მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფორვარდმა, სამშაბათს, განის კარში თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, რის გამოც ჯო კოულმა ქების სიტყვები არ დაიშურა
ჯო კოული ამბობს, რომ ენდი ქეროლი „ლივერპულის“ დიდიე დროგბაა. მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ფორვარდმა, სამშაბათს, განის კარში თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, რის გამოც მისმა ლივერპულელმა თანაგუნდელმა ქების სიტყვები არ დაიშურა.

„ქეროლი ძალიან ჰგავს დიდიე დროგბას — თქვა კოულმა — ყველამ კარგად ვიცით რა ძალის ფეხბურთელია დიდიე, მაგრამ 22 წლისა ის ენდისავით ძლიერი არ იყო. თან, ქეროლს შეუძლია განვითარდეს და განვითარდეს. ის ძალიან კარგი ბიჭია და „ლივერპულისთვის“ საუცხოო შენაძენიც გახლავთ. დამეთანხმებით, ძნელია, დამისახელოთ მასზე და ლუის სუარესზე უკეთესი იანვრის შენაძენი. ვფიქრობ, ასეთი სხვა გუნდებს არ ჰქონიათ“.

თავად კოულს უხეირო სეზონის გამო ნაკრებში აღარ იძახებენ, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ქმნის და ამბობს, რომ „ენფილდზე“ თავს ბედნიერად გრძნობს:

„თავს ბედნიერად ვგრძნობ პროფესიონალი ფეხბურთელი რომ ვარ და „ლივერპულში“ რომ ვთამაშობ. ფეხბურთში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ გარანტირებული არავის არაფერი აქვს. თითოეულ ჩვენგანს თავისი ადგილი ყოველდღიური ბრძოლით აქვს მოსაპოვებელი და ეს ძალიან საინტერესოა. ფეხბურთელის ცხოვრებაში არაფერს შევცვლიდი“.

ვენგერი საფრანგეთის წინააღმდეგ

„არსენალის“ მწვრთნელი, ფრანგი არსენ ვენგერი თავისი ქვეყნის ნაკრებს უპირისპირდება. საქმე ის გახლავთ, რომ ზაფხულში, პრემიერლიგის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ, „ლურჯები“ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მინი-ტურს გეგმავენ. ამ ტურში მონაწილეობას მიიღებენ „არსენალის“ ფეხბურთელები: სამირ ნასრი, ბაქარი სანია, გაელ კლიში, აბუ დიაბი და ლორან კოშელნი. მათ ექვს დღეში სამი მატჩის ჩატარება მოუხდებათ: 3 ივნისს „ლურჯებს“ ბელარუსის ნაკრებთან აქვთ შესარჩევი შეხვედრა, შემდეგ კი 6 ივნისს უკრაინას და ცხრაში პოლონეთს გაეჯიბრებიან ამხანაგურად.

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ლორან ბლანმა თქვა: „ვაპირებ რამდენიმე მწვრთნელს შევხვდე და ამ მინიტურნირის აზრი ავუხსნა. ამ მწვრთნელთა შორის ერთადერთი ფრანგია, ვენგერი, რომელიც, ვიმედოვნებ უფრო ადვილად გაიგებს ჩემს ნაფიქრალს“.

ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა