საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კალათბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოქმედი და ვეტერანი კალათბურთელები, ჟურნალისტები, საკალათბურთო სფეროში დასაქმებული ადამიანები, პოლიტიკოსები, სპორტული ფედერაციის პრეზიდენტები და ა.შ

შიო ხეცურიანის პროგრამა 10 წელზე არის გათვლილი და მიზნად ისახავს მეტ მასობრიობას, სუპერლიგისა და A ლიგის განვითარებას, სამოყვარულო კალათბურთის მხარდაჭერას და სწორ რეგულაციებზე დაფუძნებულ კალათბურთის ფედერაციას.

შიო ხეცურიანმა დაასახელა TOP 10 აქტივობა, რომელსაც მისი პროგრამა განახორციელებს:

კალათბურთი ყველა მუნიციპალიტეტში

ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა

ბავშვების განათლების მონიტორინგი

დამოუკიდებელი არბიტრაჟის შექმნა

მონიტორინგის სამსახურის შექმნა

საკალათბურთო რეესტრის შექმნა

რეგიონალური ასაკობრივი ჩემპიონატი

NBA-ს თამაშის და ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვება

განვითარების საბჭოს შექმნა

მარკეტინგული აქტივობები

2018 წელს აუცილებელი აქტივობები იქნება:

ახალი წესდების შემუშავება

ახალი სტრუქტურა

სამედიცინო შემოწმება

მოთამაშეთა სავალდებულო დაზღვევა

მსაჯების დაზღვევა

ქალთა გუნდების დაფინანსება

ქუჩის კალათბურთის მოედნების მოწყობა

ნიჭიერ ბავშვთა მოძიების პროგრამა და გულშემატკივრებთან დაახლოება

ყველა მსურველს შეეძლება მიწეროს ფედერაციას თავისი იდეები კალათბურთის განვითარებისთვის

შიო ხეცურიანმა მთავარ პრობლემად მწვრთნელთა კვალიფიკაცია და მცირე რაოდენობა დაასახელა, რის ამაღლებასაც მომავალი 10 წლის განმავლობაში ფიქრობს.

ასევე პრობლემად დასახელდა ფინანსები, რომლის გაზრდას მომავალი წლების განმავლობაში ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში შეეცდება.

dato borgats
borgats კომენტარზე ეტყობა რომ კალათბურთის დიდი მცოდნე და ნამდვილი პროფესიონალია
borgati
ბლეფი
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს