„ვიტალი დარასელია 60“- წიგნის პრეზენტაცია
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონმა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული წიგნის - „ვიტალი დარასელია 60" - პრეზენტაციას უმასპინძლა.

„ვიტალი დარასელია 60" ფეხბურთელის შესახებ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილების, ინტერვიუების, ჩანახატების და მოგონებების კრებულია და მისი წიგნის შემდგენელი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი ლაშა გოდუაძეა.

პრეზენტაციას ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პირები, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრეზენტაციის დაწყებამდე, შეკრებილ საზოგადოებას ღონისძიების მასპინძელმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა სიტყვით მიმართა: „ჩვენთვის პატივია ვუმასპინძლოთ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ლეგენდარულ ფეხბურთელს, თბილისის დინამოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორს, ვიტალი დარასელიას ეძღვნება, წელს მისი 60 წლის იუბილეა. მომავალ თაობებს ეს წიგნი იმ ისტორიას და კვალს შემოუნახავს, რომელიც ვიტალი დარასელიამ, მისი ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე ფეხბურთში დატოვა. და სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წიგნი, რომლისთვისაც დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ პირველ რიგში წიგნის შემდგენელს და ყველა იმ ადამიანს თუ უწყებას, რომელიც ჩართული იყო ამ იდეის განხორციელებაში.“

„საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წელს რამდენიმე კარგი წიგნი გამოსცა და სპორტული კუთხით ძალიან წარმატებული წლის მიწურულს კიდევ ერთი გამოცემით გაგვახარა - ეს წიგნი, რომელიც ყველას საჩუქრად გადმოგეცათ, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვიტალი დარასელიას ეძღვნება. თუ როგორი ფეხბურთელი იყო დარასელია და რა ღვაწლი მიუძღვის თბილისის დინამოს და ზოგადად, ქართული ფეხბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში, ამაზე არ ვისაუბრებ, რადგან დარწმუნებული ვარ აქ შეკრებილი საზოგადოებიდან ყველამ ძალიან კარგად იცის ამის შესახებ. მას მხოლოდ ერთი სიტყვით მოვიხსენიებ - ლეგენდა! ვიტალი დარასელია სწორედ ასეთად შემორჩა ქართულ ფეხბურთს და ზოგადად, საქართველოს. ქართული ფეხბურთის ნათელი მომავალი სახელოვანი წარსულის ჯეროვანი დაფასების გარეშე წარმოუდგენელია, ეს ყველა ჩვენგანს უნდა გვახსოვდეს. ვფიქრობ, ასეთი გამოცემები საამისოდ მისწრებაა", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

გამოცემაზე დეტალურად ისაუბრა წიგნის შემდგენელმა ლაშა გოდუაძემ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქრისტინე დარასელიამ, ლეგენდარული დინამოს კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ აბაიშვილმა.

GFF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა