"ბორჯღალოსანმა" გიორგი ნემსაძემ პრემიერშიფის A ლიგაში "ბრისტოლის" სარეზერვო გუნდს "ჰარლიქუინზთან" მატჩში უკაპიტნა
"ბორჯღალოსანმა" გიორგი ნემსაძემ პრემიერშიფის A ლიგაში "ბრისტოლის" სარეზერვო გუნდს "ჰარლიქუინზთან" მატჩში უკაპიტნა.

ქართველი მეორეხაზელი შემოდგომის ტესტ-მატჩების შემდეგ ბრიტანეთში კარგ ფორმაში დაბრუნდა და 8 დეკემბერს ბრიტანეთისა და ირლანდიის თასზე "ლენსტერის" წინააღმდეგ სრულად ითამაშა. 18 დეკემბერს მას სარეზერვო გუნდის კაპიტნის სამკლავური ანდეს და მოედანზე ამჯერადაც 80 წუთი გაატარა.

ნემსაძე "ბრისტოლში" მეორე სეზონს ატარებს. მას "ბორჯღალოსნების" კვართით 76-ჯერ უთამაშია.

ცუცქირიძემ "ორიაკთან" 3-წლიანი გააფორმა

ახალგაზრდა "ბორჯღალოსანმა" გიორგი ცუცქირიძემ პრო დე2-ის "ორიაკთან" სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 2021 წლამდე დარჩება.

21 წლის მესამეხაზელი "ორიაკს" მიმდინარე სეზონის წინ "ბრივის" ესპუარებიდან შეუერთდა. ახალი კონტრაქტის პირველი სეზონი ასევე ესპუარებისაა, ხოლო მომდევნო ორი პროფესიონალური იქნება და ქართველს ჟიფის სტატუსიც ექნება, ანუ ლეგიონერებისთვის დაწესებული შეზღუდვა მასზე არ აისახება.

"მხოლოდ ერთი თამაში გახდა საჭირო "ბაიონის" ესპუარებთან, რათა სრულფასოვნად შეგვეფასებინა ქართველი მორაგბის ნიჭი. ის გუნდს ზაფხულის მიწურულს "ბრივიდან" შეუერთდა, შემოდგომის ტესტებისთვის საქართველოს ნაკრებში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს სხვა პროფესიონალური კლუბებიც სთავაზობდნენ, "ორიაკში" დარჩენა გადაწყვიტა" - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

ცუცქირიძეს სანაკრებო დებიუტი 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბელგიასთან ჰქონდა და მას შემდეგ 6 კეპი მოიხვეჭა. ბოლოს მან ივნისში, ამერიკული ტურნეს დროს არგენტინის წინააღმდეგ ითამაშა. შემოდგომაზე გიორგი "ბორჯღალოსნებთან" ერთად იყო, თუმცა თამაშმა არ მოუწია.

შეგახსენებთ, "ორიაკში" "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი თამაშობენ.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
პრო დე2 - ცუცქირიძის ლელო მეორე ტურში
გიორგი ცუცქირიძე - ორი წლით "სტად ფრანსეში"
ლეგიონერები | ევროთასების ჯგუფური ეტაპი ცუცქირიძის სადებიუტო ლელოთი დასრულდა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ლეგიონერები - გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება!
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
ლეგიონერები - ცუცქირიძის ბონუს-ლელო
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა