თუ საქართველოს ნაკრების მომავალს გადავხედავთ, გიორგი აბურჯანია ერთ-ერთი იმათთაგანია ვისაც ნაკრები უნდა დაეყრდნოს
საქართველოს ნაკრების მომავალ თაობას თუ გადავხედავთ, გიორგი აბურჯანია ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისაც შეიძლება ნაკრები დაეყრდნოს.

ქართველ ლეგიონერს "სევილია II"-ში ისე არ წაუვიდა საქმე როგორც სურდა, Sportall.ge აბურჯანიას დაუკავშირდა და მის მომავალზე ესაუბრა.

- რა ხდება შენს გარშემო? ჯერჯერობით ვერ ახერხებ კვლავ "სევილია II-ში" თავის დამკვიდრებას, ეს ტრავმებითაა გამოწვეული თუ სხვა სახის პრობლემებია?

- ჩემს გარშემო ხდება ის, რომ ველოდები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნას. არის სხვადასხვა მიზეზი თუმცა არ მსურს ლაპარაკი და "სევილიაში" დარჩენის აზრს დღესდღეობით ვერ ვხედავ.

- ანუ არის შემოთავაზებები და უნდა ვივარაუდოთ, რომ ზამთარში კლუბს დატოვებ?

- არის მოლაპარაკებები და როგორც მე, ასევე კლუბი განვიხილავთ და მისაღებ ვარიანტზე შევჯერდებით.

- ახლანდელი გადმოსახედიდან "ხიმნასტიკიდან" წამოსვლას შეცდომად თვლი თუ წინ გადადგმულ ნაბიჯად?

- იმ მომენტში წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნეოდა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო ისე არ წავიდა ყველაფერი, როგორც ველოდით.

- დაახლოებით სად უნდა ველოდოთ შენს ტრანსფერს. ისევ ესპანეთში თუ შეიძლება ეს რუსეთი ან უკრაინა იყოს?

- რუსეთს და უკრაინას გამოვრიცხავ. არის ესპანური ვარიანტები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და უახლოეს მომავალში ყველაფერი გადაწყდება.

- საქართველოს ნაკრების წევრი ხარ, როგორ შეაფასებდი წინა საკვალიფიკაციოს. რატომ ვერ მივაღწიეთ უკეთეს შედეგს?

- ბოლო წლებს თუ გავიხსენებთ ნაკრებმა აჩვენა საუკეთესო თამაშის ხარისხი, თუმცა იგივეს სამწუხაროდ შედეგზე ვერ ვიტყვი. მთავარ პრობლემად მომენტების რეალიზება უნდა მივიჩნიოთ, რაც აუცილებლად გამოსწორდება, დარწმუნებული ვარ.

- რა პერსპექტივას ხედავ? შევძლებთ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, თუნდაც ერთა ლიგის ტურნირიდან?

- პერსპექტივა რა თქმა უნდა არის და ვფიქრობ ნაკრებს აქვს ამის პოტენციალი, რომ მოხვდეს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, მაგრამ არ იქნება ადვილი.

Tbiliseli
იმიტომ რომ ახალგაზრდები ნახა საქმეში და აბურჯანია ერთ ერთი პირველია ვინც მომავალში ნაკრებში იქნება :) რით ვერ მოიშალეთ ეგ აზროვნება, არიქა, ნაცნობობით რო ეძახიან თურმე ხალხს :) ხო აბა, სევილია რო 2 მილიონს გადაიხდის ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელში იმას რა პერსპექტივა აქვს, ეგ რა სანახავია :)
haha
თუ ფორმაში არ იყო და სეზონი ჩაუვარდა, ნაკრებში რატო გამოიძახეს? ააა, ახალ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაში ჭირდებოდა!!!? წარმატებებს ვუსურვებ, ოღონდ ნაკრებში ნაცნობობით ნურავის ეძახით.
odala
რაში შეატყე სწორი აზროვნება - რუსეთსა და უკრაინაში გადასვლას გამოვრიცხავო? :)))
კეთილის მსურველი
წარმატებები გიორგი. შენი იმედი გვაქ. ნამდვილად სწორედ აზროვებ და მიხარია
gizog
ყველა შემთხვევაში დიდ წარმატებებს ვუსურვებ და დამდეგ ახალ წელს ვულოცავ გიორგის, დიდ ფეხბურთს ასეთი სერიოზული პიროვნებები თამასობენ,
kika
ჩემის აზრით დანიის რანდერსის დონის გუნდში თამაშს ან პოლონეთის პლოცკის დონის გუნდში თამაშს ბევრად სჯობს სპარტაკში ან მოსკოვის ლოკომოტივის დონის რუსულ კლუბში თამაში. არაბიძეზე ერთიამბავი ატეხეს რაუნდა მაგას ლოკომოტივში რომ გადადისო, არადა დარწმუნებული ვარ სიომინი მას მისცემდა თამაშის შანს. დავინახავ ერთი რა უკეთეს გუნდში გადავა არაბიძე.ასე რომ კატეგორიულად რამის გამორიცხვა არ შეიძლება!
Zorbegi
გასაგებია ანუ პოლონეთი ან დანია
ასე მგონია
დღევანდრელ სპორტში თუ თავდაუზოგავად არ ვარჯიშობ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევ.როგორც რონალდუს თანაგუნდელები ამბობენ ის დღესაც კი ყველაზე მეტს ვარჯიშობსო.იმიტომ რომ უყვარს ბურთი.ასევეა მესი.ასევე იყვნენ ყველა დიდი ფეხბურთელები.ნიჭი პლუს ვარჯიში.არ გამოდის თან გულაობა თან ვარჯიში.
gio
საერთოდ არ უნდა გადასულიყო სევილიას დუბლებში ჯობდა ისევ ხიმნასტიკში დარჩენილიყო,რადგან აბურჯანია ჯერ არ არის იმ დონის ფეხბურთელი,რომელიც სევილიას მთავარ გუნდში ითამაშებს დუბლებშიც კი უკვე პრობლემები აქვს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ