გიორგი დიასამიძე კარიერას "საბურთალოში" გააგრძელებს. ''ლოკომოტივის'' ყოფილმა ნახევარმცველმა ახალ კლუბთან ხელი 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

ფეხბურთელთან ინტერვიუ "საბურთალოს" "ფეისბუქგვერდმა" გამოაქვეყნა.

- მოხარული ვარ, რომ "საბურთალოში" ჩავირიცხე. შთაბეჭდილებები დადებითია. უცხო გარემოში ნამდვილად არ მოვხვედრილვარ, რადგანაც ბევრ ფეხბურთელთან ვმეგობრობ. როცა შემოთავაზება მივიღე, დავფიქრდი, კარგად განვიხილე და საბოლოოდ არჩევანი გავაკეთე.

იოლი არ იყო გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც "ლოკომოტივში 3 წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ახლა კი განშორება მომიწია, მაგრამ ეს ფეხბურთია, ადამიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს.

ვისარგებლებ შემთხვევით და "ლოკომოტივს" მადლობას გადავუხდი გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებ.

- რა იყო პირველი, რაზეც აქცენტი "საბურთალოზე" გააკეთე?

- საქართველოში კლუბებს ძირითადი ბირთვის შენარჩუნება უჭირთ. ხშირად ისე ხდება, რომ მწვრთნელებს ახალი გუნდის გაკეთება უწევთ ხოლმე. "საბურთალოში" კი პირიქითაა - უფრო ძლიერდება. მჯერა, ახალ კლუბთან ერთად დიდ მიზნებს დავსახავთ, რომლის განხორციელებას უკვე ერთად ვეცდებით.

ამავდროულად, იმ ფეხბურთს, რასაც "საბურთალო" თამაშობს, ჩემს გემოვნებაში ჯდება. ბევრისგან მსმენია, რომ ერთ მუშტად არის შეკრული და კარგი ატმოსფერო სუფევს.

- რომელ პოზიციაზე უფრო გიზიდავთ თამაში?

- მნიშვნელობა არა აქვს, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე ვთამაშობ. რამდენჯერმე თავდამსხმელადაც მითამაშია. მწვრთნელი სადაც გადაწყვეტს, მზად ვარ, მაქსიმალურად დავიხარჯო.

- "საბურთალო" "ზამთრის თასზე" იასპარეზებს. ითამაშებთ გუნდთან ერთად თუ ჯერ თქვენი პროგრამით ივარჯიშებთ?

- "ზამთრის თასს" გამოვტოვებ, რადგან 3 კვირა კიდევ მჭირდება სრული რეაბილიტაციისთვის. "დილასთან" ტრავმა მივიღე და მინდა, სრულად მოვმჯობინდე. "საბურთალოს" პირველ შეკრებაზე წავყვები.

- თქვენი შეფასებით, როგორი სეზონი ჰქონდა "საბურთალოს"?

- ვიცი, რომ კლუბს რამდენიმეწლიანი გეგმა აქვს და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. კლუბს წლეულს ჰქონდა შანსი, რომ ევროტურნირებზე მოხვედრილიყო, მაგრამ ცოტა დააკლდა.

მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი კლუბია. მინდა, რომ წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო. იმედი მაქვს, დასახულ მიზნებს ერთად შევასრულებთ და გავახარებთ გულშემატკივრებს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
"მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, მეორე და მესამე ადგილი არ განიხილება" - გიორგი დიასამიძე "დინამოსთან" მატჩის წინ
გიორგი დიასამიძე "შახტიორში" გადავიდა და წარმატებულად ასპარეზობის იმედი აქვს
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ეროვნული ლიგის XVI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ტელეარხების რიგი ბელარუსის ჩემპიონატს - მალე საქართველოშიც?
ეროვნული ლიგის III ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს