სუპერლიგა: "რუსთავის" და "ბათუმის" გამარჯვებები
ფიბას მიერ დაწესებული სანაკრებო ფანჯარა საქართველოში იწყება. დღეს გამართული სუპერლიგის 2 მატჩის შემდეგ უმაღლეს ლიგაში შესვენება გამოცხადდება, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მოსამზადებელი პერიოდის გამოა დაწესებული.

დღეს 2 მატჩი გაიმართა - რუსთავსა და ბათუმში. ქვემო ქართლში სათამაშოდ "კაკტუსი“ ჩავიდა, რომელმაც ადგილობრივ გუნდს გვარიანი წინააღმდეგობა გაუწია. კაკტუსელებმა მასპინძლებს პირველი პერიოდიც მოუგეს და დიდ შესვენებაზეც ლიდერობდნენ, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურება მოახერხეს და საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწიეს.

რუსთაველებს ტაირენ ნელსონმა ულიდერა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და თავი 23 ქულას და 12 მოხსნას მოუყარა. 18 ქულა დააგროვა რეზო ჩაჩანიძემ, ხოლო ადამ ბლეიზეკის ანგარიშზე 10 ქულა და 7 პასი დაგროვდა. „კაკტუსში“ 18 ქულით საუკეთესო იყო დეანდრე პარკსი.

ბათუმში გამართული შეხვედრა არანაკლებ დაძაბული გამოდგა. ოლიმპელები მთელი პირველი ნახევარი იგებდნენ და ლიდერობას მესამე პერიოდშიც ინარჩუნებდნენ, თუმცა მატჩის დასვნით წუთებში ბათუმელებმა მოახერხეს უპირატესობის დაუფლება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა - 80:72.

ბათუმელებს 22 ქულით სპენსერ კოლინსმა ულიდერა, ხოლო სამმა კალათბურთელმა - ვახტანგ ქადარიამ, ლეონიდ სტეპანიშინმა და ილია შემოსიუკმა 11-11 ქულა მიითვალეს. "ოლიმპში“ 15 ქულით საუკეთესო იყო რევაზ როგავა.

"რუსთავი" - "კაკტუსი" 79:73

რევაზ ჩხეიძე (კაკტუსის მენეჯერი): საკმაოდ კარგი თამაში გამოვიდა. „რუსთავი“ ძალიან კარგი გუნდია. ყოველთვის რთულია რუსთავში თამაში. გვქონდა ჩავარდნა, რამდენიმე შეხვედრა წავაგეთ და გვინდოდა, მეტი მობილიზებით გვეთამაშა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო გამოგვაკლდა 1 მოთამაშე და მეორეც ვერ იყო მწყობრში. ეს პრობლემები რომ არა, სხვა შედეგის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. მივულოცავ „რუსთავს“ ამ გამარჯვებას.

რამაზ გოგობერიშვილი (რუსთავის მწვრთნელი): საკმაოდ დაძაბული შეხვედრა გამოვიდა, მაგრამ ჩვენმა გუნდის წევრებმა ბოლომდე იბრძოლეს და მოახერხეს, რომ თამაში სასურველ შედეგამდე - გამარჯვებამდე მიეყვანათ. ვულოცავ ჩვენს გუნდს მორიგ გამარჯვებას.

"ბათუმი" - "ოლიმპი" 80:72

ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმის მწვრთნელი): ოლიმპი ძლიან კარგი გუნდია. კარგად დაიწყეს თავიდან და 3 პერიოდის განმავლობაში გვჯობნიდნენ, თუმცა მეოთხე პერიოდში მოვახერხეთ დაცვასა და შეტევაში სწორი მობილიზაცია და სწორედ ამის ხარჯზე გავიმარჯვეთ. განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი ამერიკელი ლეგიონერის - კოლინზის, შემოსიუკისა და თენეიშვილის თამაშს.

დავით როგავა (ოლიმპის მწვრთნელი): მთელი 3 პერიოდი თამაშს ვაკონტროლებდით, მე-4 პერიოდში დავუშვით ისეთი შეცდომები, რომლებიც არ გვეპატიება. მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
საკანდელიძე-ქორქიას სახელობის მემორიალის ფინალში "კაკტუსი" "რუსთავს" დაუპირისპირდება
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
"დინამომ" "კაკტუსი" დაამარცხა და ცხრილში პოზიცია გაიმყარა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
თსუ-მ შესუსტებული კაკტუსი იოლად დაამარცხა და ლიდერებს მიუახლოვდა
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
საკანდელიძე-ქორქიას მემორიალის გამარჯვებული "რუსთავი" გახდა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალზე 3 ნახევარფინალისტი გამოვლინდა
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
"კაკტუსმა" "ცხუმ-აფხაზეთს" სძლია და ცხრილში დაწინაურდა
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში