<p>კაჭარავამ ჩემპიონატის ლიდერთან თამაში შემოატრიალა [VIDEO] <br> პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში კელჩეს "კორონა" ზაბჟეში ჩემპიონატის ლიდერს "გურნიკს" შეხვდა. მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია - 31 871-ადგილიან სტადიონზე 22 708 მაყურებელი დაესწრო. სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ჯინო ლეტიერიმ ვერ გარისკა ძირითად შემადგენლობაში ახლადტრავმამორჩენილი ქართველი თავდამსხმელის ნიკა კაჭარავას დაყენება, მაგრამ როდესაც 1:3-ს აგებდნენ, ვა-ბანკზე წავიდა და ბოსნიელი მცველის ადნან კოვაჩიჩის ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე.</p><p>ამ მომენტიდან თამაშის სურათი შეიცვალა: 73-ე წუთზე თავური დარტყმით სლოვენიელმა ნახევარმცველმა გორან ცვიტანოვიჩმა ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 84-ე წუთზე ნიკამ მცველს საჯარიმოში წაართვა ბურთი, იაცეკ კიელბს საგოლედ უპასა და 3:3. პოლონურმა საფეხბურთო გამოცემამ "პილკა ნოჟნამ" ამ შეხვედრას "ზაბჟური დრამა" უწოდა.</p><p>ამ ფრის წყალობით "კორონა" 19 ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრდა და შემდეგ ტურში ლიუბინში "ზაგლებიეს" ხვდება, რომელიც 23-23 ქულით "გურნიკთან" 1-2 ადგილებს იყოფს.</p>
სოსო
გოგა,ყველაფერში გეთანხმები,მაგრამ ერთგან კითხვის ნიშანი ზედმეტია.ლეო მესის თამაშზე გეუბნები.იქ მესიმ ყველა ჩამოთვლილი მოქმედება გააკეთა და ალბათ მეტიც,კაჭარავას საკითხში კი ნაღდი ხარ,თუმცა ჩვენს ჟურნალისტებს არაფერი ეშველებათ.
ზაზა
წარმატებები ნიკას..მაგრამ ჟურნალისტმა რეალურად უნდა აღწეროს თამაშის ხასიათი,ფეხბურთელის როლი...სირცხვილია ასე გაუთვითცნობიერებლობა,მეზღაპრეობა
zurab
კარგით რა! სირცხვილია! რას წერთ, რას ტრაბახობთ, რას ათამამებთ ყველაზე წარუმატებელი სახეობის ხალხს, მაშინ როცა მართლა დიდებულ სხვა სახეობის სპორტსმენებზე დუმხართ!
Goga
რა თამაში შემოატრიალა ნუ გადმრიეთ თამაშში 6 გოლი გავიდა და ქართველმა თავდამსხმელმა ითამაშა 10 წუთი და 1 საგოლე პასი გააკეთა და ეს ნიშნავს რო თამაში შემოატრიალა???? მაშინ მესიმ რა ქნა არგენტინის ბოლო თამაშში? თამაში გადაატრიალ გადმოატრიალა და აბზრიალა? რა ვერ გაიგეთ რომ ეს თავში ავარდნა და გმირად გადაქცევა ერთი ფეხის განძრევის გამო ღუპავს ამ ქართველ ფეხბურთელებს?? "რაც კარგები ვართ ქართველები ვართ" მიდგომააა განვითარების საშუალებას რომ არ გვაძლევს!
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
კაჭარავამ "კორონა" პოლონეთის ექსტრაკლასაში მეორე ადგილზე გადაიყვანა [VIDEO]
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
ნიკა კაჭარავამ ისევ გაიტანა გოლი და საგოლე გადაცემაც გააკეთა
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ნიკა კაჭარავამ პოლონეთის ექსტრაკლასაში პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა [VIDEO]
ტრავმამორჩენილმა კაჭარავამ "ლეხიას" დუბლი შეუსრულა [VIDEO]
კაჭარავამ პოლონეთის ჩემპიონატზე საგოლე გადაცემა გააკეთა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა