წელს გამარჯვებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოლებს
მსოფლიო რაგბის დაჯილდოების ყოველწლიურ საღამოზე, რომელიც წელს მონაკოში გაიმართება, წლის საუკეთესო ლელოს ავტორს გამოავლენენ - IRPA Try of The Year (მორაგბეთა საერთაშორისო ასოციაციის წლის საუკეთესო ლელო). წელს გამარჯვებისთვის ოთხი ნომინანტი იბრძოლებს. მათ შორის ერთ-ერთია გელა აფრასიძის ლელო, რომელიც მან საქართველოში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ირლანდიის წინააღმდეგ დადო.

ხმის მიცემა მხოლოდ "თვითერზე" მიმდინარეობს. იმისათვის, რომ გელას ლელოს ხმა მისცეთ, 9 ნოემბრიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, ამ ბმულის მეშვეობით შებრაძანდით მსოფლიო რაგბის "თვითერის" გვერდზე Twitter.com/WorldRugby მიმაგრებულ პოსტში დააჭირეთ ღილაკს Tweet #VoteAprasidze. ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს TWEET.

ხმის მიცემა მხოლოდ ამ პროცედურით არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში გელა აფრასიძეს ხმა არ მიეცემა.

აფრასიძის გარდა, მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელოს ჯილდოზე ასევე წარდგენილნი არიან:

ირლანდიის ნაკრების და ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" მესამეხაზელის, შონ ობრაიანის ლელო ახალი ზელანდიის წინააღმდეგ;

"პუმების" ფულბეკის, ჰუაკინ ტუკულეტის ლელო ინგლისის წინააღმდეგ;

ბლექბერნის, ახალი ზელანდიის ქალთა ნაკრების ფულბეკის, ფორშა ვუდმენის ლელო აშშ-ის წინააღმდეგ ქალთა მსოფლიო თასის ნახევარფინალში.

მსოფლიო რაგბის წლის საუკეთესო ლელო სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა, რომელიც აქამდე მიენიჭათ:

2016 - ჯეიმი ჰისლიფსი (ირლანდია)

2015 - ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია)

2014 - ფრანსუა ჰოუჰარდი (სამხრეთი აფრიკა)

2013 - ბიდენ ბარეტი (ახალი ზელანდია)

2012 - ბრაიან ჰაბანა (სამხრეთი აფრიკა)

2011 - რედიკი სამო (ავსტრალია)

2010 - ქრის ეშტონი (ინგლისი)

2009 - ჟაკ ფური (სამხრეთი აფრიკა)

2008 - ბრაიან ოდრისქოლი (ირლანდია)

2007 - ზი ნგვენია (აშშ)

წყარო: Rugby.ge

ლევანი
ვფიქრობ, რომ დღეში ერთხელ უნდა მივცეთ ხმა. ერთი რეგისტრირებული თვითერის გვერდიდან ერთი ხმა.
ალექსანდრე
მადლობაო - ესე იგი ხმა სწორად მივეცი. მაგრამ, მაინტერესებს, ოლსტარის დარად, აქაც ყოველდღე შეიძლება ხმის მიცემა, თუ, თითო კომპიუტერიდან ერთხელ?
ლევანი
მე უკვე დავრეგისტრირდი თვითერზე, მზად ვარ ყოველ დღე მივცე ხმა აფრასიძეს.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გელა აფრასიძე: ეს კვირა ამ შეცდომების გამოსწორებას დავუთმეთ
აფრასიძემ, ნინიაშვილმა და გორგაძემ სანაკრებო მატჩებამდე გაიტანეს
Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"
ორი გასროლა საკუთარი ნახევრიდან - აფრასიძემ "მონპელიე" ფინალში გაიყვანა
გელა აფრასიძის სუპერშანსი "მონპელიეში"
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!