მესი - ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებს მიათრევს
რომ არა ლეო მესი, ამ ეტაპზე საშუალოზე დაბალი დონის არგენტინის ნაკრები ვერ გავიდოდა მუნდიალზე და თამამად შეიძლება ითქვას, მან ალბისელესტე ჯგუფიდან მარტომ გაათრია. თავად განსაჯეთ, მის გარდა ნაკრებში გოლი სხვა ფეხბურთელმა ბოლოს 2016 წლის ნოემბერში გაიტანა. ალბათ, ჩვენი მკითხველისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება თუ როგორ შეაფასეს მისი თამაში.

გარი ლინეკერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი): „სადაც მესია, იქაა იმედი. უბრალოდ, გავიდა მოედანზე და ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მსოფლიოში საუკეთესოა“.

ლუის სუარესი (ბარსელონასა და ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი):“მესი ჩემი მეგობარია. მის გარეშე მსოფლიოს ჩემპიონატი წარმოუდგენელი გახლდათ. ყველამ ნახეთ, რა ძნელია ჩვენი ზონიდან მუნდიალზე გასვლა. არგენტინა კინაღამ ჩარჩა ჯგუფში“.

ხორხე სამპაოლი (არგენტინის ნაკრების მწვრთნელი):“თამაშის წინ ვუთხარი ფეხბურთელებს, რომ ჩვენ მესის უნდა დავხმარებოდით მუნდიალზე გასვლაში. მასთან ერთ გუნდში ყოფნით ძლიერი ემოციები განვიცადე“.

სერხიო რომერო (არგენტინის ნაკრების მეკარე):“გულშემატკივრები ლეოზე ზეწოლას ახორციელებენ და უნდათ თითოეულ მატჩში ლამის 20 გოლი გაიტანოს. ამას თვით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელიც ვერ მოახერხებს. ისევ ათრია გუნდი თავისი მხრებით და ისევ მოახდინა სასწაული. ვამაყობთ მესით და ჩვენი არგენტინელობით“.

ანხელ დი მარია (არგენტინის ნაკრების ნახევარმცველი):“ისევე როგორც წინა შეხვედრებში, მესი ამჯერადაც შესანიშნავი იყო. ის საუკეთესოა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაგვიყვანა, მაგრამ ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ამ შეხვედრაში ეს მოვახერხეთ და მან გაიბრწყინა“.

მაურო იკარდი (არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი):“მესი უეჭველი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია“.

პაულო დიბალა (არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი):“ბედნიერი ვარ, რომ ლეოსთან ერთად ვთამაშობ“.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მესის ჰეთ თრიქი და 2 საგოლე პასი - "ლა პულგას" ბენეფისი ბოლივიასთან [VIDEO]
ლიონელ მესიმ "ტორონტოს" შესანიშნავი გოლი გაუტანა [VIDEO]
დი მარიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მესის ჩემი მოკვლა სურდა" - პარედესმა ლეოსთან დაპირისპირება გაიხსენა
პოჩეტინიო: მესი თავად ფეხბურთია და ყველას უნდა, მან თასი აღმართოს
მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა - არგენტინამ გაიმარჯვა
კურტუამ ახსნა, როგორ მოიგერია მესის დარტყმული პენალტი
ლეგენდარული მენოტი გარდაიცვალა - მან თბილისის "დინამოს" ევროპის უძლიერესი გუნდი უწოდა
"მესი თუ ჰოლანდი?" - გუარდიოლამ არჩევანი გააკეთა
ლიონელ მესიმ ბარსელონას ფანებს მიმართა
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
საგიჟეთი, 83 წუთის დაგვიანებით დაწყებული მატჩი, ტრავმის გამო ატირებული მესი და ლაუტაროს გამარჯვების გოლი [VIDEO]