თბილისის "დინამო“ ფიბა ევროპის თასზე მეოთხე მატჩშიც დამარცხდა
8 ნოემბერს, თბილისის "დინამომ“ ფიბა ევროპის თასის მე-4 ტურში ბულგარეთის "ლუკოილ აკადემიკს“ უმასპინძლა და 63:72 დამარცხდა.

ჩვენი ჩემპიონის ევროტურნირებზე ასპარეზობამ ნათლად წარმოაჩინა ქართული საკლუბო კალათბურთის სავალალო მდგომარეობა - დამარცხდა ესპანურ "ხუვენტუტთან“, რუმინულ კლუჟის „ნაპოკასთან“, თურქულ „ისთანბულთან“ და „ლუკოილ აკადემიკთან“.

პირველი მეოთხედი ჩვენმა გუნდმა 16:23 წააგო, მეორე პერიოდის 2:39 წუთი ისე გაილია, ვერცერთმა გუნდმა ქულა ვერ აიღო, შემდეგ მსაჯმა სტუმრები ტექნიკური ჯარიმით დასაჯა, თითქოს ჩამორჩენის შემცირების შესაძლებლობა მოგვეცა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ და მეორე მეოთხედიც დავთმეთ (15:18). მოკლედ, პირველი ტაიმი 10 ქულით წავაგეთ.

მესამე მეოთხედი "დინამომ“ უკეთ ჩაატარა, სხვაობა ერთხელ 4 ქულამდე შეამცირა, ტაიმი კი 17:14 მოიგო, დასკვნითი პერიოდის მე-4 წუთზე გოგოძისა და შარიქაძის ძალისხმევით 2 ქულით დაწინაურდა კიდეც. სამწუხაროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში ზედიზედ ორჯერ დაკარგა ბურთი თბილისელთა ლეგიონერმა ბოიდმა და ისევ დავმარცხდით.

ასე და ამგვარად, საქართველოს ჩემპიონმა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა, თუმცა კი საყვედურის თქმაც არ იქნება მართებული, რადგან უკეთესი შედეგის ჩვენებას უკეთესი ჩემპიონატი, უკეთესი ლეგიონერები სჭირდება და ა.შ. რაც მთავარია, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საჭირო გამოცდილებაც მიიღო. იმედია, დარჩენილ ორ შეხვედრას „დინამო“ უფრო მაღალ დონეზე ჩაატარებს.

მაქროლავო კრაზანავ
დილიდან დაკრაზანებ ტრადიციულლად ისევ აქაურ საიტებზე, პუტინის აბდა უბდა კრაზანავ.
კახა17-ს
კალათბურთის სპეციალისტი როდიდან გახდი მოსკოველო პრარაბო?
krazana
ფეხბურთს კალათბურთიც დაემატა
999
რატომ უნდა მოეგო?ძლიერია? რატომაა ძლიერი და ვის უგებს? მწვრთნელთან რა გინდათ? როგორი ჩემპიონატიც გაქვთ ისეთი გუნდიც გყავთ
კახა
მწვრთნელმა უნდა აიღოს მთელი პასუხისმგებლობა უბრალოდ დაგვხვრიტეს დაგვშალეს ნაწილებად და ჩვენები სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ აქ კალათბურთელების საშემსრუბლებლო ხარისხზე კიარა ძირითადად სამწვრთნელო შტაბის სრული არაპროფიოსინალიზმია სახეზე წადით ევროპაში ეზიარეთ თანამედროვე კალათბურთის ანაბანას მოკვდა ის დრო მარტო შესვლებს რო ასწავლით ბაშვებს სამი ნაბიჯი...
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა