დღეს, ტოკიოში, 2019 წლის მსოფლიოს თასის ორგანიზატორებმა გათამაშების კალენდარი გამოაქვეყნეს
დღეს, ტოკიოში, 2019 წლის მსოფლიოს თასის ორგანიზატორებმა გათამაშების კალენდარი გამოაქვეყნეს.

ცნობილი გახდა დღეები და სტადიონები, სადაც საქართველოს ნაკრები ჯგუფური ტურნირის მატჩებს გამართავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსისა და ფიჯის ნაკრებებთან მოხვდა.

"ბორჯღალოსნების" კიდევ ერთი მეტოქე, რომელიც ჯგუფში მეხუთე ნომერი იქნება, მოგვიანებით კანადისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის დაპირისპირებაში გაირკვევა.

იაპონიაში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატს 12 ქალაქი უმასპინძლებს. ესენია: ტოკიო, საპორო, კამიაში, კუმაგაია, იოკოჰამა, შიძუოკა, ტოიოტა სითი, ოსაკა, კობე, ფუკუოკა, კუმამოტო და ოიტა.

იაპონია 2019, რაგბის მსოფლიო თასი 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

იაპონიაში "ბორჯღალოსნები" პირველ მატჩს 23 სექტემბერს, ტოიოტა სითიში, 45-ათასიან "ტოიოტა სთედიუმზე" უელსთან გამართავენ და ის ადგილობრივი დროით 19:15 საათზე დაიწყება (სხვაობა 5 საათი).

29 სექტემბერს საქართველო ტოიოტა სითის ჩრდილო აღმოსავლეთით, ქალაქ კუმაგაიაში, 24-ათასიან "კუმაგაია რაგბი სთედიუმზე" ამერიკა 2-ს შეხვდება. თამაში ადგილობრივი დროით 14:15 საათზე დაიწყება.

14:15 საათზე იწყება მესამე მატჩიც, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ფიჯის 3 ოქტომბერს შეხვდებიან. თამაში ქვეყნის ყველაზე დიდი, მთავარ კუნძულ ჰონსიუს აღმოსავლეთით, ზღვისპირა ქალაქ ოსაკაში, "ჰანასონო სთედიუმზე" გაიმართება, რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს.

ჯგუფურ ეტაპს 11 ოქტომბერს, შიზუოკას პრეფექტურაში, "შიზუოკა სთედიუმზე" (50 889 მაყურებელი) ავსტრალიასთან მატჩით ვასრულებთ. თამაში 19:15 საათზე იწყება.

მსოფლიო რაგბის ეგიდით, "ბორჯღალოსნებს" იაპონიაში პირველ თამაშამდე ერთი კვირით ადრე, ანუ 16 სექტემბრიდან შეეძლებათ სტუმრობა. ჩვენს გუნდს ოთხივე თამაშის გამართვა ქვეყნის უდიდეს კუნძულზე - ჰონსიუზე უწევს.

მსოფლიოს თასი

A ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, იაპონია, ევროპა1, პლეი ოფი

B ჯგუფი: ახალი ზელანდია, სამხრეთი აფრიკა, იტალია, აფრიკა1, რეპეშაჟი

C ჯგუფი: ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ, ტონგა

D ჯგუფი: ავსტრალია, უელსი, საქართველო, ფიჯი, კანადა/ურუგვაი

DVB
არა. არანაირად არ მოახდენს რეიტინგზე არაფერს. ანუ ჩვენ მათზე ბევრად წინ ვართ და ჩვენი მოგების შემთხვევაში არაფერს არ შეგვმატებს. ხოლო იმათ კი.
გულშემატკივარი-2
გულშემატკივარი-ს. კი, აბა!!! არა მარტო გორგოძე და ზირაქიშვილი, ურიგო არ იქნებოდა აბუსერიძე და ზედგინიძეც დაგვებრუნებინა ნაკრებში..
რამაზ
კანადასთან მოგების შემთხვევაში რეიტინგი არ იცვლება, ფრე 1.000 ქულას გვაკარგვინებს, წაგება (15 ქულაზე ნაკლები) 2.000 ქულას, 15 ქულაზე მეტი წაგება - 3.000 ქულას დაგვაკარგვინებს. ანალოგიურ (ვგულისხმობ რეიტინგში 10.000 ქულაზე მეტი სხვაობისას, როცა მოგება რეიტინგს არ მატებს) შეხვედრებში არგენტინის ნაკრები "მზარდის" სახელით (მაგალითად ამერიკის თასზე აშშ-ს, კანადას და სხვა გუნდებს "არგენტინა XV" სახელით ეთამაშა და იმისდა მიუხედავად რომ აშშ-თან წააგო, რეიტინგი არ დაუკარგავს) გამოდის და შესაბამისად ნაკრებში ექსპერიმენტების ჩატარებას უფრო იოლად, გაურისკავად ახერხებს. კარგი იქნებოდა ჩვენს ფედერაციასაც მოეფიქრებინა მსგავსი რამ...
გულშემატკივარი
გორგოძე და ზირაქიშვილი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ ნაკრებში. და კიდევ ერთი: კანადასთან თამაში თუ მოახდენს გავლენას ნაკრების რეიტინგზე და რამდენად. ვინმემ თუ იცის გთხოვთ მიპასუხოთ.
888
დააბრუნეთ გორგოძე,მის გარეშე შანსიც არა გვაქვს.ტურის საუკეთესოთა შორის სისტემატიურად ხვდება ზირაქაშვილიც.გულშემატკივრებო,მოვითხოვოთ კაპიტნის დაბრუნება. ამას გარდა აუცილებელია რაგბის კავშირს დაუბრუნდეს გია ნიჟარაძეც.
გიორგი
ჯერ არ წასულა - ერთი მატჩი აქვს სათამაშო ასე გაგაღიზიანა კაპიტანმა? :)
გიორგი
2 თამაშის მოგება - არ მოგება აქ წყვეტს მსოფლიოზე თამაშს - მსოფლიოზე ყველა რომ წააგო შესარჩევიდან იბრძოლებ და მაინც გახვალ მსოფლიოზე ჯერ კიდევ ვიბრძვით 2 თამაშის მოსაგებად და არანაირად არ გვაქვს გარანტირებული ეს 2 მოგება, ასე რომ... მეტი პრაგმატიზმი სასურველი შედეგისთვის
იმედია მიხვდებიან
იმედია მიხვდებიან და უელსს არ შეაკლავენ თავს. 2 თამაშის მოგებაა ისევ მთავარი. ამერიკა 2-თან და ფიჯისთან. მეტი რესურსი არაა. კალათბურთელები ვერ მიხვნენ, შეაკლეს ლიტვას თავი, მოუგეს მაგრამ პრინციპული თამაშები წააგეს და კი ჩარჩნენ ჯგუფში. იგივე რაგბში არ უნდა დაგვემართოს. 2 თამაში უნდა მოვიგოთ და შემდეგ მსოფლიოზეც ვითამაშოთ.
გგგ
რთული კალენდარი შეგვხვდა ძალიან. მაგრად არ გაგვიმართლა ჩემი აზრით. იმ გუნდებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ვძლიოთ, ერთმანეთის მიყოლებით ვხვდებით - ამერიკა-2ს უელთან შეხვედრის შემდეგ და ფიჯის- ამერიკა 2-თან თამაშის შემდეგ. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ტრამვები ავირიდოთ თავიდან.
ნათია
ცოტა ახალი ფოტო არ გაქვთ, ნაკრებიდან წასული მოთამაშეები სურათზე რომ არ ჩანდნენ ისეთი? სირცხვილია ბოლოს და ბოლოს!
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[VIDEOS] 19 წლის თორნიკე გიგაურმა თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
Daily Mail: სალაჰი და კიდევ ხუთი - "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს ნაკრების კალენდარი ევრობასკეტი 2017-ზე
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ჩემპიონთა ლიგა 2017/18. ჯგუფური ეტაპის კალენდარი
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
პოლონური კალენდარი (+16) - შიშველი ქველმოქმედი სპორტსმენები [PHOTO]
რიო 2016: 17 აგვისტოს სრული კალენდარი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის კალენდარი
რიო 2016: 18 აგვისტოს სრული კალენდარი
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო