ფინალისტი შეიკრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა

ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა

შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო

რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან

შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა

იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი

"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!

ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს

საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს