ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

დიდი მატჩის წინ - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა

დიდი მატჩის წინ - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა

დიდი მატჩის წინ - მარქაფაში ერთი ცვლილებით
ბორჯღალოსნები 18 ნოემბერს საქართველოს დროით 18:30 საათზე კარდიფში, 75-ათასიან "პრინციფალითი სთედიუმზე" (ყოფილი მილენიუმი) უელსთან მატჩს იმავე შემადგენლობით იწყებენ, როგორითაც გასულ შაბათს კანადასთან ითამაშეს.

მილთონ ჰეიგმა ჩრდილო ამერიკელბთან 54:22 მოგების შემდეგ სასტარტო 15-ეული უცვლელი დატოვა. პირველ ხაზში გამოცდილი მიხეილ ნარიაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლევან ჩილაჩავა დადგებიან; მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე შეწყვილდებიან, ხოლო მესამე ხაზს ლაშა ლომიძე, ვიტო კოლელიშვილი და ბექა ბიწაძე შეადგენენ.

9-10 ნომრები ვასილ ლობჟანიძე და ლაშა ხმალაძე იქნებიან, ცენტრში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფრთებზე მირიან მოდებაძე და გიორგი კოშაძე ითამაშებენ, ხოლო ფულბეკი სოსო მათიაშვილია, რომელმაც კანადას 34 ქულა გაუკეთა.

მარქაფაში ერთი სიახლეა - გიორგი კვესელაძის ნაცვლად გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი გამოჩნდა, რომელიც უელსთან 107-ე კეპს მოიხვეჭს. იქვეა რევაზ ჯინჭველაშვილი და 9 ნომერი გიორგი ბეგაძე. შერკინების პირველ ხაზს შალვა მამუკაშვილი, კარლენ ასიეშვილი და სოსო ბეკოშვილი შეცვლიან, მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძე გამოჩნდება და 99-ე კეპს მოიხვეჭს, ხოლო მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილია, რომელიც ბორჯღალოსნების კვართით მე-40 შეხვედრას გამართავს.

უელსმა 14 შეცვალა

გასულ შაბათს ავსტრალიასთან 21:29 მარცხის შემდეგ, უელსის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად 14 მოთამაშე შეიცვალა. ლიამ უილიამსი ერთადერთია, რომელიც ავსტრალიის შემდეგ თამაშს ბორჯღალოსნებთანაც იწყებს, ოღონდ მან პოზიცია შეიცვალა და 14 ნომრის ნაცვლად ფულბეკად მოგვევლინება.

შუამარბ ოუენ უატკინს, ბურჯ ლეონ ბრაუნს და მესამეხაზელ სემ კროსს სანაკრებო დებიუტი გასულ შაბათს ჰქონდათ, ისინი შეცვლაზე შევიდნენ. ადამ ბერდს ავსტრალიასთან არ უთამაშია და მის ანგარიშზეც ერთადერთი კეპია. სასტარტო 15-ში ყველაზე გამოცდილი კაპიტანი დენ ლიდიეტია (60), მასზე მეტი, 67 კეპი კი ფალეტაუს აქვს, რომელიც მარქაფაშია. მარქაფაშია დებიუტანტი კვაჭი ელიოტ დი.

მიუხედავად ამისა, გუნდს გამოუცდელი არ ეთქმის, განსაკუთრებით ხაზის მოთამაშეებს, რომელთაგან ოთხის ანგარიშზე 40-ზე მეტი კეპია, ხოლო სასტარტო 15-ეულის კეპების ჯამი 319-ს შეადგენს, მარქაფაში მყოფი მოთამაშეებისა - 159.

„ვგრძნობდით, რომ ამ კვირაში რამდენიმე მოთამაშისთვის შანსი უნდა მიგვეცა. ახალგაზრდა ბიჭებს ეძლევათ შესაძლებლობა გავიდნენ მოედანზე და დაგვანახონ რა შეუძლიათ. გუნდში გვყავს გამოდილი მორაგბეებიც, რომელთა ანგარიშზეც საკმარისი რაოდენობის თამაშია და გამოცდილების მხრივ პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. საქართველო კარდიფში კარგ ხასიათზე ჩამოვიდა, მათ გასულ კვირაში შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვეს და ახლა ეცდებიან ამ დონეზეც გამოიჩინონ თავი. ამისათვის მზად უნდა ვიყოთ“ - შემადგენლობასთან დაკავშირებით განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა უორენ გეთლანდმა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

• სოსო

ამ თამაშში მართლაც ძალიან დაგვეხმარებოდნენ,მაგრამ მათი დასაბუთებაც სრულიად გასაგები და მისაღებია .მათი ასე ვაგლახად მოხსენიება კი სრულიად მიუღებელია ჩემთვის.

• lelo

გორგოძე, ზირაქაშვილის თემას რაც შეეხება,პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს ჩემპიონატში გამოდიან, სადაც დიდია დატვირთვა და ორ ფრონტზე ბრძოლა უკვე რთულია ცოტა ასაკში შესული რაგბისტისათვის და მთავარი, საქართველო აღარაა 15-20 წლის წინანდელი ქვეყანა (სარაგბო თვალსაზრისით)როცა დიდი ასაკობრივი წყვეტა იყო თაობებს შორის, ამიტომ როცა მწვრთნელი გარკვეულ პოზიციაზე იპოვიდა მორაგბეს, შემცვლელის არ ყოფნის გამო დიდი ხნით უწევდა ნაკრებში თამაში. ეხლა თაობები მოდის, კონკურენცია ძალიან დიდია და ყველას უნდა მიეცეს ნაკრებში თამაშის და გამოცდილების მიღების საშუალება. სწორედ ეს იყო ძირითადი მოტივი სანაკრებო კარიერის დასრულების, უდიდესი მადლობა ბიჭებს გაწეული სამსახურისათვის და ასევე მადლობა ღირსეული გადაწყვეტილებისათვის.

• nnn

მართლაც შეეძლოთ დიდი სარგებლის მოტანა თუნდაც ბოლო წუთებზე რამხელა გვერდით დგომაა ახალგაზრდისთვის როცა იცის რომ მის გვერდით მამუკაა

• nnn

მართლაც შეეძლოთ დიდი სარგებლის მოტანა თუნდაც ბოლო წუთებზე რამხელა გვერდით დგომაა ახალგაზრდისთვის როცა იცის რომ მის გვერდით მამუკაა

• ქომაგი

დიმიტრი! პეტრე! თქვენ რაგბის ყურებაც კი უნდა აგიკრძალოთ კაცმა.....როგორ საუბრობთ იმ მორაგბეებზე ვინც ქართული რაგბის ღირსებას ათ წელზე მეტი იცავდენ და დღეს თუ რამეს წარმოვადგენთ სწორედ გორგოძის, ზირაქაშვილის და კვირიკაშვილის დამსახურებით

• დიმიტრი

ვერ წარმომიდგენია გორგოძე და ზურაქაშვილი რა სინდისით რჩებიან და არ თამაშობენ. შენს პოზიციაზე ერთ ერთი საუკეთესო იყო მსოფლიოში და ნაკრებში არ წახვიდე ეგეთ მატჩზე. არ დაიწყოთ ახლა არშეუძლიაო. კლუბში ანგრევენ და აქ ერთი თამაში წელიწადში რა გახდა

• კახა

რა ხდება, რას აიცემეთ ეს სიტყვა, - "გაუკეთა"? აიღო, დააგროვა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• გამარჯვება

ხვალ ისტორია უნდა დაწეროთ ! ეს იქნება ყველაზე დიდი გამარჯვება 1981 წლის მერე მიდით ლომებო თქვეთან ვართ!

• პეტრე

კვირიკაშვილი მოაშორეთ! არ შეგვჭამეს კაცო...

• ივერუ

აბა თქვენ იცით ბიჭებო. ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს თ ვ ი ს !!!

• Dayo

Ari ufaso gundi xvamli da exla moigo b liga bichebma... tumca sruliad ufaso ver iqneba radgan sakmaod dzviria ekipiropka... da pexburtis 5 ligashi rom 250 000 magis naxvari gamouyon klubebs ragbshi

• Toko

კი სკოლები კაი აზრია და ერთი კიდევ თუ გვინდა სპორტის განვითარება საქართველოწი ყველა სპორტი უფასო უნდა იყოს ათასობით ნიჭიერი ბავწვი ვერ დადის სპორტზე უსახსრობის გამო აი ეგ რო მოგვარდეს დამიჯერეთ ზალიან დიდ პროგრესს მივახწევთ

• აბო

ქულა გაუკეთა არაქართულად და უზრდელად ჟღერს. უელსის ახალგაზრდები იმედია ვერ ჩაგვიქროლებენ სქოთებივით და იქნებ "დაისაჯონ" კიდეც. წარმატება ბიჭებს.

• giorgi r

რას ნიშნავს 34 ქულა გაუკეთა? თუ 34 ქულა გაუკეთა კანადას, მაშინ დაისმევა ასეთი კითხვაც - სად გაუკეთა 34 ქულა? შარიქაძემ რამდენი გაუკეთა? ყველამ ერთად რამდენი გაუკეთეს და ბოლოს ჩვენ რამდენი გაგვიკეთეს? უელსი რამდენს გაგვიკეთებს? 34 ქულა მოაგროვა სოსო მათიაშვილმა და არაფერი არ გაუკეთა ვინმეს!

• 888

წინ გამარჯვებისკენ!

• zviads

რაგბი, რომ სკოლებში დაინერგოს ფიზკულტურის მაგივრად არ შეიძლება?

იმედია ლობჟანიძე გაცილებით უკეთესი იქნება, თორემ 9 ნომრის კარგი თამაშის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება

• Niko

3% მოგების შანსს გვაძლევენ. ვანახოთ მაგათ სამი პროცენტი. ჩვენ შეგვიძლია მოგება და თავიდანვე დაგეშილები უნდა გავიდეთ რომ დავუმტკიცოთ რა არის ნამდვილი ქართული სული და ჟინი. ყურადღება უმაღლეს დონეზე უნდა იყოს ყველა რგოლში და თავდაუზოგავი ბრძოლა ყველა მიწის ერთ გოჯზეც! გამარჯვება ლომებო! დროა და ამისთვის იბრძვით ამდენი ხანია.

• ზურაბ

ითამაშეთ ღირსებით, თავდაუზოგავად, თითქოს თქვენს უკან საქართველოა. მეტოქე რა თქმა უნდა ძლიერია მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანი.

• ბესო

წარმატებები ჩვენს ქუნდს !!! რაც მთავარია შიშით არ უნდა ვითამაშოთ , ხომ იცით ,, მშიშარა კაცი ღამეში ათჯერ კვდებაო "

• mamulo

აბა თქვენ იცით ბიჭებო,ცოტა ხნით მაინც გახადეთ ბედნიერი,თქვენი დამშეული და ყელამდე პრობლემებში ჩაფლული საქართველო. თქვენ თითეული ქართველის გაბედნიერება შეგიძლიათ.გახსოვდეთ ეს! ეცადეთ და ღმერთი თქვენთან იქნება.წატმატებები ლომებო!

• hasheem

ეს ჩვენი შანსია, უელსმა შედარებით სუსტი შემადგენლობა დააყენა....

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა

"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა

იოსებ ტყემალაძე: მოგვეცით საშუალება ასეთ ატმოსფეროში ხშირად ვითამაშოთ

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | უელსთან მატჩისწინა პრესკონფერენცია

"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით იაპონიასთან

[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა დასკვნითი მატჩისთვის

საქართველოს ნაკრები უელსთან ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნები" | დასკვნითი მატჩი ჯგუფის ლიდერ უელსთან

"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში

[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან - საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა