დამარცხების მიუხედავად "ბათუმი" ჯგუფში პირველ ადგილზე დარჩა
‘ბათუმი’ ‘ვიადანას’ მატჩის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე 19 ქულის სხვაობით ამარცხებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, 4 ლელო გაუშვა და 4-ის ნაცვლად მხოლოდ 1 ბონუს ქულას დასჯერდა - 27:31.

მიუხედავად ამისა საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ბ“ ჯგუფში პირველ ადგილზე რჩება, რადგან მისი სამივე კონკურენტი დამარცხდა. იტალიის ჩემპიონ ‘კალვიზანოს’ ‘ბათუმის’ მომავალმა მეტოქემ, რუმინეთის ჩემპიონმა ‘ტიმიშოარა-სარასენსმა’ 15:13 სძლია და „ა“ ჯგუფს 13 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი იტალიური კლუბი ‘პეტრარკა’ გერმანიაში ‘ჰაიდელბერგთან’ 15:19 დამარცხდა, ხოლო ‘როვიგომ’ პორტუგალიის ჩემპიონი ‘ლისაბონის უნივერსიტეტი’ 45:7 გაანადგურა. ამრიგად, ‘ბათუმს’ 8 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, მას ქულით ჩამორჩება ‘კალვიზანო’ და 2-ით ‘პეტრარკა’, ხოლო პორტუგალიელებს 4 ქულა აქვთ.

იტალიაში გამართული მატჩის პირველი ტაიმი ‘ბათუმმა’ მაღალ დონეზე ჩაატარა და 3 ლელო გაიტანა. ქართველები დიდ უპირატესობას ფლობდნენ შერკინებაში, აკონტრლებდნენ ბურთს და დროს უმეტესად შეტევაში ატარებდნენ. პირველი ლელო მე-5 წუთზე სანდრო ქოიავამ გაიტანა, მე-14 წუთზე 5-მეტრა შერკინებიდან ხვიჩა ბუჯიაშვილმა შეუტია და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. ბახვა კობახიძემ ორივე გარდასახა და სტუმრები 14:0 დაწინაურდნენ.

მასპინძლებმა ერთი ლელო გაქვითეს, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენეს, მერე ‘ბათუმი’ ორჯერ იყო ახლოს ლელოს გატანასთან და საბოლოოდ საჯარიმო ლელო გამოიმუშავა, ხოლო კობახიძემ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაიტანა. მანვე მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა ცენტრიდანაც გაიტანა და ანგარიში 27:5 გახდა. გაჩნდა მოლოდინი, რომ კიდევ ერთი ლელოს გატანით ‘ბათუმი’ გამარაჯვებასთან ერთად შინ ბონუს ქულასაც წამოიღებდა და ფლეი ოფშიც ნაადრევად გავიდოდა.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და ‘ვიადანა’ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა, რაც ორ ლელოში მალევე ასახა, 68-ე წუთზე კი ჯარიმა გაითამაშა და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. დასკვნითი წუთები იტალიელებმა შეტევებში გაატარეს და რეფერიმ ერთმანეთის მიყოლებით სამი ბათუმელი მორაგბე გაასინბინა, ბოლო წუთზე კი, მოლის ჩაქცევისთვის 12 სტუმარი საჯარიმო ლელოთიც დასაჯა და ‘ვიადანამ’ 31:27 იმარჯვა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

B-52
მსაჯობი ამბავში ვერ დაგეთანხმები, კლასით ბათუმი მართლა უკეთესია, ფიზიკას თუ მიხედავენ სერიოზულ ძალად იქცევიან.
სოსო
სტატია საკმაოდ დაბალ ინფორმაციულია,კომენტარებიც,შეფასების კუთხით, საკმაოდ განსხვავებული,თუ ამ ხალხმა სადღაც უყურა თამაშს,ესე იგი რაღაც გადაცემა მაინც იყო და იქნებ თქვენც დადოთ ფრაგმენტები მაინც, ან უფრო დაწვრილებითი მიმოხილვა დაგედოთ.ასეთი წაგება არა ლოგიკურია და წყენასთან ერთად ინტერესსაც იწვევს.
აკინ
ეს იყო მაგალითი ტუტუცური მსაჯობისა მე ძალიან სშორს ვცხოვრობ აჭარიდან მაგრამ ბათუმი ღირსეული გუნდია რომელნაც დააამტკიცა რომ ქართული რაგბი ბევრად წინაა ვიდრე იტალიიურიი
gizog
ბიჭებო, გარკვეული გამოცდილება უკვე გაქვთ. ახლა მეტი დამაჯერებლობით თამაში და მეტი სწორად გათვლილი ტაქტიკით თამაშია საჭირო. გუნდს ხომ უნდა შეგეტყოთ, რომ უფრო გაიზარდეთ, ვიდრე ტურნირის დასაწყისში იყავით. მოკლედ გაიხარეთ, გაძლირდით და ჩვენც გაგვახარეთ მომავალ შეხვედრებსი თქვენი წარმატებებით.
mamuka
გამოდის ერთი ტაიმის გუნდია. ფიზიკაში მოიკოჭლებენ
სოსო
იქნებ გამომეხმაუროთ,სად უყურეთ?
tttt
მეორე ტაიმი მართლაც სამარცხვინოდ ჩაატარეს, ამას ნამდვილად არ ქვია გუნდი.
გგგ
უკვე მეორე თამაშია მოგებულ შეხვედრას აგებენ. თამაში არ მინახავს, მაგრამ ფაქტია, ფიზიკური მომზადება გვაკლია.პირველ შეხვედრაშიც ასე იყო
ლ
ბოლო 20 წუთში სიქა გასძვრათ :((
gogig
ამ გუნდით ევროპაში გასვლა არ შეიძლება. რაც ვნახე გულისარევი იყო. გუნდს ელემენტარული ფიზიკური მომზადება არა აქვს. მარქაფაში ვინც იყო, საერთოდ გაუგებარია სად მოძებნეს.
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
თსუ-მა "ბათუმი" დამაჯერებლად დაამარცხა და საქართველოს სუპერთასს დაეუფლა
"შავი ლომი" | ორი ცვლილება "ბათუმთან"
სუპერთასი | თელ-ავივი ქართულ გუნდებს არ სწყალობს
ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასი "ბათუმმა" მოიგო
სუპერლიგის სადებიუტო მატჩში "ვსა-BASKETBALL"-მა "ბათუმი" 80:72 დაამარცხა
კონტინენტის ფარი: "ვიადანა" "ბათუმი" 31-27
"ვაიდანასთან" "ბათუმი" უძლიერესი შემადგენლობით ითამაშებს
სუპერთასი | "შავი ლომი" აღმოსავლეთში, "ლუზიტანუში" დასავლეთში