დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფედერაციას და გამგეობას რამდენიმე ბრალდება წაუყენა
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ფედერაციას და გამგეობას რამდენიმე ბრალდება წაუყენა.

- შიო ხეცურიანი: კალათბურთის ფედერაცია ცდილობს, არჩევნები გააყალბოს

- გიორგი ცინცაძე: ქართულ კალათბურთს ძალიან ცუდი პერიოდი უდგას

ამ და სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს დავუკავშირდით.

- შიო ხეცურიანის პრესკონფერენციაზე მინდა გკითხოთ, რომელიც ბრალს გდებთ, რომ გიორგი ცინცაძის მიერ დაარსებული საქართველოს კალათბურთელთა გაერთიანება სპეციალურად არ დაამატეთ სუბიექტად, რომელსაც შეეძლებოდა კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. რას იტყოდით ამაზე?

- მიმდინარე წლის 15 მაისს შედგა გამგეობის სხდომა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 15 მაისის შემდგომ დარეგისტრირებული ორგანიზაციები საარჩევნო ყრილობამდე არ გაწევრიანდნენ ეროვნული ფედერაციის სრულუფლებიან წევრებად. რადგან შეიქმნა რამდენიმე ორგანიზაცია, არა მარტო კალათბურთელთა გაერთიანება, არამედ გულშემატკივართა კავშირი, ფანკლუბი და ა.შ.

იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კოპირება სხვა ორგანიზაციების ან არ გაწევრიანებულიყვნენ ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც სპეციალურად შექმნილი იყო საარჩევნოდ, 15 მაისის შემდეგ რეგისტრირებულ ორგანიზაციებს არ ვიღებთ არჩევნების დამთავრებამდე. გადაწყვეტილება მაისშია მიღებული და ყველამ იცოდა ამის შესახებ.

- მთავარი მიზეზი, რასაც ასახელებენ შიო ხეცურიანი და გიორგი ცინცაძე, რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებულია სუპერლიგისა და "ა" ლიგის 64 კალათბურთელი, რომელიც იმსახურებდა საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლებას...

- 64 კი არა, 250 რომ ყოფილიყო, გამგეობის გადაწყვეტილებას ვეღარ დავარღვევდით ჩვენ.

- რას უპასუხებდით შიო ხეცურიანის განცხადებას, რომ ფედერაცია ცდილობს, გააყალბოს არჩევნები?

- ზოგს უნდა, რომ წამებულის მანტია მოირგოს; ზოგს უნდა, რომ შუბი დაიჭიროს და წმინდა გიორგის იმიჯით იმუშაოს. ასე რომ, განცხადებები კიდევ სხვანაირი იქნება და არ უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ ვართ არბიტრები. მაქსიმალურად ვეცდებით და პირობას ვდებთ, რომ გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩაივლის არჩევნები.

- რას გვეტყოდით "ბასკონიის" კონტრაქტზე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტუალური თემა გახდა და როცა ფედერაციას ცუდ მუშაობაში სდებენ ბრალს, იხსენიებენ ამ კონტრაქტს?

- მე მგონია, რომ ეს არის ძალიან კარგი კონტრაქტი. ზუსტად იქ მოვარჯიშე ბავშვები იყვნენ, საქართველოს ისტორიაში პირველად 16-წლამდელების A დივიზიონში რომ გადავიდნენ. ეს კონტრაქტი გრძელდება, არა მარტო ბავშვთა სფეროში, არამედ ეს უფრო ღრმავდება. დიდი შეურაცხყოფაა ნამდვილად, ეს ანგაჟირებული თემაა და თვითონ ეწინააღმდეგებიან საკუთარ თავს თავიანთ გამონათქვამებში, რასაც აცხადებენ.

- შიო ხეცურიანმა თქვა, რომ კოტე ტუღუშის გაშვება იყო დიდი უსამართლობა. რას გვეტყოდით ამის შესახებ?

- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ტერმინი არის ძალიან ცუდი. არავინ არავის არ გაუშვია. უშვებენ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მოქმედი კონტრაქტი და რამე ცუდი საქციელი ჩაიდინა ან ცუდად მუშაობს. კოტეს, უბრალოდ, ამოეწურა კონტრაქტი. ეს ჩვეულებრივი თემაა და ჩვეულებრივი მომენტია, რომ მოხდა როტაცია.

ახლა დაემატა ერთი ახალი ახალგაზრდა მწვრთნელი და როგორც ზუროსმა განაცხადა, კიდევ ფიქრობს ერთი ახალგაზრდის დამატებას. მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას და შემდეგ ქართულ კალათბურთს დაეხმარებიან.

- კიდევ ერთ აქტუალურ საკითხზე გკითხავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზაზა ფაჩულია ევრობასკეტზე დისციპლინას არღვევდა და ჰქონდა გარკვეული დაძაბული ურთიერთობა თანაგუნდელებთან...

- ნაკრები არის ერთი ოჯახი და ეს ყველაფერი ოჯახში მოგვარდა ან გვარდება. გარედან ამ ოჯახის საქმიანობაში ჩარევა, თუ არ იქნება იქიდან რამე თხოვნა, მე მგონი, არასწორია და არც ინფორმაციის გატანა ოჯახის გარეთ. არცერთ მოთამაშეს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია და რაზეა დაფუძნებული, მე ვერ გეტყვით.

Bajo
Kalatburtis ckolashi formis yidvas ro gavaleben anda uaress burtis yidvasac es ari ganvitareba xalxo.izireba ciagshi kaladburti ras uyurebs sportis saministro ras fulebs iyofen da bavshvebs gupaven.
ლევან ბულაშვილი
სიმართლის თქმა და შვილის დაცვა თუ ინტრიგნობაა დაე ვიყო ინტრიგანი თქვენთვის და თქვენისთანა ქართველიშვილ გაბრიჩიძეებისთვის.ჩემი ბიოგრაფია უკეთ რომ შეგესწავლათ ამ სიტყვებს არც მე და არც საკუთარ თავს არ აკადრებდით ვინმე ახვლედიანო, 14წელიწადი შევარდნაძის პერიოდში დამნაშავეებთან ბრძოლაში გავატარე,ხოლო თუ ყოფილი მინისტრი ოქრუაშვილის დროს ერთი დღეც არ გამიტარებია პოლიციაში ,ოთხი შვილი დამეფიცება რომ მხოლოდ საკუთარი ნებით და სურვილით მერწმუნეთ მეამაყება და თუ ჭორების მავრცელებლის ფუნქციას ირგებთ ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ ის მადლობა რასაც ამ საქმისთვის ფედერაცია გადაგიხდით.
გიორგი
გაბრიჩიძე არ არის მართალი კაცი,მითუმეტეს ბავშვების წინაშე,ის კარიერისტია და გაუტკბა პრეზიდენტად ჯდომა,ძალიან კარგად იცის რომ მოქმედ და ახალგაზრდა კალათბურთელებს ის არ უნდა.მე ვურჩევდი გადადგეს და წავიდეს სახლში და მიყვეს მთელი გამგეობა სანამ უარესი სიტუაციაში არ აღმოჩნდებიან.ეყოფა ის ვითომდა სიაფანდი ვოიაჟი აღმოსავლეთ და დასავლეთში.
პაატა
რაც გინდა წარმატებული კალათბურთელი იყოს არ შეიძლება ერთ სპორტსმენს გადააყოლა ქართული კალათბურთი! სადაც ბოისა "შეტენეს" ზუროსს ნაკრებში, იქაც ერთ უსაშინლეს ფორმაში მყოფ "ვარსკვლავზე" გადაწყობილი თამაშით ევრობასკეტზე კრახი რატომ არის ვითომ დაყჯერებელი?! სამწუხაროდ ზუსტად ეგრე მოხდა ყველაფერი და ეხლა ერთი ოჯახი ვართო ძახილი გვიანია! მანამდე მიგეხედათ საქმისთვის თუ ამ "ოჯახის უფროსობას" იჩემებდით! სხვების რჩევები დააიგნორეთ და რა მივიღეთ? დაშლილი ნაკრები და ეხლა კიდევ კალათბურთისთვის საერთოდ უცხო ხალხის გამოხტომები! ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებს მაინც ნუღარ ხლართავთ! ფეხბურთის დარად ბილომდე ნუ დააქცევთ ჩვენს კალათბურთს!!!
გიორგი ახვლედიანი
შენ, ლევან ბულაშვილო, შევარდნაძის დროს პოლიციაში შანტაჟისა და ქრთამის აღებისთვის რომ გაგაგდეს სამსახურიდან(დაჭერას გადაურჩი), ვიზე რას ლაპარაკობ. ახლაც ალბათ რაღაც შანტაჟი გაქვს ჩაფიქრებული. შენ შვილს რას ერჩი, რატომ აკომპლექსებ სენი ქმედებებით და ინტრიგნობით.
ლევან ბულაშვილი
მართალი ბრძანდებით ჯერჯერობით ფედერაციის პრეზიდენტო,ბასკონიის კონტრაქტი მართლაც საუკეთესოა თქვენთვის და ქართველიშვილისთვის,ხოლო რაც შეეხება კალათბურთელებს და საკალათბურთო სფეროს და პირადად ჩემს შვილს მაქსიმალური ზიანი მიაყენეთ,რაზეც გპირდებით რომ მოვა დრო და ყველა იმ მავნებლობისთვის რაც თქვენ ორმა განახორციელეთ კალათბურთში სამართლებლივად მოგეთხოვებად პასუხი.მე არსად არ მეჩქარება
მაია
მიხეილ გაბრიჩიძე არის ღირსეული ადამიანი და ვერანაირი კაცუნების ბოღმის ნთხევა მას ზიანს ვერ მიაყენებს.
ზაზა
რა არის ანგაჟირებული და რა არა აგერ გამოჩნდება შესარჩევ თამაშებში და ბავშვთა კალათბურთში რო კატასტროფიული მდგომარეობაა ეგეც კარგად ჩანს ნაკრების დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარედაც.არადა ინვესტიციებს მოვიზიდავთ კალათბურთში ბიზნესიდანო რომ ამბომბდა ეგ რატო არ შეახსენეთ ჟურნალისტებმა ისე რეგიონებში ჩამკვდარი ბავშვთა კალათბურთი შეგეხსენებიათ ამ კაცისთვის თუ გერიდებათ ჟურნალისტებს სიმართლის პირში თქმის.
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
გიორგი შერმადინი ნოემბრის მატჩების შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ზღაპრული თავგადასავალი დასრულდა - საქართველოს ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ევრობასკეტს გამოეთიშა
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
მაკფადენი დაბრუნდა - საქართველოს ნაკრების 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა