საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა "კალევი" 35 ქულით დაამარცხა
წარმატებით დაიწყო საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ლიგის მეორე წრე. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში დაწყებული მეორე წრის პირველ მატჩში ესტონური “კალევი” 82:47 დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის თითო წრე 3 დღე გრძელდება, რის განმავლობაშიც ტურნირის მონაწილენი 5 მატჩს მართავენ. პირველი წრეც ლატვიაში, მიმდინარე წლის 21-24 სექტემბერს ჩატარდა და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5-დან 4 შეხვედრა მოიგო.

ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში დაგეგმილ ევროპის ლიგის მეორე წრეში საქართელოს ნაკრებს შემდეგი მეტოქეები ჰყავს:

საქართველო – კალევი (ესტონეთი) 82:47

ალვიკი (შვედეთი) – საქართველო 19:00, 8 დეკემბერი

საქართველო – ოლიმპი 97 (რუსეთი) 12:00, 9 დეკემბერი

ლულეა (შვედეთი) – საქართველო 17:30, 9 დეკემბერი

საქართველო – ლუბლინი (პოლონეთი) 12:30, 10 დეკემბერი

(მითითებულია თბილისის დრო)

საქართველოს ნაკრები ლატვიაში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:

დავით აფხაზავა, ალექსანდრე ფევაძე, ნიკილოზ ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ მეცხვარიშვილი, გიორგი კორსანტია, ნიკოლოზ ლეონიძე, გიორგი ჯაფარიძე, ლუკა მაზიაშვილი, აკაკი ფიფია, ნიკა დარბაიძე, გიორგი კუჭავა.

“კალევთან” მატჩში შეუჩერებელი იყო გიორგი კორსანტია, რომელმაც 20 წუთში 29 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. 11 ქულით გამოირჩა დავით აფხაზავა.

ქართველები მორიგ შეხვედრას დღესვე, შვედურ “ალვიკთან” გამართავენ”. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს U20 ნაკრებმა სლოვაკეთი დაამარცხა და მე-5 ადგილისთვის უნგრეთს შეხვდება
ევრობასკეტზე გამგზავრების წინ საქართველოს U20 ნაკრებმა ლატვიას სპარინგ-მატჩში უმასპინძლა
U20. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინასთან დამარცხდა
გიორგი ცინცაძემ "დონეცკის" გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა
საქართველოს U20 ნაკრებმა მე-5 ადგილი დაიკავა | სულაბერიძე ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა და ჯგუფიდან გავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მეოთხედფინალში უკრაინას დაუპირისპირდება