სამხრეთ აფრიკის ნაკრება სამი ერის გათამაშებაში ზედიზედ მესამედ წააგო. მსოფლიოს ჩემპიონებმა ბრისბენში, სადაც არასდროს მოუგიათ, ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ვერაფერი გააწყო - 13:30...

სამხრეთ აფრიკის ნაკრება სამი ერის გათამაშებაში ზედიზედ მესამედ წააგო. მსოფლიოს ჩემპიონებმა ბრისბენში, სადაც არასდროს მოუგიათ, ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ვერაფერი გააწყო - 13:30.

თამაშს უძღოდა "ბოკეს" მწვრთნელის პიტერ დე ფილიერსის მწვავე განცხადებებით გამოწვეული სკანდალი. სამხრეთაფრიკელთა თავკაცი ახალ ზელანდიასთან განცდილ ორ მარცხს ჩრდილონახევარსფეროელ არბიტრებს აბრალებდა და მისი გუნდის წინააღმდეგ შეთქმულებაზე ლაპარაკობდა.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დე ფილიერსი ამავე ბრალდებებს ავსტრალიასთან წაგების შემდეგაც გაიმეორებს. უკვე მესამე მატჩია, არბიტრი "ბოკეს" მორაგბეს თამაშის დასაწყისშივე სინბინში რომ უშვებს. ამჯერად ირლანდიელი რეფერისგან, სავსებით სამართლიანად, (მეტოქისთვის განზრახ ტრავმის მიყენებისთვის), ყვითელი ბარათი მე-3 წუთზე შუამარბმა ჟაკ ფურიმ დაიმსახურა.

წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, კაცნაკლულმა "ბოკემ" მეტოქეს ქულების დაგროვების საშუალება არ მისცა. თუმცა მას, შემდეგ რაც ფური მოედანს დაუბრუნდა, ორ წუთში "ვოლაბების" შუამარბმა მეთ გიტომ ანგარიში საჯარიმოთი გახსნა - 3:0.

ავსტრალიელები საკმაოდ უნარიანად ირჯებოდნენ, ბურთს უფრთხილდებოდნენ და მრავალფაზიანი შეტევებით მეტოქეს დიდ პრობლემებს უქმნიდნენ. 31-ე წუთისთვის გიტოს კიდევ სამი საჯარიმო ჰქონდა გატანილი, რაზეც სამხრეთაფრიკელთა მგეზავმა მორნი სტეინმა მხოლოდ ერთით უპასუხა - 12:3.

გადამწყვეტი მომენტი, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა მატჩის ბედი, ტაიმის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე დადგა. "ვოლაბებმა" მორიგი მრავალფაზიანი შეტევა წამოიწყეს. მეტოქის ოცდაორმეტრიან ზონაში შესულებმა იერიშის მიმართულება მარცხნიდან მარჯვნივ, გრძელი ფრთისკენ გადაიტანეს. აქ ინიციატივა მეთ გიტომ აიღო, რომელმაც სწრაფად აუარა გვერდი ორ მოწინააღმდეგეს და კიდევ უფრო მარჯვნივ გადააწოდა გარემარბ დრიუ მიტჩელს, რომელსაც ბურთი ხელში აუთამაშდა, თუმცა მისი დამორჩილება მოწინააღმდეგის ლელოში შესულმა მაინც შეძლო. გიტომ გარდასახვა ვერ გაიტანა - 17:3. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.

სამხრეთაფრიკელებს არაფერი აღმოაჩნდათ არსენალში საიმისო, რითაც თოთხმეტქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრას შეძლებდნენ. შესვენების შემდეგ, მალევე, 42-ე და 46-ე წუთებზე გიტომ და გარემარბმა ჯეიმზ ოკონორმა თითო საჯარიმო მიითავლეს და ანგარიშში სხვაობა 20 ქულამდე გაზარდეს - 23:3.

"ბოკემ" ოდნავ მას შემდეგ გაილაღა, რაც 54-ე წუთზე მასპინძელთა მგეზავი ქუადე კუპერი იმავე დანაშაულისთვის გაასინბინეს, რისთვისაც პირველ ტაიმში ჟაკ ფური დაისაჯა. სანამ კუპერი მოედანზე დაბრუნდებოდა, სამხრეთაფრიკელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს და 63-ე წუთზე ლელო სწორედ ფურიმ გაიტანა. გარდასახვა ცხრა ნომერმა რუან პინარმა დაარტყა არაზუსტად - 8:23.

სამხრეთ აფრიკის ნაკრებს წარმატებამ ფრთები შეასხა. მატჩის გადარჩენის იმედი კი "ბოკეს" 73-ე წუთზე პირველხაზელი ხუთრო სტენკამპის მიერ გატანილი ლელოს შემდეგ ჩაესახა. სტუმრებმა ავსტრალიელთა ლელოდან ათ მეტრში დერეფანში ბურთი სუფთად მოიგეს, მოლი შეკრეს და ჩათვლის მოედნამდე ისე მიაღწიეს, გზად ყველა და ყველაფერი გადაჯეგეს. პინარმა გარდასხვა ამჯერადაც ვერ გაიტანა - 13:23.

"ბოკემ" მატჩის გადარჩენის ბრწყინვალე შანსი გაუშვა ხელიდან. პინარს რომ ორივე გარდასახვა გაეტანა, ანგარიში 17:23 იქნებოდა. თამაშის დამთავრებამდე დარჩენილი შვიდი წუთი კი სრულიად საკმარისი იქნებოდა გამარჯვების მომტანი ლელოს გასატანად. ცხადია, თუ მასაც გარდასახავდნენ.

სამხრეთ აფრიკის ქომაგების სამწუხაროდ, ყველაფერი პირიქით მოხდა. პინარმა გარდასახვა ხომ ვერ გაიტანა და ვერ გაიტანა, 75-ე წუთზე კი კიდევ ერთი ლელოც გაუშვეს. მასპინძლები ისევ, მორკინალების დარტყმებით და იერიშის მიმართულების ხშირი ცვლით უტევდნენ. რაკში ბურთს სწრაფად ათავისუფლებდნენ, რაც შეტევას კიდევ უფრო სწრაფს, დინამიკურს ხდიდა.

გადამწყვეტი ჩხვლეტა "ვოლაბების" ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ვილი გენიამ განახორციელა. მან ბურთი რაკიდან აიტაცა და პირდაპირ ლელოსკენ შეუტია, გზად ხელიდან პიერ სპისსა და ჟაკ ფურის დაუსხლტა. გენიამ ლელო კარის ძელებს შორის გაიტანა. ოკონორს გარდასხვის ზუსტად დარტყმა არ გასჭირვებია - 30:13.

მატჩის შემდეგ ავსტრალიელთა თავკაცი რობი დინსი სიხარულს ვერ მალავდა:

"ვიცოდით, რომ ურთულესი ბრძოლა იქნებოდა. მთავარი იყო, რაც შეიძლება სწრაფად გვეთამაშა. ისე, რომ მეტოქისთვის ამოსუნთქვის საშუალება არ მიგვეცა. ჩვენ ეს შევძელით. გუნდი ერთ მუშტად შეიკრა და ყველამ ისე კარგად ითამაშა, მიჭირს, ვინმე გამოვარჩიო" - თქვა მან

"ვოლაბებს" მომავალ უქმეებზე არანაკლებ ძნელი შეხვედრა ელით. ამჯერად ავსტრალიელები სამი ერის ლიდერს, ახალი ზელანდიის ნაკრებს მასპინძლობენ.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ახ.ზელანდია 2 2 0 0 +34 10

2. ავსტრალია 1 1 0 0 +17 4

3. ს.აფრიკა 3 0 0 3 -51 0

სამი ერი

31 ივლისი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

7 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

21 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

28 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა 30:13

ავსტრალია (15-9) ეშლი-კუპერი, ოკონორი, ჰორნი, გიტო (ბარნსი 74), მიტჩელი, კუპერი, გენია. (1-8) რობინსონი (სლიპერი 58), ფაინგაა (მური 54), მააფუ, მამი (საიმონსი 58), შარპი, ელსომი, პოკოქი, ბრაუნი (მაკკალმენი 70)

2ლ: მიტჩელი, გენია. 6ს: გენია, ოკონორი. გ: ოკონორი

სინბინი: კუპერი

სამხრეთ აფრიკა (15-9) კირშნერი, ეპლონი, ფური, ულიფიე (დე იონგი 54), ჰაბანა, სტეინი (ჯეიმზი 54), პინარი (ჰუგარდი 73). (1-8) სტენკამპი, სმიტი (რელეპელე 73) , ბრ.ბოთა (ფან დერ ლინდე 68) , როსუ (ფან დერ მერვე 68), მეტფილდი, ბურხერი, კანკოვსკი (პოთხიტერი 56), სპისი.

2ლ: ფური, სტენკამპი. ს: სტეინი

სინბინი: ფური, ბრ.ბოთა

მსაჯი: ჯორჯ კლანსი (ირლანდია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!