"ოლიმპმა" ზედმეტი პრობლემების გარეშე - 97:88 დაამარცხა "სოხუმი" და 6 მატჩში 4 მოგებით ლიდერთა შორისაა
სუპერლიგის მორიგმა ტურმა სტარტი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში აიღო.

კალენდრის თანახმად, 7 ნოემბერს 3 მატჩია დაგეგმილი - 2 თბილისის ოლიმპიურ სასახლეში და ერთიც - ბათუმში.

თბილისური მატჩებიდან 1 უკვე დასრულდა: "ოლიმპმა" ზედმეტი პრობლემების გარეშე - 97:88 დაამარცხა "სოხუმი" და 6 მატჩში 4 მოგებით ლიდერთა შორისაა.

შეხვედრის საბოლოო ანგარიშში დიდი სხვაობა არაა, თუმცა მატჩი არ ყოფილა დაძაბული.

ოლიმპელებმა ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვეს, მეოთხე პერიოდამდე ზრდიდნენ და მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე უპირატესობა 30 ქულამდე გაზარდეს. ცხადი იყო, მატჩის ბედი გადაწყვეტილი გახლდათ და "ოლიმპის" უკრაინელმა მწვრთნელმა - ლეონიდ ივატინმა მოედნიდან ლიდერები გაიხმო. ამის შემდეგ სოხუმელებმა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს, თუმცა მათ წარმატების მისაღწევად ელემენტარულად დრო არ დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ "სოხუმს" 2 ტრავმირებული ლეგიონერი - ბოგდან ბაიდა და მაკსიმ ლუცენკო აკლდათ. ისედაც, ამ გუნდს მიმდინარე სუპერლიგის 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგება ჰქონდა და ძირითადი ხუთეულის 2 წევრის დაკლებამ გვარიანად დაასუსტა. საბოლოოდ "ოლიმპმა" დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა და სანამ სხვა მატჩები გაიმართებოდეს, 4 მოგებითა და 2 მარცხით ცხრილის სათავეშია.

"ოლიმპში" საუკეთესო იყო რევაზ როგავა, რომელმაც 33 ქულა და 6 პასი მიითვალა. 13 ქულა მარკ ოგდენის ანგარიშზეა, ხოლო მერაბ ბოქოლიშვილმა თავი 10 ქულას მოუყარა. მიმდინარე სუპერლიგის რეკორდი დაამყარა სოხუმელთა ამერიკელმა ლეგიონერმა კვან უოლერმა, რომელმაც შეუცვლელად - 40 წუთი ითამაშა და 40 ქულა მიითვალა.

მომდევნო მატჩი ოლიმპიურ სასახლეში "მარნეულსა" და "კაკტუსს" შორის - 18:00 საათზე გაიმართება. ბათუმში ადგილობრივი გუნდი "რუსთავს" დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით როგავა, "ოლიმპის" მწვრთნელი:

"ამ ჩემპიონატში ჩვენთვის სუსტი და ძლიერი მეტოქე არ არსებობს. ყველა თამაშისთვის თანაბრად ვემზადებით. რაც შეეხება დღვანდელ თამაშს, შედეგიანი საწყისი 3 პერიოდი ჩავატარეთ, რის შემდეგაც მოვეშვით და 30-ქულიანი უპირატესობა დავიდა 8-ზე, რაც წარმოუდგენელია და იმის ბრალია, რომ მოთამაშეები მოდუნდნენ. ამაზე გვექნება საუბარი, გავაკეთებთ დასკვნებს, მთლიანობაში კი გუნდური და საჭირო გამარჯვება იყო. ეხლა მოვემზადებით საკმაოდ საპასუხისმგებლო მატჩისთვის, რომელიც ბათუმში 11 ნოემბერს გველოდება".

ვაჟა კვარაცხელია, "სოხუმის" პრეზიდენტი:

"ვულოცავ "ოლიმპს" ამ გამარჯვებას. ბრწყინვალე გუნდია და მე მგონი, ამ პროექტმა, რომელსაც სპორტის სამინისტრო და ფედერაცია ერთობლივად ახორციელებენ, გაამართლა. ყოველწლიურად ძლიერდებიან გუნდები და ეს ძალიან მიხარია. ჩვენი გუნდი ფორსმაჟორულ სიტუაციაშია. 2 ტრავმირებული გვყავდა, დღევანდელ მატჩში მესამემაც ტრავმა მიიღო. ზოგადად კი წლეულს არ გვყავს იმ დონის ლეგიონერები, როგორსაც ვისურვებდით და ახლა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ახალი უცხოელი მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ და "სოხუმმა" დაიბრუნოს ის ამბიცია, რაც ამ გუნდს ყოველთვის ჰქონდა".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

გოგი ქუთაისელი
თამაშების ანონსი ცუდია. არ ვიცი ქუთაისი როდის და ვისთან თამაშობს!
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა