ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს

საქართველოს პრეზიდენტი ლადრო ვარძელაშვილსა და ზვიად სიჭინავას ფეხბურთის განვითარებაზე ესაუბრა
გუშინ საღამოს ტელევიზიებით ნაჩვენებმა კადრებმა საფეხბურთო სამყაროს იმედი აღუძრა: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვდა და ფეხბურთის განვითარებაზე ესაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, რათა ფეხბურთის დონე ამაღლდეს და ჩვენი ნაკრები გაძლიერდეს. საქართველოში ფეხბურთის ლიგა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც უნდა პასუხობდეს. ამ საქმეში ჩართულია პრემიერ-მინისტრი და გთხოვთ, რომ სპორტის სამინისტრომ და ფედერაციამ ერთად იმუშავოთ, რათა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ქალაქებისა და რაიონების მასშტაბით ყველგან შევქმნათ. ჩვენ ათასზე მეტი საბავშვო მოედანი ავაშენეთ და ეს იყო მნიშვნელოვანი ფეხბურთის განვითარებისთვის. შემდეგი ეტაპი საფეხბურთო სკოლების განვითარებაა, შეგვიძლია ინეტერნატების სისტემის აღდგენა, სათანადო პირობების შექმნა და შესაბამისი საფარის დაგება.

ზვიად სიჭინავას თქმით, ორად ორ სტადიონზეა ნორმალური მინდორი - ზესტაფონსა და ეროვნულ სტადიონზე.

მიხეილ სააკაშვილი: სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ მოედნები დიდ ქალაქებში. ვიცი, რომ მომავალი წლის დამლევამდე სტადიონების მშენებლობა იგეგმება ზუგდიდსა და ბათუმში.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაწუხებს, ფეხბურთის ლიგის ტრანსლაციაა. ამის უზრუნველყოფა “საზოგადოებრივ მაუწყებელს” უნდა ვთხოვოთ და საამისოდ საჭირო რესურსი მივცეთ. ჯერ ერთი, ეს აამაღლებს მსაჯობის დონეს - მსაჯობასთან დაკავშირებული მუდმივი სკანდალები ყველა ზღვარს სცდება და მეორე, გუნდებს და ფეხბურთელებს გაუჩნდებათ სტიმული.

ფინანსური სტიმულირების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთი საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცეს, რაც ფეხბურთელებისთვის მორალური სტიმული იქნება. კვირაში ერთხელ მაინც რომ გადაიცეს რომელიმე მნიშვნელოვანი მატჩის ტელერეპორტაჟი, ეს ფეხბურთის პოპულარიზაციასაც წაადგება და დონეც ამაღლდება. მიუხედავად იმისა, რომ თანხა ბევრი სხვა საქმისთვის უნდა გამოიყოს, წლეულს საამისოდაც გამოვძებნით, რადგან ფეხბურთი მნიშვნელოვანი ეროვნული საქმეა. ფული გამოიყოფა მოედნის საფარისთვის, ინტერნატების აღდგენისა და ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად.

ლადო ვარძელაშვილი: დღეს “სკოლბურთის” პრეზენტაცია მოეწყო, რომელშიც მინიმუმ 15 ათასამდე ბავშვი მონაწილეობს.

მიხეილ სააკაშვილი: მაგისთვისაც დამატებითი თანხები გამოვყოთ. აუცილებელია სკოლის ლიგის განვითარება და მწვრთნელთა რესურსის ბოლომდე გამოყენება, რომელიც ჯერჯერობით საკმაოდ შეზღუდულია. საქართველოში გუნდების მოსამზადებლად რა პირობებია?

ზვიად სიჭინავა: საქართველოში ასეთი ცენტრი თითქმის არ არსებობს და გუნდები ყველაზე ახლოს უკრაინაში თუ მიემგზავრებიან, სადაც ერთი შეკრება, სულ მცირე, 8 ათასი ევრო ჯდება. საერთოდ, შეკრება ძვირია და ბევრი გუნდი ამ თანხასაც ვერ იხდის.

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, საქართველოში კარგი მოსამზადებელი პირობები არ გვქონდეს, რადგან ხელისაყრელი კლიმატური პირობებია. ფეხბურთი კარგი მოედნებითა და სტადიონებით განვითარდება. საამისოდ სახელმწიფოს მხარდაჭერა იქნება საჭირო.

ლადო ვარძელაშვილი: ნაკრებებს დღეს მთლიანად სახელმწიფო ინახავს და ყოველწლიურად 10-15 შეხვედრას მაინც ატარებენ. თუმცა დამატებითი მხარდაჭერა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდებათ.

ზვიად სიჭინავა: სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნაკრებები 7 მილიონი ლარით ფინანსდებიან. თუმცა ხარისხიანი მინდვრები არ გვაქვს.

მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, რომ საქართველოში კარგი ფეხბურთი არ გვქონდეს. ჩვენი ტრადიციების, განწყობისა და სულისკვეთების მქონე ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ფეხბურთი, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მხარდაჭერა სჭირდება სახელმწიფოსგან. მოკლედ, რამდენიმე ქალაქში სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ კარგი საფარი, “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გავუშვათ ეროვნული ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები და მივხედოთ ინტერნატებს.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები, რომელიც, იმედია, მხოლოდ განცხადებებად არ დარჩება და გაჭირვებაში ჩაძირულ ქართულ ფეხბურთს რეალურად მიეხედება.

• dato

რეგბისტებს რო 2007 წელს, მსოფლიო თასის შემდეგ, 10 ახალი სტადიონი აღუთქვა დიდი ზარ-ზეიმით, გახსოვთ? ტრაპიზონში რუსების დამარცხების მერე ისევ რო სტადიონებს შეპირდა და ისევ ზარ-ზეიმით, გახსოვთ? ბოლო-ბოლო რა მოხდა, იცით? ფეხბურთელებს წაართვეს 'ლოკომოტივის' ბაზა დიღომში, ,შევარდენი' და ,სინათლე' და ისევ დიდი ზარ-ზეიმით რაგბისტებს გადასცეს. ივანიშვილის გასაკეთებელი გახდა ის ,შევარდენიც' და მივიდა მერე პრესიდენტი და დიდი ზარ-ზეიმით გახსნა. ჰოდა, ამ ზარ-ზეიმებს თავი დაანებოს და თუ რამის გამკეთებელია, გააკეთოს და დავინახავთ. აგვევსო უკვე თვალები ნაცრით.

• Sikinava

შეპიებულს სამ წელიწადს ელოდებიანო, ხომ გაგიგონიათ.ასე იყო ბატონ მუხრან მაჭვარიანს რომ შეპირდა პრეზიდენტი წყალს მოვიყვანთ სოფელშიო და "კაცური სიტყვა მისცა" ამ წლის ბოლოს იქნებაო,მას მერე გავიდა 2 წელიწადზე მეტი,მესამე დაიწო და მხოლოდ ახლა და ისიც რის ვაივაგლახით ნაწილობრივ შეიყვანეს წყალი.აქედან თუ გადმოვთარგმნით და პრეზიდენტის დანაპირების ( ან რატომ უნდ აპირდებოდეს პრეზიდენტი ხალხს, როცა ამას პრიიქით დაჟინებით უნდა ითხოვდეს მინისტრიც და ფედერაციაც?, მაგრამ ისინი თუ მოიტხოვენ მაშინ ფული არაა, ხოლო პრეზიდენტი თუ მოითხოვს, მაშინ ფულიც იბადება)ასრულების სისწრაფით თუ გადავიანგარიშებთ,მაშინ მოუწია კიდევ 3 წელიწადი ქართულ ფეხბურთს ყანაში ფეხბურთის თამაში და ეგაა :)

• gia

რა მხარდაჭერაზეა საუბარი,ეროვნული ჩემპიონატის ტური 2 აპრილს ჩატარდა და არანაირი სტატია არ ჩანს.2 დღის მერე დაწერთ ალბათ ათასჯერ გადაღეჭილ ამბავს.მარტო გუნდებსა და ფეხბურთელებს რომ თხოვთ დონეს,არ გეჩვენებათ ჟურნალისტიკა გაცილებით ნაკლებ ყურადღებას რომ აქცევს ეროვნულს?

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა

წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს

მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს

"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე

"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა

"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე

გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს

[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა

ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია

[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა

მორიგი გუნდი 58 წლის ასაკში - კაზუიოში მიურა პროფესიონალური ფეხბურთის თამაშს აგრძელებს