გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებული ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი ვარაუდობს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები
გარიგებული მატჩების საქმეში ბრალდებული ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატი ვარაუდობს, რომ დანაშაულში არა მხოლოდ კალათბურთის სფეროს წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

როგორც ადვოკატმა იასონ ბესელიამ ბრალის ოფიციალურად წაყენების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დანაშაულში, დიდი ალბათობით, ტოტალიზატორებიც იყვნენ ჩართულები, თუმცა აქვე ადვოკატი დასძენს, რომ ეს მხოლოდ მისი ვარაუდია და გამოძიების ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული გამოკვეთილი არაა. რაც შეეხება საქმის მასალებს, ბესელიას ინფორმაციით, ადვოკატებს საკმაოდ მოცულობითი მასალები გადაეცათ.

"არის საკმაოდ მოცულობითი აუდიო-ვიდეო მასალა. ჩანაწერების შინაარსი ეხება ამ საკითხის მომზადებას, ანუ, რა შედეგი უნდა ყოფილიყო, ვისსა და ვის შორის უნდა ყოფილიყო მოლაპარაკება, რა თანხაზე შეთანხმდნენ და ა.შ. ამაში ჩართულები იყვნენ ბერიშვილები. ასევე მე ვფიქრობ, რომ ამ პროცესში ჩართულები იყვნენ დანარჩენი ბრალდებულები, მაგრამ ამის დადასტურება ჩემგან უხერხულია", - განაცხადა იასონ ბესელიამ და აქვე დასძინა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები, ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალში სრულად სცნობენ თავს დამნაშავედ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

წყარო: ipn.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სასამართლომ გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ სამ პირს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ორს - 5-ათასლარიანი გირაო
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
თამარ აბესაძე: მათი პოზიციაა, რომ ასეთი სახის დანაშაული არის პროვოცირებული
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
საკალათბურთო კლუბ ”სოხუმის” დაკავებული მწვრთნელი - შევცდით ქართული კალათბურთის ინტერესებისთვის