სანდრო მეტრეველმა ვარჯიში განაახლა
სანდრო მეტრეველმა ვარჯიში განაახლა. 24 წლის ჩოგბურთელი, რომელიც გასული წლის 30 აგვისტოს მძიმე ავარიაში მოყვა, აქტიურ სპორტში დაბრუნებას გეგმავს.

ბოლო ცნობა ავარიაში დაშავებული სანდრო მეტრეველის შესახებ

მეტრეველი მომავალი სეზონისთვის თბილისში ემზადება. ჩვენ მას დავუკავშირდით და საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ.

დაბრუნებაზე

ვარჯიში განვაახლე და რეაბილიტაციის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. დაბრუნებას კი უახლოეს მომავალში ვგეგმავ. ამჟამად თბილისში მამაჩემის, ირაკლი მეტრეველის ხელმძღვანელობით ვვარჯიშობ.

კონფლიქტი ფედერაციასთან და ნაკრებში დაბრუნება

წარსულზე ლაპარაკი აღარ მსურს... ახლა მიზანმიმართული ვარ დაკარგული დროის ანაზღაურებაზე. ფედერაციის ახალ პრეზიდენტს არ შევხვედრივარ. რაც შეეხება ნაკრებში დაბრუნებას, დიახ, ვაპირებ, რომ ნაკრებს დავუბრუნდე. უახლოეს შეხვედრაში, რომელიც მაროკოსთან გაიმართება, შემადგენლობაში ვიქნები, თუმცა ვითამაშებ თუ არა, ეს უკვე ჩემს ფორმაზე იქნება დამოკიდებული.

ქართული ჩოგბურთი და მისი პოპულარიზაცია

სამწუხაროდ, ჩოგბურთის განვითარების დონე ძალიან დაბალია. არ ვედრებით დასავლეთის ქვეყნებს, მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით დაბალ დონეზე ვართ და სანამ ელემენტარული პირობები არ შეიქმნება ვარჯიშისთვის, ძალიან ძნელია რაიმე შედეგზე საუბარი.

მიზანი

ჩემი მიზანი ყოველთვის იყო და იქნება საუკეთესო ჩოგბურთელების რიცხვში მოხვედრა. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ეს იქნება საუკეთესო 100-ეული თუ 20-ეული, ეს უკვე უფლის ნებაა.

ავტორი: ლაშა ბეგიაშვილი

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
ლიეტუველთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრების სუსტი ადგილების გამოყენებას უნდა შევეცადოთ
ბასტონის შეძენა "ბარსელონას" 70 მილიონი დაუჯდება
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
U19 | საქართველო 6:2 ყაზახეთი
სიომინი: ხვიჩა ყოველ წელს უკეთესი ხდება
მოულოდნელი დაბრუნება - 78 წლის ასაკში როი ჰოჯსონმა ინგლისური გუნდი ჩაიბარა
დარჩება მუნდიალის შემდეგაც? - სკალონიმ არგენტინის ნაკრებში თავის მომავალზე ისაუბრა
სილვას "ბარსელონაში" სურს - ტრანსფერზე გადაწყვეტილებას დეკო მიიღებს
ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა - "ბარსელონას" უმნიშვნელოვანეს მატჩებში რაფინია გამოაკლდება
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
პსჟ-ის კაპიტანი მშობლიურ გუნდში - მარკინიომა თავისი გეგმები გაამხილა
მე-2 ჯგუფთან ახლოს - ქართველმა ვაჟმა ჩოგბურთელებმა პოლონეთში კარგად დაიწყეს
საქართველოს ნაკრებმა ATP CUP-ი მსოფლიოს მე-4 ნომრის დამარცხებით დაასრულა
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
სანდრო მეტრეველი: ფავორიტები ვიყავით, მაგრამ რას ვიზამთ, ყველაფერი ხდება
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ალექსანდრე მეტრეველი: ჩემთვის მიუღებელია ვაჭრობა, როდესაც საქმე ეროვნულ ნაკრებს ეხება