იტალიამ ვერ მოინელა "სკუადრა აძურას" მუნდიალს მიღმა დარჩენა
იტალიამ ვერ მოინელა "სკუადრა აძურას" მუნდიალს მიღმა დარჩენა. და მაინც, აპენინებზე გამართული ორი სუპერმატჩი განსაკუთრებული თემაა. მით უმეტეს, საქმე ეხებათ იმ კლუბებს, რომლებიც იქაური ოქროსთვის "იუვენტუსთან" ერთად გააფთრებით იბრძვიან. თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ რომსა და მილანში სანახაობა შედგა...

როცა ფორტუნა სამართლიანია

როგორც ყველა რომაული დერბისას ხდება, მარადიული ქალაქი ორად გაიყო. შედეგი კანონზომიერია: მოიგო იმ გუნდმა, რომელმაც მეტოქეზე მეტი შექმნა, მეტჯერ შეუტია და უფრო მონდომებული იყო, რათა 3 ქულა ჩაეწერა აქტივში.

პირველ ტაიმში "ლაციომ", როგორღაც, გაუძლო "რომას" შეტევებს, მაგრამ დაიწყო თუ არა მეორე ნახევარი, დიეგო პეროტიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით აიღო სტრაკოშას კარი.

ამას რომაელთა მეორე გოლი მოჰყვა. შესანიშნავ ფორმაში მყოფმა რაჯა ნაინგოლანმა ტრადიციას არ უღალატა და შორეული, უძლიერესი დარტყმით აიღო იმავე სტრაკოშას კარი. სხვათა შორის, ალბანელ კიპერს ვერ ვუსაყვედურებთ, რადგან მანამდე მან არაერთხელ იხსნა "ლაციო".

თამაშის დამთავრებამდე "სტუმარმაც" გაიბრძოლა. ვიდეორეფერის დახმარებით "რომას" კარში 11-მეტრიანი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ჩირო იმობილემ, მაგრამ ნამდვილად უსამართლობა იქნებოდა, "ლაციოს" კიდევ გაეტანა და თამაში გადაერჩინა.

კომენტარები

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომას მწვრთნელი): "ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ დღეს ვნახე "რომას" სრული დომინირება. ყველა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა. რაც შეეხება რაჯა ნაინგოლანს, მე მის შესახებ მხოლოდ ერთს ვიტყვი - ის სუპერგმირია! დერბის წინ ფრანჩესკო ტოტის ვესაუბრე. ის ღელავდა იმიტომ, რომ ეს იყო მის გარეშე გამართული პირველი დერბი. მე მას შევპირდი, რომ ჩვენ არ გავუცრუებდით მოლოდინს. მიხარია, რომ ეს მოლოდინი გამართლდა. თავიდან ჩვენ არავინ მიგვიჩნევდა სკუდეტოს მოპოვების კანდიდატად, მაგრამ ახლა სხვანაირად ფიქრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ".

სიმონე ინძაგი (ლაციოს მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ ეს დერბი წავაგეთ იმ კატასტროფული ინდივიდუალური შეცდომების გამო, რომელიც დავუშვით. ეს ფაქტია. მე მითამაშია ბევრი დერბი და ასე არ უნდა შეცდე. უკმაყოფილო ვარ და კარგად მესმის ჩვენი ფანების. ვიცი, ეს იოლი არ იქნება, მაგრამ მჯერა, ნამდვილი "ლაციო" მალე დაბრუნდება".

Video

18.11.17 რომა - ლაციო 2:1

აღარც ძალა, აღარც დრო...

საფეხბურთო ფორტუნამ სამართლიანად განსაჯა მეორე შემთხვევაშიც. ჩემპიონატის ლიდერმა "ნაპოლიმ" საშინაო ასპარეზზე მინიმალური ანგარიშით მოუგო "მილანს", მაგრამ მასპინძელთა გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დამდგარა.

შესანიშნავ ფორმაში მყოფმა ლორენცო ინსინიემ კიდევ ერთი მესიჯი გაუგზავნა იტალიის ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ჯან პიერო ვენტურას. სწორედ მან დააწინაურა "ნაპოლი". სტუმრები ხელოვნურ თამაშგარეს ქმნიდნენ, მაგრამ... ვიდეორეფერიმ ისინი შეცდომაში გამოიჭირა.

მეორე ტაიმში "მილანი" აღარ იყო ისეთი უსუსური, როგორიც - პირველში, მაგრამ ეს უფრო ბურთის უკეთეს ფლობაში გამოიხატა. გოლი კი ისევ "ნაპოლიმ" გაიტანა. შეცვლაზე შესულმა პიოტრ ზელინსკიმ ფეხებს შორის გაუძვრინა ბურთი ჯანლუიჯი დონარუმას, ვისაც მისი სეხნია ბუფონი იტალიის ნაკრებში თავის მემკვიდრედ ასახელებს...

"მილანმა" პრესტიჟის გოლი მაინც შეაგდო. რომანიოლიმ მშვენიერი დარტყმით აიღო რეინას კარი, მაგრამ მეტისთვის "როსონერის" აღარც ძალა შერჩა და აღარც დრო. შესაბამისად, "ნაპოლი" რჩება სერია A-ს სათავეში.

კომენტარები

ვინჩენცო მონტელა (მილანის მწვრთნელი): "ვამაყობ ჩემი გუნდით. ვაჩვენეთ ხასიათის სიმტკიცე და მებრძოლი სული. პასის კულტურაში დიდი წინსვლა გვაქვს. მიმაჩნია, რომ სამუშაო არის, თუმცა შეგვიძლია, დღევანდელი "მილანითაც" ვიამაყოთ. ბოლო ორი შეხვედრა "იუვენტუსსა" და "ნაპოლისთან" წავაგეთ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ისინი ჩვენზე წინ არიან. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არ არის კარგი, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და არც კი ვიცი, რატომ მჯერა ასე "მილანის" მომავლის. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას დიდი ნდობისთვის".

მაურიციო სარი (ნაპოლის მწვრთნელი): "ეს არ იყო "ნაპოლის" საუკეთესო წარმოდგენა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ჩვენ აშკარად მეტი შეგვიძლია, თუმცა, რა თქმა უნდა, 3 ქულის მოპოვების გამო ბედნიერი ვარ."

Video

18.11.17 ნაპოლი - მილანი 2:1

ექსპერიმენტი ჩავარდა

"იუვენტუსი" 0:3-ს აგებდა გენუაში, "სამპდორიასთან", თამაშის ბოლოს "ბებერმა ქალბატონმა" ორი შეაგდო, მაგრამ ამან გაფუჭებულ საქმეს ვერ უშველა. "იუვე" მაინც დამარცხდა, მასპინძლებმა კი დამსახურებულად მოიგეს.

მასიმილიანო ალეგრის ექსპერიმენტი ჩაუვარდა - მან გადაწყვიტა ერთად დაესვენებინა ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი და პაულო დიბალა, რამაც, კარგად ვნახეთ, ჩემპიონი კინაღამ სამარცხვინო შედეგამდე მიიყვანა.

კომენტარი

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსის მწვრთნელი): "ჩვენ ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. ეგ იყო, გოლები ვერ გავიტანეთ. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით და ამის გამო დავისაჯეთ. გონს გვიან მოვეგეთ. მოთმინება უნდა შევინარჩუნოთ".

Video

19.11.17. სამპდორია - იუვენტუსი 3:2

ფაქტები

მიმდინარე სერია A-ში პირველად მოხდა, რომ "იუვენტუსი" მდევრის როლში იყო.

"სამპდორიამ" პირველი ოთხი დარტყმიდან "იუვენტუსს" 3 გაუტანა.

"სამპდორიამ" პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში. ეს არის ამ გუნდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მიმდინარე კამპანიაში.

პიოტრ ზელინსკის ("ნაპოლი") გოლი იყო მე-100, რომელიც ჯანლუიჯი დონარუმამ "მილანის" მაისურით ჩატარებულ 92 მატჩში (იგულისხმება ყველა ტურნირი) გაუშვა.

"მილანი" არის მეორე გუნდი მიმდინარე სერია A-ში, რომლის ფეხბურთელები პირველ ტაიმში მეტოქის საჯარიმო მოედანზე ერთხელაც არ შეხებიან ბურთს. ამ ჩემპიონატში პირველად ეს "ბენევენტოს" შეემთხვა, თანაც - ორჯერ ("იუვენტუსთან" და "ნაპოლისთან").

ლორენცო ინსინიემ "მილანის" წინააღმდეგ ჩატარებულ სერია A-ს 10 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ყველაზე მეტი, ვიდრე სხვა გუნდის კარში.

"რომამ" ბოლო 6 დედაქალაქური დერბიდან 5 მოიგო და 1 წააგო.

ამ სეზონში "ლაციომ" მეორე ტაიმების პირველ 15-წუთიან მონაკვეთში ყველაზე მეტი გოლი გაუშვა სერია A-ს გუნდებს შორის.

სერია A. XIII ტური:

რომა-ლაციო 2:1

გოლები: 1:0 პეროტი (49-პენ), 2:0 ნაინგოლანი (53), 2:1 იმობილე (72-პენ)

რომა (4-3-3): ალისონი - ფლორენცი (80. ბრუნო პერესი), მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ნაინგოლანი (85. ჟეზუში), დე როსი, სტროოტმანი - ელ შაარავი (73. ჟერსონი), ჯეკო, პეროტი

ლაციო (3-4-2-1): სტრაკოშა - ბასტოსი, დე ვრეი, რადუ (77. პატრიკი) - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (59. ნანი), ლულიჩი (58. ლუკაკუ) - მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუის ალბერტო - იმობილე

ნაპოლი-მილანი 2:1

გოლები: 1:0 ინსინიე (33), 2:0 ზელინსკი (73), 2:1 რომანიოლი (90+1)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი (66. მაჯო), ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (69. ზელინსკი) - კალიეხონი (78. როგი), მერტენსი, ინსინიე

მილანი (3-4-2-1): დონარუმა - მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი - ბორინი (77. აბატე), კესი, მონტოლივო (85. ბილია), ბონავენტურა - სუსო (45. ანდრე სილვა), ლოკატელი - კალინიჩი

კროტონე-ჯენოა 0:1

გოლი: 0:1 რიგონი (11)

ბენევენტო-სასუოლო 1:2

გოლები: 0:1 მატრი (57), 1:1 არმენტეროსი (65), 1:2 პელუზო (90)

გაძევება: ლეტიცია (67. ბენევენტო)

გამოუყენებელი პენალტი: ბერარდი (90. სასუოლო)

სამპდორია-იუვენტუსი 3:2

გოლები: 1:0 საპატა (52), 2:0 ტორეირა (71), 3:0 ფერარი (79), 3:1 იგუაინი (90+1-პენ), 3:2 დიბალა (90+4)

იუვენტუსი (4-2-3-1): შჩესნი - ლიხტშტაინერი, რუგანი, კიელინი, ასამოა - ხედირა, პიანიჩი (80. მატუიდი) - კუადრადო (72. დუგლას კოშტა), ბერნარდესკი (62. დიბალა), მანჯუკიჩი - იგუაინი

სპალ-ფიორენტინა 1:1

გოლები: 1:0 პალოსკი (42), 1:1 კიეზა (80)

გაძევება: სალომონი (90. სპალ)

ტორინო-კიევო 1:1

გოლები: 0:1 ჰეტემაი (14), 1:1 ბაზელი (33)

გამოუყენებელი პენალტი: ბელოტი (73. ტორინო)

გაძევება: რადოვანოვიჩი (88. კიევო)

უდინეზე-კალიარი 0:1

გოლი: 0:1 ჟოაო პედრო (54)

გაძევება: ბიცარი (90+9. უდინეზე)

ინტერი-ატალანტა 2:0

გოლები: 1:0 იკარდი (51), 2:0 იკარდი (60)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ"ამბროზიო, შკრინიარი, მირანდა, სანტონი - ვესინო, გალიარდინი - კანდრევა (72. ბროზოვიჩი), ბორხა ვალერო (83. ჟოაო მარიო), პერიშიჩი - იკარდი (90. ედერი).

Video

19.11.17. ინტერი - ატალანტა 2:0

ორშაბათი, 20 ნოემბერი

ვერონა-ბოლონია 23:45

ბომბარდირები: 15 - ჩირო იმობილე (ლაციო); 13 - მაურო იკარდი (ინტერი); 12 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 10 - დრის მერტენსი (ნაპოლი).

მომდევნო ტური

25 ნოემბერი: ბოლონია-სამპდორია, კიევო-სპალ, სასუოლო-ვერონა, კალიარი-ინტერი

26 ნოემბერი: მილანი-ტორინო, ჯენოა-რომა, უდინეზე-ნაპოლი, ლაციო-ფიორენტინა, იუვენტუსი-კროტონე, ატალანტა-ბენევენტო

kahdjs
უკვე მერამდენედ ინტერს იგნორს უკეტებთ თქვე არასწორებო ესაა თქვენი ჯურნალისტობა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი