სასამართლომ ახალ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა
გამოცემა news.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ თამაზ ხაჩიურთან.

"ყველაფერი 6 თვის წინ დაიწყო: შიო ხეცურიანის გუნდთან ერთად გორში ჩამოვიდა ზვიად ბაბიაშვილი თავისი პროგრამით. რა უფლება მქონდა, არ მომესმინა, ყველას ვუსმენ, შემდეგ ანალიზს ვაკეთებ და დასკვნები მას მერე გამომაქვს. ორი შეხვედრა კონსტრუქციული გამოდგა, საინტერესოდ ვისაუბრეთ და ვუთხარი კიდეც, რომ საინტერესო პროგრამა ჰქონდათ.

მესამე შეხვედრაზე ზვიად ბაბიაშვილმა მითხრა – შენ გადადექი და მე ამირჩიეთო. გამიკვირდა, რატომ უნდა მოვქცეულიყავი ასე, როცა რამდენიმე წლის წინ ექვსმა ადამიანმა დავაარსეთ შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაცია, მას მერე შიდა ქართლის პირველობებს ვატარებდით, ჩვენი გუნდები საქართველოს ჩემპიონატებშიც წარმატებებს აღწევდნენ და ამ რეგიონში სასიკეთო საკალათბურთო ძვრები იყო.

მოკლედ, ზვიად ბაბიაშვილს უარი ვუთხარი. 4 აპრილს დაგეგმილი არჩევნები არ ჩაგვატარებინეს, შემდეგ კი შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთ წევრს ხელი მოაწერინეს, რადგან ხმები არ ჰყოფნიდათ.

გარდა ამისა, ორი ქალი მწვრთნელი თავისკენ გადაიყვანეს და 20 ნოემბერს კრებაზე ზვიად ბაბიაშვილი შიდა ქართლის რეგიონის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს", – განაცხადა თამზ ხაჩიურმა.

"წესდების მიხედით ჩემს გარეშე ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ, რადგან წევრებისთვის 20 დღით ადრე უნდა შეეტყობინებინათ. მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ამიტომ, სასამართლოში საჩივარი შევიტანე, ვითხოვდი, რომ განხილულიყო საკითხი შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ზვიად ბაბიაშვილის არჩევის სამართლიანობასთან დაკავშირებით.

შიდა ქართლის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მე ვიყავი და არჩევნები ისე ჩაატარეს, ჩემთვის არ უთქვამთ. სწორედ ეს იყო კანონით დაუშვებელი. დღეს სასამართლოდან დადებითი პასუხი მომივიდა და ახალ პრეიდენტს უფლებამოსილება შეუჩერა", – აცხადებს თამაზ ხაჩიური.

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა