"კარდიფ ბლუზი" კახეთში
"კარდიფ ბლუზის" აკადემიის 16-წლამდელთა გუნდმა, საქართველოში გატარებული 1 კვირის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაზე საუკეთესო შთაბეჭდილება შეიქმნა და არაა გამორიცხული, რომ ზაფხულში წინასასეზონო შეკრებაზე "კარდიფის" პირველი გუნდი გვეწვიოს.

უელსელები მოიხიბლნენ ქართველი თანატოლების ფიზიკური მონაცემებით, თამაშის ხარისხით, მარტყოფის სარაგბო ბაზით და ქართული სტუმართმოყვარეობით. აკადემიების ოთხთა ტურნირის დასრულების შემდეგ, მათ ერთი თავისუფალი დღე ჰქონდათ და საქართველოს რაგბის კავშირმა სტუმრებს კახეთში საინტერესო ტური მოუწყო.

სტუმრებთან ერთად კახეთში გაემგზავრა ინგლისური ენის მცოდნე რამდენიმე ქართველი მოთამაშეც, რათა მეგობრული ურთიერთობები დაემყარებინათ უელსელ თანატოლებთან.

ჯგუფი, რომელიც 50 კაცისგან შედგებოდა თავდაპირველად სიღნაღს ეწვია. ინგლისურენოვანმა გიდმა მათ ქალაქისა და მისი ღირშესანიშნაობების, ასევე ისტორიის შესახებ უამბო. უელსელების პირველი აღფრთოვანება ალაზნის ველისა და კავკასიონის ქედის ხედმა გამოიწვია, სადაც ისინი დაგეგმილზე დიდხანს გაჩერდნენ, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოებიდა ტელეფონზე აღბეჭდეს მათ თვალწინ გადაშლილი სილამაზე.

გიდს სტუმრებისთვის იმის შეხსენება დაჭირდა, რომ გზა უნდა გაეგრძელებინათ, თუმცა მეორე აღფრთოვანებამდე დიდი დრო არ გასულა. ამჯერად სტუმრები სიღნაღის გალავანით და თავდაცვითი კოშკებით მოიხიბლნენ, რომლის ნაწილიც ფეხით გაიარეს.

სიღნაღის შემდეგ სტუმრები ტიბაანში, ამერიკელი ჯონი უედერმანის ვენახებს და მარანს - „ხოხბის ცრემლებს“ ეწვივნენ. აქ მათ შეიტყეს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, დაათვალიერეს ლამაზად ჩამწკრივებული ვენახები, ნახეს ქვევრები და მოისმინეს მათი ისტორია, ასევე საწნახელი და გაეცნენ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაციაც შედგა. „ხოხბის ცრემლებში“ უელსელებმა ოთხი სახეობის ღვინო - ორი თეთრი და ორი შავი დააგემოვნეს. სტუმრებს წინ კიდევ ერთი გამოცდილება ელოდათ - მათ პირველად მიირთვეს ჭაჭა და იმდენად მოიხიბლნენ, რომ მისი გამოხდის მეთოდებით დაინტერესდნენ. სტუმრებს გაუმართლათ, სწორედ ამ ვიზიტის დროს მიმდინარეობდა ჭაჭის გამოხდა და მწვრთნელთა სრული შემადგენლობა ამ პროცესის სანახავად გაემართა. მასპიძლებმა ბრიტანელებს ახალი გამოხდილი ჭაჭაც დააგემოვნებინეს.

ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციის დროს, ანსამბლმა „ზედაშემ“ შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები, მათ შორის ფანდურის, ჩონგურისა და გუდასტვირის გამოყენებით, იყო ქართული ცეკვებიც.

პარალელურად, ‘კარდიფის’ მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. 34-ივე უცხოელ სტუმარს სვანური ქუდი და ქართული ორნამეტებით გაფორმებული, ხელით ნაქსოვი სამაჯური შეხვდა; მწვრთნელებმა დამატებით საქართველოს რაგბის კავშირის მაისურები და ინგლისურ-ქართული წიგნები მიიღეს, სადაც საქართველოს კუთხეების ღირშესანიშნაობებია აღწერილი.

სტუმრება მადლობის ნიშნად უელსის ჰიმნი და ერთიც უელსური სიმღერა შეასრულეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც უელსის ჰიმნის დროს უკლებლივ ყველა შემსრულებელს სვანური ქუდი ეხურა.

საქართველოში სტუმრებით და კახეთში გატარებული ერთი დღით კმაყოფილი იყო გუნდის კაპიტანი რის ანსტი:

„ქართველები უზომოდ სტუმართმოყვარე ხალხი ხართ და საინტერესო კულტურა გაქვთ. განსაკუთრებით მოვიხიბლე ალაზნის ველის ხედით და ვენახებით, რომლებსაც ახლა ვუყურებთ. არ ველოდი აქ ასეთი ლამაზი ბუნება და პეიზაჟი თუ დამხვდებოდა. საქართველო ძალიან განსხვავდება ჩვენი ქვეყნისგან და აქ გატარებული დღეები არასდროს დამავიწყდება“.

მარტყოფის ბაზაზე დაბრუნებამდე ‘კარდიფი’ ხირსას მონასტერს ეწვია, რომელიც მე-6 საუკუნეშია აშენებული და მწვრთნელებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებიან.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გიორგი ჯანიკაშვილი
წითელი ღვინო არის წითელი ღვინო და ჩვენში ვარდისფერსაც უწოდებენ.კახეთში ,,შავ ღვინოს" მუქ წითელ ღვინოს ეძახიან-მაგალითად ,,მუკუზანს" !
123
წითელი ღვინო და არა შავი
B-52
შესანიშნავია, დადებითი ემოციებით დავიტვირთე
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა