დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში შიო ხეცურიანმა გაიარა საბოლოო რეგისტრაცია და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა
დღეს, 27 ნოემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში შიო ხეცურიანმა გაიარა საბოლოო რეგისტრაცია და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდა.

ყველა აუცილებელი საბუთის წარდგენის შემდეგ მისი კანდიდატურა ოფიციალურად დაამტკიცეს. ხეცურიანი სუპერლიგის მონაწილე გუნდმა "მგზავრებმა" წარადგინა.

პრეზიდენტობის კანდიდატი 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების და საბანკო საქმის სპეციალობით (ბაკალავრი). 2002-05 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბანკო საქმის სპეციალობით (მაგისტრი). 2011-12 წლებში - ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ბარუქ კოლეჯში ფინანსების სპეციალობით (მაგისტრი).

შიო ხეცურიანმა პროფესიული კარიერა დაიწყო 2006-ში. 2008-10 წლებში მუშაობდა "ბანკ რესპუბლიკაში" კორპორაციული მომსახურების ოფიცრის პოზიციაზე. 2010-13 წლებში - საგარეო საქმეთა სამინისტროში, ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

2014-ში დაიწყო მუშაობა იუსტიციის სახლში თბილისის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციაზე. იმავე წელს დაინიშნა იუსტიციის სახლის ფინანსური ოპერაციების დირექტორად.

2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლამდე იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. 2016 წლიდან დღემდე არის "იუ-ჯი-თი ჯგუფის" ბიზნესის განვითარების დირექტორი.

შიო ხეცურიანის საკალათბურთო კარიერა: "მართვე", "დინამო", თსუ, "სტუ-ჯეოსელი". 2004-05 წლებში იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი.

მმმ
ზუროსზე მაინტეტესებს ამ ბიჭის აზრი დატოვებს ტუ არა?
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
რა გეგმები აქვთ ახალ მფლობელებს თბილისის "დინამოში"? - ინტერვიუ შიო ხეცურიანთან
შიო ხეცურიანი: სურვილი არ გვქონდა, დადგმულ სპექტაკლში მიგვეღო მონაწილეობა
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
"სამტრედიასთვის" უმაღლეს ლიგაში დაბრუნება ძალიან დიდი წარმატებაა - კლუბის დირექტორი
საკალათბურთო კლუბ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს