თბილისის "დინამომ" "კლუჟ-ნაპოკასთან" მატჩამდე ვარჯიში ჩაატარა
საკალათბურთო კლუბი თბილისის "დინამო" ფიბა ევროპის თასზე ასპარეზობს. საქართველოს ჩემპიონი 25 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, 19:00 საათზე, ჯგუფის ფავორიტს, რუმინულ "კლუჟ - ნაპოკას“ უმასპინძლებს.

მატჩამდე თბილისის "დინამომ“ ოლიმპიურ სასახლეში ღია ვარჯიში ჩაატარა, სადაც შემდეგი კომენტარები გაკეთდა:

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): "გუნდში ნორმალური სიტუაციაა, თუმცა გვაქვს პრობლემა. ფეხის ტრავმა აწუხებს ნიკოლა გაჩეშას, რომელიც ბოლო თამაშში, „რუსთავთან“ მიიღო. ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მიხეილ ბერიშვილის თამაში. თუკი მათ თამაში ვერ შეძლეს, ეს ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი ხვალინდელი მეტოქე ძალიან ძლიერია. რუმინული გუნდი ფავორიტია როგორც ჩვენი ქვეჯგუფის, ისე მთლიანად გათამაშების.

შესაბამისად ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ მაქსიმუმი, არ შევირცხვინოთ თავი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე და დაველოდოთ ბოძებულ შანსს. ვფიქრობ, როგორც გასვლით მატჩში "ლუკოილის“ წინააღმდეგ, სადაც ბოლო წამზე გადაწყდა თამაში ბედი, რუმინელებთანაც გვექნება შანსი და ჩვენ დაველოდებით მას. გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ 40 წუთის განმავლობაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, ისევე როგორც წინა შეხვედრებში".

მიხეილ ბერიშვილი (დინამოს კალათბურთელი): მოგეხსენებათ, ჩვენს ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია „კლუჟი“, რომელმაც წინა ტურში "ისთანბულს“ 20 ქულაზე მეტით მოუგო. ვემზადებით, გვქონდა ვიდეო-განხილვები და ვეცდებით, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ გულშემატკივარს. რაც შეეხება ჩემს ტრავმას, ექიმი გადაწყვეტს, ვითამაშებ თუ არა".

შეგახსენებთ, რომ რუმინულ "კლუჟ - ნაპოკასთან“ ერთად „დინამო“ ჯგუფში ბულგარულ "ლუკოილ აკადემიკთან“ და თურქულ "ისთანბულთან“ მოხვდა. ფიბა ევროპის თასზე ჯგუფში 6 ტურის შემდეგ მომდევნო ეტაპზე საუკეთესო 2 გუნდი გავა.

ოლიმპიურ სასახლეში გულშემატკივრებისთვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა