”ჩემი დიდი სურვილია, ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე, ჩემს მშობლიურ გუნდს გამოადგეს”
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე ჩვენი კლუბის სპორტულ დირექტორად იმუშავებს.

გიორგი ნემსაძემ ფეხბურთელის კარიერა "დინამოში" დაიწყო და დინამოში დაასრულა. მდიდარი საფეხბურთო კარიერის მანძილზე იგი იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, შოტლადიისა და თურქეთის გუნდებში გამოდიოდა. იგი წლების მანძილზე კაპიტნობდა საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც 70 შეხვედრა აქვს ჩატარებული. კლუბის გენერალური დირექტორი ზურაბ პოლოლიკაშვილი და სპორტული დირექტორი გიორგი ნემსაძე დღეს დინამოელებს შეხვდნენ.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: "გიორგი ნემსაძე - "დინამოსა" და ნაკრების კაპიტანი ნამდვილი დინამოელია. გიორგი არის მაგალითი ჩვენი გუნდის ფეხბურთელებისთვის. იგი დიდი ხნის მანძილზე გამოდიოდა ევროპულ გუნდებში და გააჩნია კონკრეტული მიმართულებები და ხედვა, თუ როგორ უნდა აეწყოს თანამედროვე ევროპული დონის გუნდი.

გიორგი ნემსაძე: "პრაქტიკულად მთელი ცხოვრება "დინამოში" გავატარე და ყოველთვის ამ ოჯახის წევრად მიმაჩნდა თავი. ჩემი დიდი სურვილია, ის გამოცდილება, რომელიც უცხოეთში მივიღე, ჩემს მშობლიურ გუნდს გამოადგეს. საჭიროა ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა. იმედია ეს მცდელობა ჩვენი საყვარელი გუნდის შედეგბზეც აისახება".

fcdinamo.ge

guja_kakhadze
თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობა შედეგზე ყოველთვის აისახება.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა