სუპერლიგა: "ოლიმპი" - "მგზავრები" 60:69
სუპერლიგის მორიგი ტური “ოლიმპი” – “მგზავრების” მატჩით დასრულდა. შეხვედრამ ვერ გაამართლა. ოლიმპელების უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ მატჩის მეორე ნახევარს ფაქტობრივად აზრი დაეკარგა. ლეონიდ ივატინისა და დავით როგავას გაწვრთნილმა ოლიმპელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორეს.

შეხვედრის დაწყებამდე მოთამაშეებს მოედანზე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრისა” და განათლების სამინისტროს ერთობლივი – “ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის” მონაწილე მიუსაფარი ბავშვები, რომლებიც საკალათბურთო მატჩს დაესწრნენ და მოთამაშეებთან სამახსოვრო სურათი გადაიღეს. ბავშვებმა ოლიმპიური სასახლის მეორე, მცირე დარბაზში ფედერაციის თანამშრომლებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს და სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

რაც შეეხება “ოლიმპი” – “მგზავრების” მატჩს, პირველივე წუთებიდან ოლიმპელები ლიდერობას დაეპატრონნენ და რაც დრო გადიოდა, უპირატესობას ზრდიდნენ. საწყისი მეოთხედი 26:12 დასრულდა, დიდ შესვენებამდე კი “ოლიმპმა” ლიდერობა 26 ქულამდე გაზარდა. თუკი მატჩის მოგების ამბიცია ჰქონდათ, “მგზავრების” კალათბურთელებს მესამე პერიოდში უნდა ეყოჩაღათ, თუმცა პირიქით მოხდა. “ოლიმპმა” ისედაც სოლიდურ უპირატესობას 15 ქულაც მიამატა და მატჩის ბედი მესამე პერიოდის ბოლოსთვის გადაწყვეტილი გახლდათ – 41-ქულიანი სხვაობის გაბათილება 1 პერიოდში წარმოუდგენელია და ეს არც მომხდარა.

ცხადი იყო, ლიდერი გუნდი თავს აღარ დაიტვირთავდა და დასკვნით პერიოდში “მგზავრებმა” ჩამორჩენის 20 ქულით შემცირება შეძლეს, თუმცა საბოლოოდ მაინც დიდი სხვაობით – 69:90 წააგეს. გამარჯვებულთაგან შეუჩერებელი იყო მარკ ოგდენი, რომელმაც 28 ქულადა 10 მოხსნა მოაგროვა. 19 ქულა მიითვალა რევაზ როგავამ, ხოლო გივი ბაქრაძემ ორმაგ დუბს უწია – 11 ქულა, 10 პასი. “მგზავრებში” 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ადრიან ბოუიმ დაძლია, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

ამ გამარჯვებამ “ოლიმპი” ცხრილში “რუსთავთან” გაათანაბრა. ორივე გუნდს 7 მოგება და 4 მარცხი აქვს და III-IV ადგილებს იყოფენ. მორიგი ტურის მატჩები 23 დეკემბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: “კაკტუსი” – “დინამო”, “სოხუმი” – “ბათუმი”, “მგზავრები” – “მარნეული”.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ქუთაისმა" "ოლიმპი" ისევ ბოლო წამებზე დაამარცხა
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ქუთაისმა" ფინალური სერია გამარჯვებით გახსნა
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
ოლიმპმა ქუთაისი დაამარცხა და სუპერლიგის ლიდერს გაუთანაბრდა
"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
"კავკასიამ" და "რუსთავმა" იმარჯვეს და სუპერლიგის ლიდერ "ოლიმპს" გაუთანაბრდნენ
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
"ქუთაისმა" "ოლიმპს" კვლავ მოუგო და სუპერლიგის ჩემპიონობას მიუახლოვდა