A ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი “ზაზას” ტექნიკური და “კავკასიის” 35-ქულიანი გამარჯვებებით დაიწყო
დაიწყო A ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც 4 გუნდი დარეგისტრირდა, თუმცა კლუბ “რაზმს” პრობლემები შეექმნა და დღეს, პირველ მატჩზე, “ზაზა ფაჩულიას აკადემიასთან” სათამაშოდ ვერ გამოცხადდა. შესაბამისად, ტექნიკური წაგება – 0:20 ჩაეთვალა.

მეორე შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის გუნდსა და კლუბ “თბილისს” შორის გაიმართა. მატჩი თანაბრად კი დაიწყო, თუმცა კავკასიელთა უპირატესობა მალევე გამოიკვეთა და ანგარიშში სხვაობის ზრდაც დაიწყო. ლევან ტყეშელაშვილის გაწვრთნილმა კავკასიის უნივერსიტეტელებმა ყველა პერიოდი მოიგეს და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით – 91:56 იმარჯვეს.

“კავკასიაში” 17 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლეგიონერი რაიან აარონი. 15 ქულა მიითვალა გიგი მელაძემ, ნიკა ღონღაძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “თბილისში” 14 ქულით ალექსანდრე მეგენეიშვილი გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციოს ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ ჩატარდება, რის შემდეგაც 2 საუკეთესო ფინალში გავა. 2-მატჩიანი სერიის მომგები გუნდი კი “ა” ლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ფინალის წამგები “ა” ლიგის გასული სეზონის აუტსაიდერ სეუ-ს დამატებით საკვალიფიკაციო რაუნდში შეხვდება ლიგის ბოლო საგზურის მოსაპოვებლად.

10 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში “თბილისი” – “რაზმს” (17:45) შეხვდება, ხოლო 19:30 საათზე “ზაზა” “კავკასიას” დაუპირისპირდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა