"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და საჩემპიონო ბრძოლაში ცივი შხაპი მიიღო
"სამტრედიამ" საკუთარ მოედანზე უმნიშვნელოვანესი თამაში წააგო და საჩემპიონო ბრძოლაში ცივი შხაპი მიიღო.

"საბურთალომ" წლეულს ბევრი გუნდი გაამწარა, მაგრამ მოქმედ ჩემპიონთან გასვლაზე მოგებას მაინც სხვა ხიბლი ჰქონდა.

სტუმრებმა თამაში კარგად ჩაატარეს. ისიც სათქმელია, რომ "სამტრედიას" სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - უჩა სოსიაშვილის გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ომარ მიგინეიშვილი და გიორგი მჭედლიშვილი ვერ ეხმარებოდნენ, ხოლო მარცხენა მცველი ბაკარი ბალდე პორტუგალიაში პირადი პრობლემის მოსაგვარებლად გაემგზავრა. საბოლოოდ, ამან იმერულ კლუბს თავისი დაღი დაასვა.

მოულოდნელი იყო, რომ მჭედლიშვილის ნაცვლად, მარჯვენა მცველად სამტრედიელთა დამრიგებელმა სოსიაშვილმა არა დავით მთივლიშვილი, არამედ საყრდენი გია მანჯგალაძე დააყენა, ხოლო მის პოზიციაზე მცველი ლაშა კასრაძე გაამწესა, რომელსაც გაჭირვების დროს ამ ამპლუაში ბევრჯერ უთამაშია.

მაგრამ ნახევარდაცვაში მანჯალაძის არყოფნა იგრძნობოდა: სტუმრები მაღალი პრესინგით თამაშობდნენ, სამტრედიელებს კი მოედნის ცენტრში ბურთის ამოტანა და შეტევის წამოწყება უჭირდათ. ცალკე აღსანიშნავია მასპინძელთა დაცვა, რომელიც გასაოცარ შეცდომებს უშვებდა. "სამტრედია" მომენტებს ქმნიდა, გატანაც შეეძლო, მაგრამ მთლიანობაში საკუთარ თავს არ ჰგავდა.

მატჩის გმირი გიორგი ხარაიშვილი იყო, რომელიც პირველივე წუთებიდან სამტრედიელ მცველებს "ფეხებზე აჯდა" და გასაქანს არ აძლევდა. მისმა დუბლმა საბურთალოელებს დამსახურებულად მოუპოვა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა. თბილისელებმა მეტოქეს აჯობეს და მე-4 ადგილზე დამკვიდრდნენ, რამაც, შესაძლოა, გუნდს ევროპალიგის საგზური მოუტანოს.

სამტრედიელებმა კი, რომლებსაც ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი ჰქონდათ წაგებული, თამაში ჩააგდეს და საჩემპიონო ბრძოლაში ხელახლა ჩართვა, ალბათ, გაუჭირდებათ.

მატჩის სტენოგრამა

1" - დავით რაჟამაშვილის დარტყმა მცველს მოხვდა და ლაზარე კუპატაძის იოლი ნადავლი გახდა.

13" - მასპინძლებმა ბურთი ცუდად ამოიტანეს, გიორგი ხარაიშვილი საჯარიმოსთან ორ მცველს იოლად გასცდა და მეკარესთან მარტო დარჩენილმა არაზუსტად დაარტყა - მასპინძლები აშკარა გოლს გადაურჩნენ.

21" - მანჯგალაძემ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ ნიკა საბანაძე დატოვა, მაგრამ გაგი მარგველაშვილმა ბურთი ფეხიდან ააცალა და გუნდი გადაარჩინა.

28" - გოლი! ნოდარ იაშვილის შორეული გადაცემისას მასპინძელთა საჯარიმოსთან გიორგი კოხრეიძემ ბურთი ვერ დაიმორჩილა. სანამ გოგიაშვილი და ნდონგი მოიფიქრებდნენ, ბურთს რომელი მათგანი მოიგერიებდა, ხარაიშვილმა ფეხი წაარტყა და ანგარიში გახსნა - 0:1. ამ ეპიზოდში ბურთის აღება მეკარესაც შეეძლო.

31" - სამტრედიელებმა საჯარიმოსთან კიდევ ერთხელ დაკარგეს ბურთი. კოხრეიძემ დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა ლაშა შინდაგორიძე, მაგრამ ამჯერად სტურუამ მასპინძლები გადაარჩინა.

33" - რაჟამაშვილმა საჯარიმოში საბანაძე მოძებნა, რომელიც მცველს ცრუ მოძრაობით გასცდა, მაგრამ კუპატაძემ დარტყმა მოიგერია.

37" - ამჯერად გიორგი დათუნაიშვილის ძლიერი დარტყმა და კუპატაძე ისევ საიმედოა.

56" - ახლა სტურუამ იხსნა თავისიანები აშკარა გოლისაგან. მარჯვენა ფლანგიდან მუიეცის ჩაწოდებისას, ხარაიშვილი მცველებს გაექცა და ხუთიოდე მეტრიდან თავური დაარტყა, მაგრამ სტურუას ვერ აჯობა.

65" - გოლი! ისევ მუიეცის ფლანგური გადაცემა: კოხრეიძემ ბურთი ვერ დაიმორჩილა, თუმცა იქვე იყო ხარაიშვილი, რომელმაც პირდაპირ "ცხრიანში" მოარტყა - 0:2.

77" - ხარაიშვილს საჯარიმოში მცველმა დარტყმის საშუალება არ მისცა, დავით ვოლკოვმა კი დამატებაზე "მოჭრა" ბურთი და მასპინძლები ისევ მეკარემ გადაარჩინა.

83" - ნდონგის უხეში შეცდომის შემდეგ კოხრეიძე მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ სტურუა ფეხებში ჩაუხტა, დამატებაზე კი ხარაიშვილს ნდონგი გადაეღობა და მასპინძლები სამარცხვინო ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

ეროვნული ლიგა. XXXII ტური

28.10. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-საბურთალო 0:2

0:1 ხარაიშვილი (28), 0:2 ხარაიშვილი (65)

სამტრედია (4-2-3-1): ი. სტურუა - გ. მანჯგალაძე, გოგიაშვილი, ნდონგი, ახალაძე - კასრაძე (81. სამუშია), დათუნაიშვილი - რაჟამაშვილი, გიი, ოლაიტანი - საბანაძე.

სათადარიგოები: ო. სტურუა, მთივლიშვილი, მარკოზაშვილი, ხაბეიშვილი, ჯიქია, ოლხოვი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე - იაშვილი (86. ჩაბრაძე), მარგველაშვილი, ცნობილაძე, თედ. გრიგალაშვილი - მამუჩაშვილი, ტერა (90+2. ნადარაია) - შინდაგორიძე, ხარაიშვილი, მუიეცი (68. ვოლკოვი) - კოხრეიძე.

სათადარიგოები: ნასყიდაშვილი, იმნაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გაფრთხილება: გიი (26), იაშვილი (68)

არბიტრი: პ. მაჭარაძე

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 25

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 13

გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 13

ბ. მიქელთაძე (დინამო თბ) 12

გ. კუხიანიძე (ტორპედო) 11

XXXIII ტური

4 ნოემბერი, შაბათი

კოლხეთი-დილა

ლოკომოტივი-შუქურა

5 ნოემბერი, კვირა

დინამო (თბ)-დინამო (ბთ)

საბურთალო-ჩიხურა

ტორპედო-სამტრედია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტიფეხბურთი
მაგ სამტრედიას ფბ-ზე არ დაწერო,თორემ სიმართლეზე ისე ბრაზდებიან რომ უმალვე დედის საშოს გინებას იწყებენ და ქვებს ისრვიან.
სიმართლე
კი არ ჩამორჩა ბრძოლას, იმდენი ქნეს ჩამოაშორეს ვაი მწვრტნელებმა და ვითომ კლუბის ხელმძღვანელებმა არადა 2 თუ სამი შანსი ქონდა რომ დინამოს დასწეოდა, მაგრამ ვიღაცის რაღაც ცრუ ამბიციებსშეეწირა გუნდის წარმატების განმეორების შანსი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]