A ლიგაში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, A ლიგის გათამაშების დაწყებამდე, მასში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. თუკი აქამდე საკვალიფიკაციო ეტაპი საპლეიოფო რაუნდს მოიცავდა, წლეულს მას სწორედ ტურნირის სახე ექნება.

საკვალიფიკაციო მინი-ტურნირში 4 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, რომლის გამარჯვებულიც A ლიგის საგზურს პირდაპირ მიიღებს, ხოლო მეორეზე გასული წინა სეზონის “ა” ლიგის აუტსაიდერთან დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდს გამართავს.

განვმარტავთ, რომ გასულ სეზონში ბოლო – V და VI ადგილებზე გასულ გუნდებს A ლიგის საგზურების შესანარჩუნებლად საკვალიფიკაციო მატჩები უნდა გაემართათ, მაგრამ რადგან სუპერლიგიდან დაქვეითებული “ბათუმი” კვლავ უმაღლესში დააბრუნეს, “ა” ლიგის მეხუთეადგილოსან “წყალტუბოსთვის” ლიგაში დარჩენის პრობლემა გადაიჭრა. მე-6 ადგილზე გასულ სეუ-ს კი “ა” ლიგაში ადგილის შენარჩუნება საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალისტთან ბრძოლაში მოუწევს.

2017-2018 წლების სეზონის “ა” ლიგაშ მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირი 9-18 დეკემბერს გაიმართება და მასში 4 გუნდი – “თბილისი”, “კავკასია”, “რაზმი” და “ზაზა ფაჩულიას აკადემია” მიიღებს მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთში 1 წრეს (თითო მატჩს) გამართავენ, რის შემდეგაც 2 საუკეთესო ფინალში გავა. ფინალური სერია 2 მატჩის ჯამში საუკეთესოს – ანუ “ა” ლიგის ახალ მონაწილეს გამოავლენს, ხოლო ფინალში დამარცხებული გუნდი, როგორც აღვნიშნეთ, სეუ-ს დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში დაუპირისპირდება და გამარჯვებული იქნება მომავალი A ლიგის ბოლო მონაწილე.

GBF.GE

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე