დიდი 10: გადადებულ მატჩში "ლოკომოტივმა" "ბათუმი" დაამარცხა
თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის 2017 წლის დასკვნით მატჩში ‘ბათუმი’ 24:15 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილამდე აღზევდა.

ეს იყო მე-5 ტურის შეხვედრა, რომელიც ორჯერ გადაიდო და დღეს ‘შევარდენზე’ გაიმართა. ‘კონტინენტის ფარზე’ ნაომარმა ზღვისპირელებმა რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცეს. მათი ნაწილი ბრძოლაში მეორე ტაიმში ჩაერთო და ‘ბათუმს’ ბონუს-ქულის აღების კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ამით ვერ ისარგებლა.

‘ლოკომოტივმა’ შექმნილი სიტუაციის გამოყენება სცადა და ჯარიმები კარში არ ურტყა. ლელოზე თამაშის ტაქტიკამ შედეგი საწყის 15 წუთში ორჯერ მოიტანა. პირველ ჯერზე გიორგი აფციაურმა მეტოქის 22-ში ჯარიმა სწრაფად გაითამაშა და ლაშა ფოფხაძეს ხაზი გააჭრევინა, ხოლო მეორე ჯერზე რკინიგზელებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, 5 მეტრი ერთი ამოსუნთქვით დაფარეს და ბურთი დაჩი კოპაძემ დაამიწა. გარდასახვები არაზუსტი იყო - 10:0.

სტუმრებმა ტემპს უმატეს, შეტევებში ფანტაზია ჩართეს და მე-18 წუთზე ვახტანგ ამირანაშვილი რაქში ბურთის შეყოვნებისთვის სინბინით დაისაჯა. დურმიშხან ჯაბნიძემ კარის წინ 24 მეტრიდან 3 ქულა აიღო, 5 წუთში კი, მასპინძლები შეცდნენ და კიდევ 7 ქულა მიიღეს. ჯაბნიძეს ჯარიმა რომ გაუცუდდა ‘ლოკომოტივმა’ საკუთარი 22-იდან ხელდახელ სცადა შეტევა, მაგრამ ბურთი დაკარგა, გიორგი მენაბდემ მას ფეხი წაკრა და ლელოში დაამიწა, ხოლო ჯაბნიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

თბილისელებმა დასკვნით 10 წუთში უპირატესობა დაიბრუნეს და ორი ლელო გაიტანეს. პირველ ჯერზე მათი მოლი შოთა გოგისვანიძემ განზრახ ჩააქცია და თავად სინბინით, ხოლო გუნდი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა. 33-ე წუთზე ლაშა გედეხაურმა კარის წინ გაჭრა ხაზი, აფციაურმა და ვახტანგ კავთიძემ ბურთი მარჯვნივ ჩაათამაშეს, ლევან გოგოლაშვილი მცველს ერთი-ერთზე გაექცა და კავთიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა - 24:10.

ასეთ პირობებში ‘ლოკომოტივი’ ბონუსის მოპოვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ‘ბათუმმა’ მეორე ტაიმში მოედანზე ლიდერები შეიყვანა და თამაშის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა. მიუხედავად ამისა ანგარიში უცვლელი რჩებოდა და დასკვნითი მეოთხედის წინ რეფერიმ ხვიჩა ბუჯიაშვილს ჯერ ყვითელი, ხოლო რამდენიმე წამში წითელი ბარათი რომ უჩვენა (ჩხუბის პროვოცირებისთვის) თითქოს მასპინძლებს პრემიის აღება აღარ უნდა გაჭირვებოდათ, მაგრამ ზღვისპირელებმა აღებული ტემპი არ დააგდეს და მალე მოედანზე რიცხობრივი წონასწორობა აღსდგა - კოპაძემ ლელოს სიახლოვეს თამაშის წესები დაარღვია. 3 წუთში სანდრო ქოიავამ დერეფანში მოიგო ბურთი და მოლი 5 ქულით არჩილ ალიქაძემ დაასრულა. ჯაბნიძეს ბათუმელებისთვის ბონუსის დაბევება შეეძლო, თუმცა გარდასახვა ვერ გაიტანა და საბოლოოდ ‘ლოკომოტივმა’ 24:15 იმარჯვა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

სოსო
მართალია ბათუმმა წააგო ეს შეხვედრა,მაგრამ მათთვის მთავარი მიზანი ტიმიშოარასთან სათამაშოდ მომზადებაა და ლიდერების დასვენება გამართლებულად მიმაჩნია.მწვრთნელებმა რა თქმა უნდა უკეთ იციან თავისი საქმისა,მაგრამ ბათუმს სკამი სიგრძე არ ჰყოფნის და იქნებ ერთი ორი კაცის ხანმოკლე იჯარით,სხვა ქართული კლუბებიდან,ამოივსოს ეს ხარვეზი.ამ ტურნირში გამარჯვება და ჩემპიონთა თასზე ქართული გუნდის გასვლა,უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი და გამოცდილება იქნება მთელი ქართული რაგბისათვის.
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
"ეს "ჩელსის" ისტორიაში პირველად მოხდა" - რა რეკორდი დაამყარა კვარაცხელიამ გუშინდელ მატჩში
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ