სუპერლიგა: "დინამომ" "რუსთავი" 29 ქულით დაამარცხა
“დინამო თბილისმა” სუპერლიგაში პირველი მარცხი გასულ ტურში, ქუთაისში განიცადა. დღეს კი არანაკლებ ამბიციურ გუნდ “რუსთავს” ხვდებოდა და პირველ ნახევარში მედგარ წინააღმდეგობასაც წააწყდა, თუმცა მეორე ნახევარში მოქმედმა ჩემპიონმა ყველა სათამაშო კომპონენტი გამოასწორა და მეტოქე დამაჯერებლად – 29 ქულის სხვაობით დაამარცხა.

დინამოელებს გამოაკლდათ სერბი ფორვარდი ნიკოლა გაჩეშა, თუმცა იმდენად სოლიდური შემადგენლობა დარჩათ, კვლავ უპირველეს ფავორიტებად ითვლებიან. ეს სტატუსი ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა “რუსთავთანაც” დაამტკიცა. პირველი პერიოდის შემდეგ, რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილი ქვემოქართლელები მხოლოდ 5 ქულას აგებდნენ, მაგრამ დიდი შესვენებიდან დაბრუნებული დინამოელები ძალიან შედეგიანად ათამაშდნენ. დაცვაში მდგომარეობა გამოასწორეს და შეტევაშიც ხელ-ფეხი გაეხსნათ.

მე-3 პერიოდი “დინამომ” 22:14 მოიგო და მეტოქე წელში გატეხა. დარჩენილ მეოთხედში რუსთაველებმა დააპირეს, მაგრამ მატჩის გადარჩენა ვერ მოახერხეს. დინამოელებმა დასკვნითი ათწუთეული 23:7 მოიგეს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 86:57. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა მიხეილ ბერიშვილი, რომელმაც 20 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. 17 ქულა ჰქონდა ილია ლონდარიძეს, ხოლო 16 – ლაველ ბოიდს. რუსთაველთაგან 16 ქულით ტაირელ ნელსონი გამოირჩა. 10 ქულა ლევან ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა.

დღეს, დასკვნით მატჩში “ოლიმპი” და “მგზავრები” დაუპირისპირდებიან.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ირაკლი ხოშტარია, “დინამოს” მთავარი მწვრთნელი: რთული თამაში იყო, რადგან მხოლოდ მესამე მეოთხედში მოვახერხეთ კომფორტული ათქულიანი უპირატესობის მოპოვება. გარდა ამისა, ტრავმირებულია ორი მოთამაშე: ლევან გრძელიძე და ნოდარ გოგოძე, მათი ტრავმის სიმძიმე მოგვიანებით გაირკვევა. დარჩენილი გვაქვს ორი თამაში “კაკტუსთან” და “სოხუმთან”, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურ მზადყოფნაში შევხვდეთ მომდევნო შეხვედრებს, რომლებიც საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გველის.

რამაზ გოგობერიშვილი, “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი: დაცვაში ძალიან ცუდად ვიასპარეზეთ, განსაკუთრებით თამაშის მეორე ნახევარში და ეს შედეგზეც აისახა. ჩვენი გუნდის დამარცხება ძირითადად ამ ფაქტორმა განაპირობა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
“ა” ლიგის ფინალური სერია ლიბერთიმ კასპში იოლი გამარჯვებით დაიწყო
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ბათუმმა" "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგაში გალიდერდა
თსუ-მ "დინამო" დაამარცხა და სუპერლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულა
სუპერლიგის მე-7 ტური "რუსთავმა" "ბათუმის" ძლევით დახურა
მალკოლმის 22 ქულა ერთ პერიოდში და "ბათუმის" 18-ქულიანი გამარჯვება "ცხუმ-აფხაზეთთან"
თასის მეოთხედფინალურ სერიაში "ოლიმპმა" "ბათუმთან" 2-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა
თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები "დინამო" და "ოლიმპი" არიან
"ქუთაისმა" სუპერლიგის ერთ-ერთი ლიდერი "ბათუმი" დაამარცხა
თასის გათამაშების ოთხთა ფინალი "ოლიმპმა" შეავსო
სუპერლიგის ტური "ქუთაისისა" და "დინამოს" გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ცხუმ-აფხაზეთმა" "დინამოს" სძლია და ჩემპიონის ტიტულს "რუსთავთან" დაიცავს