სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც სათამაშოდ „რუსთავი“ ჩავიდა
სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ქუთაისში დაიწყო, სადაც სათამაშოდ "რუსთავი" ჩავიდა. ამ გუნდების დაპირისპირებას ბოლო წლებში დაძაბულობის გარეშე არ ჩაუვლია და ასე იყო დღესაც. საინტერესო და დაძაბული შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა და გამარჯვებული მასპინძელი გუნდი გამოვიდა, რომელმაც 2 ქულით - 90:88 იმარჯვა.

ორივე გუნდს 2 მოგების წილ 1 მარცხი ჰქონდა, ცხრილშიც გვერდიგვერდ იყვნენ და აღნიშნულ მატჩს საკმაოდ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. მატჩი სტუმრებმა უკეთ დაიწყეს და პირველი პერიოდი 25:19 მოიგეს. იყო მონაკვეთი, როცა რუსთაველები 12 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქუთაისელებმა მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება.

მასპინძლები მეტოქეს არ რჩებოდნენ და მეორე პერიოდში მინიმალური სხვაობითაც დაწინაურდნენ, თუმცა ქვემოქართლელებმა კვლავ მოახერხეს გალიდერება და ბოლო წუთებამდეც ხელჩასაჭიდად იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 4:30 წუთით ადრე სტუმრები 5 ქულით - 81:76 იგებდნენ, თუმცა დასკვნით ეპიზოდში ქუთაისელებმა გაათანაბრეს და ბოლო წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - 88:86.

რუსთაველთა ლიდერმა ტაირელ ნელსონმა გაათანაბრა, თუმცა გაიბრწყინა ქუთაისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც სტუმრებს ჯერ ჩაუჭრა, შემდეგ კი გამარჯვების ბურთი ჩააგდო - 90:88.

ქუთაისელთაგან 25 ქულით საუკეთესო შედეგი ბექა ბექაურმა დააფიქსირა. 18 ქულა ჰქონდა დეჟუან რაიტს, ხოლო ბექა წივწივაძემ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა. "რუსთავში" 23 ქულით საუკეთესო ტაირელ ნელსონი გახლდათ. 17 ქულა რეზო ჩაჩანიძის ანგარიშზე დაგროვდა.

სუპერლიგის მორიგი მატჩები 1-ელ ნოემბერს - ბათუმსა და თბილისში გაიმართება: "ბათუმი" – "სოხუმი", ხოლო "დელტა" "მგზავრებს" თბილისში უმასპინძლებს.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს