რა ხდებოდა სხვა ჯგუფებში? პატიობდნენ თუ არა, ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს, უარყოფით შედეგს? ამას ქვემოთ იხილავთ
ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ, სტუმარს კარგადაც ვხვდებით და მისი გაშვება გვიჭირს. სულ რაღაც ორი წელია ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ისე ჩაატარა, რომ მოგება არ გვაქვს.

როცა სხვა ქვეყნებში, მუნდიალის შესარჩევში ცუდ გამოსვლას არ პატიობენ

ფედერაცია ახალ კონტრაქტზე მუშაობს და სავარაუდოდ სლოვაკი სპეციალისტი შემდეგ საკვალიფიკაციოზეც გაუძღვება ნაკრებს.

- ლევან კობიაშვილი: ვაისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს ვართ

რა ხდებოდა სხვა ჯგუფებში? პატიობდნენ თუ არა, ჩვენი დონის ნაკრების მწვრთნელებს, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე უარყოფით შედეგს? ამ კითხვაზე პასუხს სტატიაში იხილავთ

დავიწყოთ A ჯგუფიდან, სადაც ბელორუსმა ჩვენნაირად 5 ქულით დაასრულა და მე-6 ადგილზე გავიდა ჯგუფში. ნაკრებს პირველ ოთხ ტურში ბელარუსელი ალექსანდრ ხაცკევიჩი წვრთნიდა.

პირველ მატჩში საფრანგეთის ნაკრებს ფრე ეთამაშეს და ბელარუსელი ქომაგი იმედიანად იყო.

ამ წარმატების შემდეგ, მოულოდნელად ლუქსემბურგთან შეხვედრა ფრედ დაასრულეს, ჰოლანდიასთან და ბულგარეთთან კი წააგეს. ეს უკვე აღარ აპატია ფედერაციამ ხაცკევიჩს და ნაკრებიდან გაუშვა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 10 7 2 1 18-6 23

2. შვედეთი 10 6 1 3 26-9 19

3. ჰოლანდია 10 6 1 3 21-12 19

4. ბულგარეთი 10 4 1 5 14-19 13

5. ლუქსემბურგი 10 1 3 6 8-26 6

6. ბელორუსი 10 1 2 7 6-21 5

საქართველოს ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 5:0 მარცხის შემდეგ, ლატვიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა მარიანს ჰაპარსმა გადაწყვიტა პოსტი დაეტოვებინა.

მანამდე ლატვიის ნაკრებს შესარჩევში 5 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და ერთადერთხელ მოახერხეს მოგება ისიც ანდორასთან. ფედერაციას ლატვიელი სპეციალისტის ნაკრებში დარჩენა სურდა, მაგრამ ჰაპარს გადაწყვიტა, რომ მისი შედეგი არ იყო დამაკმაყოფილებელი და უნდა წასულიყო.

საბოლოოდ ლატვიამ B ჯგუფში შვიდი ქულით, დაასრულა ასპარეზობა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. პორტუგალია 10 9 0 1 32-4 27

2. შვეიცარია 10 9 0 1 23-7 27

3. უნგრეთი 10 4 1 5 14-14 13

4. ფარერები 10 2 3 5 4-16 9

5. ლატვია 10 2 1 7 7-18 7

6. ანდორა 10 1 1 8 2-23 4

აზერბაიჯანის ნაკრების ხორვატმა მწვრთნელმა რობერტ პროსინცკიმ, გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. ის თვლის, რომ აზერბაიჯანელ ხალხს იმედები გაუცრუა.

როგორც კი შესარჩევი დაიწყო, გასვლაზე სან მარინო დააამარცხეს და ბაქოში ნორვეგიის ნაკრებს მოუგეს. მესამე ტურში ჩეხებთან სტუმრად ფრეს გამორჩნენ და აზერბაიჯანელებს ეგონათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე უეჭველი გავიდოდნენ.

მაგრამ ამ ყველაფერს ჯგუფში ექვსი მარცხი მოჰყვა და ერთი გამარჯვება ისევ სან მარინოსთან. ჩვენმა მეზობელმა C ჯგუფში გამოსვლა 10 ქულით მე-5 ადგილზე დაასრულა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 10 10 0 0 43-4 30

2. ჩრ. ირლანდია 10 6 1 3 17-6 19

3. ჩეხეთი 10 4 3 3 17-10 15

4. ნორვეგია 10 4 1 5 17-16 13

5. აზერბაიჯანი 10 3 1 6 10-19 10

6. სან მარინო 10 0 0 10 2-51 0

რაც შეეხება ჩვენს კონკურენტს მოლდოვას, მუნდიალის ამბიციები არც ჰქონიათ და მათთვის ჯგუფში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავარი მწვრთნელი იგორ დობროლოვსკი ჯერჯერობით მოლდოვას ნაკრებში რჩება.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან ორივე მატჩში ფრე ითამაშა (1:1, 2:2)

თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 10 6 3 1 20-10 21

2. ირლანდია 10 5 4 1 12-6 19

3. უელსი 10 4 5 1 13-6 17

4. ავსტრია 10 4 3 3 14-12 15

5. საქართველო 10 0 5 5 8-14 5

6. მოლდოვა 10 0 2 8 4-23 2

სომხეთის ეროვნული ნაკრები E ჯგუფში მე-5 ადგილზე გავიდა 7 ქულით. ჩვენი მეზობლის ნაკრებს ადგილობრივი სპეციალისტი არტურ პეტროსიანი წვრთნის. სომხებიც გეგმავდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, მაგრამ სრული ფიასკო განიცადეს.

მონტენეგროსა და ყაზახეთს მოუგეს, ყაზახეთთან გასვლაზე ფრე ითამაშეს და დანარჩენი თამაშები წააგეს.

ჯერჯერობით მთავარ პოსტზე კვლავ პეტროსიანი რჩება, რომლის დარჩენასაც ნაკრების ლიდერი ჰენრიხ მხითარიანი უჭერს მხარს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. პოლონეთი 10 8 1 1 28-14 25

2. დანია 10 6 2 2 20-8 20

3. ჩერნოგორია 10 5 1 4 20-12 16

4. რუმინეთი 10 3 4 3 12-10 13

5. სომხეთი 10 2 1 7 10-26 7

6. ყაზახეთი 10 0 3 7 6-26 3

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ლიტვის ნაკრებს ადგილობრივი მწვრთნელი ედგარას იანუსკასი წვრთნიდა.

ლიტვამ ჯგუფი 6 ქულით მე-5 ადგიზლე დაასრულა. იანუსკასი შეგირდებმა 1 მატჩი მოიგეს, 3 შეხვედრა ფრედ ითამაშეს და 6 წააგეს.

როგორც ცნობილია ლიტვის ნაკრები ახალი მწვრთნელი მოყვანას ფიქრობს.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 10 8 2 0 18-3 26

2. სლოვაკეთი 10 6 0 4 17-7 18

3. შოტლანდია 10 5 3 2 17-12 18

4. სლოვენია 10 4 3 3 12-7 15

5. ლიტვა 10 1 3 6 7-20 6

6. მალტა 10 0 1 9 3-25 1

ებრაელი გულშემატკივრები და ჟურნალისტები ისრაელის ნაკრებიდან ელიშა ლევის გაშვებას მოითხოვენ.

G ჯგუფში ისრაელმა მე-4 ადგილი დაიკავა, არადა ნაკრების მწვრთნელი მათ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას ჰპირდებოდა.

ისრაელმა 4 თამაში მოიგო და 6 წააგო, ებრაელების ჯგუფში კი ესპანეთი და იტალია იყვნენ. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ისრაელის ფეხბურთის ფედერაცია, ამ დღეებში გახდება ცნობილი.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 10 9 1 0 36-3 28

2. იტალია 10 7 2 1 21-8 23

3. ალბანეთი 10 4 1 5 10-13 13

4. ისრაელი 10 4 0 6 10-15 12

5. მაკედონია 10 3 2 5 15-15 11

6. ლიხტენშტაინი 10 0 0 10 1-39 0

6 თამაშის შემდეგ გაუშვეს კრისტაკის კრისტოფურო, რომელიც კვიპროსის ნაკრების მწვრთნელი იყო.

საკვალიფიკაციოს დაწყებიდან პირველი სამი თამაში წააგო, ორი გიბრალტარს მოუგო და ერთიც ფრე ითამაშა. საბოლოოდ კვიპროსმა 10 ქულით ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ბელგია 10 9 1 0 43-6 28

2. საბერძნეთი 10 5 4 1 17-6 19

3. ბოსნია 10 5 2 3 24-13 17

4. ესტონეთი 10 3 2 5 13-19 11

5. კვიპროსი 10 3 1 6 9-18 10

6. გიბრალტარი 10 0 0 10 3-47 0

ფინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შვედი ჰანს ბაკე 4 მატჩის შემდეგ გაუშვეს. ბაკემ კოსოვოსთან მატჩი ფრედ დაასრულა, ხოლო შემდეგ ზედიზედ სამჯერ დამარცხდა.

ფინეთის ფედერაციის მხრიდან, ეს სწორი გადაწყვეტილება გამოდგა, მაგრამ დაგვიანებული.

გუნდში ფინელი სპეციალისტის მარკუს კანერვას მოსვლის შემდეგ, მათ პირველ ადგილოსანი ისლანდია დაამარცხეს. საბოლოოდ 2 მოგებითა, 3 ფრით და 5 წაგებით მე-5 ადგილზე გავიდნენ.

თ მ ფ წ ბ ქ

1. ისლანდია 10 7 1 2 16-7 22

2. ხორვატია 10 6 2 2 15-4 20

3. უკრაინა 10 5 2 3 13-9 17

4. თურქეთი 10 4 3 3 14-13 15

5. ფინეთი 10 2 3 5 9-13 9

6. კოსოვო 10 0 1 9 3-24 1

როგორც ვხედავთ იმ ნაკრებებსაც, რომლებსაც თუნდაც ერთი მოგება ჰქონდათ ახალი მწვრთნელი ჰყავს.

ნაკრებები სადაც მთავარმა მწვრთნელმა, შესარჩევის დასაწყისშივე ვერ აჩვენა შედეგი, ფედერაციამ გადააყენა. მაგალითად, ბელარუსის ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და გაუშვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ვაისსაც იგივე სტატისტიკა ჰქონდა, წააგო პირველი ორი მატჩი და ორი ფრე ითამაშა, მათ შორის 1:1 მოლდოვას ნაკრებთან.

გამოსარჩევია მეორე ფაქტიც, სადაც ნაკრების მწვრთნელებმა შედეგი ვერ დადეს და თვითონვე გადადგნენ. მაგალითად აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი, რომელიც თვლის, რომ გულშემატკივარს იმედები გაუცრუა. არადა 10 ქულა და სამი მოგება ჰქონდა, ჩვენ კი ერთი მოგება გაგვიხდა სანატრელი.

სულაც ისრაელის ნაკრების ქომაგი განაწყენებულია, იმიტომ რომ ესპანეთთან და იტალიასთან ჯგუფიდან ვერ გავიდნენ. საქართველოს ნაკრებში კი, რომელიც უფავორიტო ჯგუფში მოხვდა და ვერაფერს მიაღწია, მწვრთნელს ახალ კონტრაქტს სთავაზობენ.

ევროპული ზონის, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში 9 ჯგუფი იყო და მე-5 ადგილოსნებს შორისაც, ბოლო ადგილს ვიკავებთ. ვაისის დამოძღვრილების მხრიდან "კარგი თამაში", ეტყობა არ არის საკმარისი საერთაშორისო დონეზე რაიმეს მისაღწევად.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ნაკრები მუნდიალზე გავიდა - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორია გადაიწერება
ფარერების ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...