საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 10 ნოემბერს კვიპროსს და 13 ნოემბერს ბელორუსს დაუპირისპირდება.

- რატომ არ არის გამოძახებული საბა კვირკველია?

- საბა არ არის ცუდი მოთამაშე. ბოლო პერიოდში საკმაო დატვირთვები ჰქონდა კლუბში, ნემსებსაც იკეთებდა მცირე ტრავმის გამო. ცხადია, ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი მოთამაშეა და რომ მოიშუშებს ტრავმას, დაგვიბრუნდება.

- ახალი კონტრაქტის საკითხი როგორია ამ დროისთვის, თუ არის შეთანხმებული ყველა დეტალი?

- მე გადავწყვიტე და ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში.

- შეაფასეთ საქართველოს ნაკრების მეტოქეები, რომლებსაც მომავალ თამაშებში დავუპირისპირდებით...

-ასე ვთქვათ, ისეთი გუნდებია, რომლებსაც შევხვდებით ერთა თასზე და ეს თამაში წაგვადგება, რომ მეტოქეებს გავეცნოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი წლით ადრე დავგეგმოთ ყველაფერი. მომავალი შემოდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა იმედი გვქონდეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის. ჩვენ ავარჩიეთ გორი და ქუთაისი იმიტომ, რომ საქართველოს რეგიონებშიც ნახოს ხალხმა ნაკრების თამაში.

- ახალი ტაქტიკა ხომ არ შეგიმუშავებიათ ამ თამაშებისთვის?

- პირველ თამაშს ვითამაშებთ 4-3-2-1 ტაქტიკით. მე მინდოდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მიმეცა შანსი, ისეთებისთვის, როგორებიცაა: სიხარულიძე, ლობჟანიძე, პაპუნაშვილი. მართალია, არ გვყავს წამყვანი მოთამაშეები დღეს, მაგრამ ისინი ჩვენი განუყოფელი ნაწილები არიან.

- ბაჩანა არაბულს რატომ არ იძახებთ?

- სად არის გამორჩეული არაბული? ერთი წლის წინ ჩვენთან ერთად იყო და ვიცი მისი შესაძლებლობები. მე გამოვიძახე სხვა ფეხბურთელები, ვისაც ვთვლიდი საჭიროდ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ ახალგაზრდა ფეხბურთელებით და მათი გარჯით ვარჯიშზე?

- რაც შეეხება ვარჯიშის პროცესს, ჩამოსვლიდან არანაირი პრობლემა არ გვქონია ახალგაზრდებთან. საწვრთნელი პროცესი არის მომზადება მატჩისთვის და რა თქმა უნდა, არის პრობლემები. უნდა ვილაპარაკოთ ისევ ვერგამოყენებულ მომენტებზე, ამას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და გამოვასწოროთ.

- შესაძლებელია, მომავალ თამაშებზე გურამ კაშიას მიმართ იყოს გარკვეული პროტესტი. რა შეგიძლიათ უთხრათ გულშემატკივარს?

- მე ყოველთვის ვიქნები კაშიას და კანკავას გვერდით. ფაქტობრივად, ისინი არიან ყველაზე პროფესიონალი ფეხბურთელები ქართულ ფეხბურთში. ეს ადამიანები არიან პატრიოტები და ყოველთვის მზად არიან ნაკრებში სათამაშოდ.

elgvisa
სრულიად გეთანხმები..... 100 პროცენტიანი ხარ.....
სოსო
რომა სწერს,საქართველოს ნაკრებიდან გამომდინარეო და არ მესმის რატომაა მისი აზრი მიუღებელი.მე ვეთანხმები. რაც შეეხება ვაისის განცხადებას,კაშიასთან და კანკავასთან გვერდით დგომის გამო,ამას ვერასოდეს დავეთანხმები გურამ კაშიასთან მიმართებაში.გურამს ძალიან ვაფასებდი და ახლაც ვაფასებ როგორც ფეხბურთელს,მაგრამ დიდი შეცდომა დაუშვა ადამიანური კუთხით და ვერც იმას ვხედავ,ამ შეცდომას ნანობდეს.ჰოლანდია ჰოლანდიაა და საქართველო, საქართველო,თუმცა ამაშიც ბოლომდე უკვე აღარ ვარ დარწმუნებული.
qomagi
arabulze rom sheekitke zurnalisto ratom araa gamozaxebulio daglija, tkvets varskvlavebs, sxva vinmeze mainz gekitxa ratom ar arian gamozaxebulio? igive sxirtladze, ebralidze, chanturia....
ნოდარი
სომხებმა ბოლორუსები 4-1 გაანადგურეს!! ჯერი შენზეა ვაის!!
ჭიჭიკო
უი, წაი ახლა ბიძიკო შენ... წაი წაჭიკჭიკდი
ვასილიჩი
ხალხნოოო! ნუ გეშინიათ აწი ვაის(ს) ვერ გავეყარეთ და ვუის როგორ შევეყრებით?
სტატუს ქუო
კოტე შენ ვაისის ხელფასზე ნუ სწუხხარ,მაგას დოლარში აძლევენ.
euhh
opicialur tamashebze shecvlebis shishit shaqari uwevs.amxanagur tamashebze aramowmebs im bichebs inc sbeizleba dziritadshi motamawhetagantravmarommiigos vi mem icodes visunda daeyrdnos...esori atchi vaissda kobiashvils motamasheebis asarchevad kiarundat aramedundat moigon rom vaisis darchenas gamartleba miscen da egaa ubedureba(es chemipiradi azria ratqmaunda)amitom davwere pirveli komentari
vai
ეს მარგველაშვილი კარტოფილის და სტაფილოს მოყვანის გარდა თუ რამეს აკეთებს ნეტა! ვაი ჩვენს პატრონს
georgian
რა გჭირთ ხალხო, რა ჯანდაბა გეტაკათ?? ამდენი უარყოფითი კომენტარი რა უბედურებაა? ვაისმა რაც გააკეთა ნაკრებს აქვს თავისი ხელწერა. ვუტევთ, დაცვასი ყრუდ არ ვსხედვართ და დიდი ანგარიშით არ ვაგებთ. წავა ვაისი და რა. მოვა მერე ცხადაძე და რამდენიმე წაგების შემდეგ მასაც დაუწყებთ ლანძღვა-გინებას. ცხადაძემ არ წააგო პოლონეთთან 0:4 და ესტონეთთან 0:3?? ესტონეთი ჩვენზე ძლიერი ნაკრებია?? ბელორუსთან რომ მოგებას ვითხოვთ, ბატე უკვე წლებია ჩემპიონთა ლიგას და ევროპა ლიგას თამაშობს(ბაიერნს მოუგო სახლში). აპოელი და ომონია სტაბილურად თამაშობენ ევროტურნირებს. ჩვენ? ჩვენი კლუბები პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებს ვეღარ ლახავენ. და ამის მიუხედავად ვითხოვთ უეჭველი მოგებას ბელორუსთანაც და კვიპროსთანაც. კი ბატონო მეც მინდა მოგება, მაგრამ ვერმოგების შემთხვევაში მიწაში არ ჩავდებ არც ვაისს და არც ფეხბურთელებს. ერთადერთი რაც არ მომეწონა ვაისში არის ის, რომ არაბულზე და ზოგადად ფეხბურთელზე ასე უტაქტოდ არ უნდა ილაპარაკო, მეტი დიპლომატიაა და ზრდილობა-ტაქტი. წარმატებები ბიჭებს ორივე მატჩში!
reso
რითი ვჯობივართ ბელორუსს და კვიპროსს (სმას არ ვგულისხმობ)უნდა წავაგოთ მაგათან.
roma
საბა კვირკველიასთან დაკავშირებით ვეთანხმები ვაისს, ის დღეს ერთადრთი ფეხბურთელია ვისაც ვერცერთი ქართველი ვერ ჩაანაცვლებს და მაგას ტესტ მატჩი არ ჭიდება, მთავარია ახლა ეს ბიჭი ჯამრთელად გვყავდეს, ჯანო და ოქრიაშვილიც მალე უნდა გამოჯმრთელდნენ და რაღაც ბირთვი ჩამოყალიბებული იქნება, ჩემი აზრით თავდასხმაში თამაში კაჭარავასა და სიხარულიძეზე უნდა აეწყოს ან კიდე ვინც უკეთ შეცვლის სიხარულიძეს, დანარჩენ კომპონენტებში საკმო კონკურენცია გვაქვს ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე.
euhh
me gadavwyvite da kidev ori weli davrchebi((utavmoyvareo arakaci...me vaisasadmi undoblobas stadionze armisvlit gamovxatav...nakrebs ratqmaunda warmatebas usurveb..p.s.aba tqven icit dabloket esemesi
კოტე
ჯამაგირი უნდა მოუმატონ, თორემ ლარი ფუჭდება, ინფლიაცია ხომ არის და არის და თუ არ მოუმატებენ ხელფას გაიქცევა და მერე რაღა გვეშველება უმაგისოდ!!
ნოდარი
აბა შენ იცი!! თუ კვიპროსთან და ბოლორუსებთან ვერას გახდები ნეტა მერე რას მოიგონებ!!??
შევარდენი
აი რა იცის ვაი-პოლიტიკოსების სპორტში ჩარევამ - ეხლა ჩემმა მტერმა უყუროს ვაისს და მის მოუგებელ სერიას კიდევ ორი წელი!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება