საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 24 ნოემბერს გერმანიას დაუპირისპირდება, 27 ნოემბერს კი სერბეთთან გამოცდის თავის შესაძლებლობებს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 24 ნოემბერს გერმანიას დაუპირისპირდება, 27 ნოემბერს კი სერბეთთან გამოცდის თავის შესაძლებლობებს.

უკვე ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ საქართველოს ნაკრებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი ვერ დაეხმარებოდნენ. ამ ამბავს დაემატა ისიც, რომ ნაკრების ღირსებას ტრავმების გამო ვერ დაიცავენ: დუდა სანაძე, გიორგი ცინცაძე და ბექა ბურჯანაძე.

რეალურად ძალიან დიდი პრობლემის წინაშეა საქართველოს ნაკრები და ადრე თუ მოკლე სკამზე ვნერვიულობდით, ახლა სასტარტო შემადგენლობაზე გვაქვს საფიქრალი, თანაც, ისეთ სასტარტოზე, რომ მინიმუმ 30 წუთი დაჰყონ პარკეტზე.

რა ვარიანტი შეიძლება გვქონდეს და ვის იმედად უნდა ვიყოთ? გამოძახებულთა შორის არის 4 კალათბურთელი, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ზუროსი პირველივე წუთებიდან ჩართავს მატჩში; აი, მეხუთეზე კი უნდა ვიმარჩიელოთ.

მანუჩარ მარკოიშვილი

დიდი ალბათობით, მანუჩარი ჩაიბარებს კაპიტნის სამკლავურს და 30 წლის კალათბურთელი მთავარი დასაყრდენი იქნება ჩვენს დაცვაში.

მანუჩარმა "რეჯიო ემილიაში" სეზონი არასტაბილურად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში შევიდა ფორმაში და ქართველი ლეგიონერისგან 17-ქულიანი შესანიშნავი შეხვედრა ვიხილეთ.

- მანუჩარ მარკოიშვილის 17 ქულა და "რეჯიო ემილიას" გამარჯვება "ბუდუჩნოსტთან" [VIDEO]

მარკოიშვილი ამ სეზონში საშუალოდ 27.8 წუთს თამაშობს, 8.2 ქულას აგროვებს, 2.5 პასს აკეთებს და 2.8 მოხსნა აქვს.

მაიკლ დიქსონი

მაიკლ დიქსონი უკვე დიდი ხანია გაქართველდა და ნაკრებში თამაშის სურვილს მუდმივად გამოხატავს. ფაქტია, რომ ნატურალიზებული კალათბურთელი ნაკრების ლიდერად უნდა იქცეს. 26 წლის კალათბურთელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი იმედია და მოედანზე მისგან ბოლომდე დახარჯვას უნდა ველოდოთ. მაიკლს ბოლომდე ბრძოლა არ ეშლება და თუ წაუვიდა, სამქულიანების სროლაც შეუძლია. დიქსონი "სტრასბურგში" საშუალოდ 25.5 წუთს თამაშობს, 14.1 ქულას აგროვებს, 4 პასს აკეთებს და 2.3 მოხსნა აქვს.

გოგა ბითაძე

18 წლის კალათბურთელის თამაში ევრობასკეტზე ვერ ვნახეთ, მაგრამ მასზე ძალიან დიდი დატვირთვა იქნება.

ვიმედოვნებთ, რომ ის შეძლებს ერთგვარ "აფეთქებას" და თავისი ტალანტის საუკეთესო მხარეებს გამოაჩენს.

გოგა სერბეთში "მეგა ბიმაქსში" ასპარეზობს. სერბეთი ნამდვილად კარგი ადგილია კალათბურთელის აღსაზრდელად.

რამდენად გაუძლებს გოგა ფიზიკურად დიდ დატვირთვას, ეს მწვრთნელებმა უკეთესად იციან, მაგრამ საქართველოს ნაკრებს სხვა გამოსავალიც არ აქვს, თუ რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის ვაპირებთ ბრძოლას.

ბითაძე ამ სეზონში საშუალოდ 25.4 წუთს თამაშობს, 13.3 ქულას აგროვებს, 1 პასს აკეთებს და 8.7 მოხსნა აქვს.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი

კარგი ამბავია, რომ ნიკა ნაკრებში დაბრუნდა. ნიკა დროებით უგუნდოდაა და უცნობია, თუ როგორ ფორმაში იქნება, მაგრამ მისი გამოცდილება გვაძლევს იმედს, რომ ის შეძლებს ნაკრებს სრულფასოვნად დაეხმაროს. იმ ფონზე, როცა გერმანიას ევროლიგის 5 კალათბურთელი არ ეყოლება და საშუალო დონის მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული, ნიკას შანსი აქვს, თავი გამოიჩინოს და ბევრი ჩაყრილი ქულით დაგვამახსოვროს თავი.

ვნახოთ, რას იზამს 34 წლის ქართველი ვეტერანი.

ვინ იქნება მე-5?

საქართველოს სუპერლიგის დონეზე თბილისის "დინამოს" ევროპის თასზე გამოსვლაც მეტყველებს, მაგრამ სხვა გზა როცა არ არის, საუკეთესო უნდა ვეძებოთ.

თუ თბილისელთა სტატისტიკას გადავხედავთ, საუკეთესო ლევან ფაცაცია იყო, რომელიც საშუალოდ 29.3 წუთში 10 ქულას, 3.6 მოხსნას და 3.6 პასს აგროვებდა.

თუ სუპერლიგის სტატისტიკას გადავხედავთ, "ქუთაისის" 26 წლის ფორვარდი ბექა ბექაურია გამოსარჩევი. ამ სეზონში საშუალოდ 24.5 წუთს თამაშობს, 15.17 ქულას აგდებს, 6 მოხსნა აქვს და 1.83 პასი.

ხოლო, თუ სუპერლიგის ბოლო ორი სეზონის სტატისტიკას ვნახავთ, გამორჩეული "ოლიმპის" უკანახაზელი, 24 წლის რევაზ როგავაა: საშუალოდ 32 წუთი, 14.25 ქულა, 4.40 პასი და 5 მოხსნა.

- ვინ ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს ნოემბრის მატჩებში

alex
მაგას ბიძა ყავს თანამდებობის პირი და იმის ბრძAნებით ათამაშებდნენ მააშშშ
nnn
მე-5-ე ბოისა იქნება
haha
შემთხვევით დემარშს ხომ არ აქვს ადგილი მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ? ძალიან საეჭვოა "ჩემმა მზემ".
ჩამოდი თოკო ... გთხოვ!
თორნიკე შენგელია მაგარ ფორმაშია, კარგი იქნებოდა, რომ დახმარებოდა გუნდს.
ნაკრები
ილიას ზუროსმა საქართველოს შემადგენლობა უკვე გამოაცხადა. სია ასე გამოიყურება: მოთამაშე პოზიცია სმ გუნდი თორნიკე შენგელია ფორვარდი 206 ბასკონია (ესპანეთი) გიორგი შერმადინი ცენტრი 216 უნიკახა (ესპანეთი) მანუჩარ მარკოიშვილი უკანახაზელი 197 რეჯო ემილია (იტალია) გიორგი ცინცაძე უკანახაზელი 192 პოლიტექნიკა (რუმინეთი) მაიკლ დიქსონი უკანახაზელი 186 სტრასბური (საფრანგეთი) დუდა სანაძე უკანახაზელი 196 პისტოია (იტალია) მიხეილ ბერიშვილი ფორვარდი 203 დინამო გოგა ბითაძე ცენტრი 211 მეგა ბიმაქსი (სერბეთი) ილია ლონდარიძე ცენტრი 206 დინამო ანატოლი ბოისა უკანახაზელი 194 კაკტუსი ბექა ბექაური ფორვარდი 207 ქუთაისი ნოდარ გოგოძე უკანახაზელი 192 დინამო ნიკა ცქიტიშვილი ფორვარდი 213 უკლუბოდ ლევან ფაცაცია უკანახაზელი 198 დინამო აკაკი დვალიშვილი ცენტრი 207 ქუთაისი ბექა წივწივაძე უკანახაზელი 188 ქუთაისი რევაზ როგავა უკანახაზელი 193 ოლიმპი ნიკა დარბაიძე ფორვარდი 203 ოლიმპი გეგი ბაქრაძე ფორვარდი 203 ოლიმპი გიგი გოგობერიშვილი უკანახაზელი 195 რუსთავი ოთარ პერტაია უკანახაზელი 180 ბრემერჰავენი (გერმანია) ნიკა მეცხვარიშვილი ფორვარდი 200 ზაზა რატი ანდრონიკაშვილი უკანახაზელი 190 ბასკონია მერაბ ბოქოლიშვილი უკანახაზელი 194 ოლიმპი
ქომაგი
დიქსონი უკვე ჩამოვიდა და ვარჯიშობს ნაკრებთან ერთად? საღოლ მაგას და მაგის გვერდში დგომას!!! კაპიტნობის ყველაზე კარგი ვარიანტი მანუჩარია(გამოცდილებით, გაწონასწორებულობით, ინტელექტით, ვიცე კაპიტნებად კი შენგელია და შერმადინი შეიძლება. ასევე აკაკი დვალიშვილიც უნდა გამოიცადოს ახლა ისე გვჭირს ყველას ვისაც რა შეუძლია მაქსიმუმი უნდა გამოწუროს საკუთარ თავს როიმ იქნებ გერმანიიდან მაინც წამოვიღოთ გამარჯვება (მაგარი შედეგი იქნება!).
ზიზუს
თუ გამყრელიძე არ ვარგოდა რაღას ყავდა ზუროს ევრობასკეტზე მაშინ და კიდევ ათამაშა ამხანაგურში იტალიასთან ევრობასკეტის წინ. სერბეთთან კი შეცვლაზე შემოყავდა!!??
უცნობი
აკაკი დვალიშვილს უნდა მიეცეს სათამაშო დრო !
giorgii
არვიცი ბექა ბექაური კარგია, მაგრამ მგონია რომ როგავა ყველას ჯობია სათადარიგოებიდან .
ვასილიჩი
რა კომპეტენციაზეა საუბარი? ლიგის მონაწილე გუნდების მოგონილ წესებს ვემსხვერპლეთ, რაც შემდეგში მდგომარეობს:" პროფესიონალი ხარ, და მიხედე შენ სამსახურს". ისინი არ შევლენ ჩვენ მდგომარეობაში, გამორიცხულია, ახლა კალათბურთი ისეთ ვარდნას დაიწყებს,რომ გაფიქრებაც კი არ მინდააა
ვასილიჩი
გამყრელიძე ხაბარდააა....... გაუშვეს გამყრელიძე ნაკრებიდან
ზიზუ
აქ ვუღაც გამყრელიძეს კითხულობდა სად არისო ჩემო ძმაო რომელი თამაში გახსოვს ნორმალურად ეთამაშოს ნაკრებში მაგ ბიჭს კარგი რა
შოთა გუგეშაშვილი
ბიტაზე ადრეა დვალიშვილი ზირიტადში
მორგანი
გამყრელიძე რატო არ აიყვანეს? რა მოუვიდა? კარგად გამოიყურებოდა ევრობასკეტის წინა ამხანაგურებში და დიკსონს მიეხმარებოდა!! ლონდარიძე კიდევ ბითაძეს მიეხმარება და ასე გამოვა რაღაცა!!
Gio
დიქსონი-მარკოიშვილი-ფაცაცია-ცქიტიშვილი-ბითაძე ჩემი აზრით ეს უნდა იყოს, ნაკრებში ფაცაციას თამაშები რაც აქვს თუ არაკეთებდა არც აფუჭებდა ხოლმე, მაგრამ ამ ხუთეულს ზამენა ჭირდება, მანდ კი უკვე ვერვხედავ ვერავის...
მხიარული თამაშები
მოკლედ მხიარული თამაშები გველის
zaza
დდ და ამ ხუთი კაცით გინდათ ითამაშოთ ოცდაათი წუთი და დადოთ დადებითი შედეგი ეს ბიჭებიც ცოდვები არიან მაგრამ ყველაზე მეტად ზუროსი მეცოდება.სად გაყო თავი რა შარში ჯერ კიდევ არიცის და ვერ აცნობიერებს აგერ გაბრიჩიძემ ჯერ არ გადამიწყვეტია წასვლა ვნახავ როგორ ითამაშებს ნაკრები და მერე გადავწყვიტავ ვიყარო კენჭი თუარაო.დდ ალბათ სერბების და გერმანელების გაცამტვერებას ელოდება.ხო გურასპაულმა ყველაფერი კარგადაა და კალათბურთი წინ მიდისო. ხოდა ეგ თუ მოვიდა ფედერაციის სათავეში დაერხევა საერთოდ კალათბურთს ფეხბურთი მონაგონი იქნება. გაკვირვებული და გაბრაზებული ვარ იმ ხელშეკრულების გამო რაც ბასკონიასთან დადო ფედერაციამ 9 უცხოელი ბავშვი ჩვენ ხარჯზე ფინანსდება ბასკონიაში და თვეში 180 ათასი ევრო მიდის ჰაერში.დდ არადა თანხა გამოყოფილი იყო მხოლოდ ქართველ ბავშვებზე მხოლოდ ქართველებზე ვიმეორებ ეს ხეცურიანი მაგარი ბიჭი ყოფილა რა გაუმარჯოს ღმერთმა.არიქნება ცუდი თუ აუდიტი შევა კალათბურთის ფედერაციაში. მაგარი ბარდაგია იქ ეტყობა.
მორგანი
გამყრელიძე სად არის!!?? რა მოუვიდა ,რო არ აიყვანეს?? ევროს წინა ამხანაგურებში კარგი იყოდა დიკსონს მიეხმარებოდა მემგონი!! ლონდარიძე კიდევ ბითაძეს მიეხმარება და ასე ვითამაშებთ!!
Irakli Apkhaidze
თუ რამე კომპეტენცია და კონტაქტებია ბოლომდე უნდა გამოიყენოს ფედერაციამ და შენგელია-შერმადინი ორივე თუ არა ერთი მაინც უნდა წამოიყვანოს ნაკრებში
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
სუპერლიგა 2016/17. XXVII ტური: ჩლაიძის ოქროს სამქულიანი
ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი
[VIDEO] ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა - გოგას კარგი მატჩი "ვაშინგტონის" წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
სუპერლიგა 2016/17. პლეი ოფი: "ქუთაისს" ფინალამდე ერთი მოგება აშორებს
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
სუპერლიგა 2016/17. 1/2-ფინალი: აი, როგორი უნდა იყოს "კაკტუსი"
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ზუროსი ნაკრებში ცქიტიშვილის დაბრუნებაზე ფიქრობს
რევაზ როგავას 7 სამქულიანი და მისი "ტარგუ ჯიუს" გასვლითი გამარჯვება ბუქარესტის "დინამოსთან"
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
სუპერლიგა 2016/17. XVI ტური: გაქცევაც ამას ჰქვია!
[VIDEO] ბითაძის 12 წუთი "დალასთან" - "ორლანდომ" 1 ქულით გაიმარჯვა
რევაზ როგავა რუმინეთში შედეგიან თამაშს აგრძელებს
[VIDEO] 3-მატჩიანი უქმობის შემდეგ ბითაძე "სან ანტონიოსთან" ათამაშეს - "ორლანდო" ტეხასში დამარცხდა
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
დინამო VS ხუვენტუდი - ახალი ისტორიის დასაწყისი
"ქუთაისი" საქართველოს თასის ნახევარფინალში იოლად გავიდა
"ოლიმპის" ლიდერი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი: სუპერლიგის ლიდერები თასმაც გამოკვეთა
ნიკა ცქიტიშვილი: ამის გამო სხვა სისტემაზე გვიწევს გადართვა
რევაზ როგავა: დიდი ხანი ველოდებოდი შანსს
სუპერლიგა 2016/17. XXIII ტური: "კაკტუსი" "სოხუმს" დაეწია
[VIDEO] ბითაძე "ორლანდოს" როტაციაში დაბრუნდა - გოგამ "ფინიქსთან" 9 წუთი ითამაშა
რატომ გახდა "დინამო" ჩემპიონი? ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "ოლიმპის" პრეტენზია
მარნეულის "დელტამ" ლევან ფაცაცია დაიმატა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
დანიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა "თბილისი არენაზე" ივარჯიშა
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
[VIDEO] ჩინებულია - საქართველოს ნაკრებმა დანიას ისევ მოუგო და მეორე ეტაპის საგზური გაინაღდა!
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს