ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლევან სალუქვაძე: წამსვლელი ყველა წავიდა, ცენტრალური მცველის დამატება გვსურს

ლევან სალუქვაძე: წამსვლელი ყველა წავიდა, ცენტრალური მცველის დამატება გვსურს

თბილისის "დინამოში" ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა
თბილისის "დინამოში" ეროვნული ლიგის დასრულების შემდეგ ბევრი ცვლილება მოხდა.

კლუბი 9 ფეხბურთელმა დატოვა. ამასთანავე, გუნდს რამდენიმე ახალწვეულიც ჰყავს.

რას აპირებს "დინამო" სატრანსფერო ფანჯრის დროს, როგორია სამომავლო გეგმები და რა მიზანს ისახავს კლუბი ევროტურნირებზე.

Sportall.ge "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველ ლევან სალუქვაძეს დაუკავშირდა.

- სეზონის დასრულების შემდეგ თბილისის "დინამო" 9 ფეხბურთელმა დატოვა. რას იტყოდით ამის შესახებ?

- დიახ, ასეა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვსურდა მათთან თანამშრომლობა. მათ შორის, ახალგაზრდებმაც.

მაგრამ კონტრაქტი დაუმთავრდათ მათ და სხვაგვარად ისურვეს თავიანთი კარიერის გაგრძელება.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადეკვატური თანამშრომლობის სურვილი ჩვენგან დაფიქსირებული იყო.

ეს ბუნებრივი პროცესია, სეზონის მერე მიდიან ფეხბურთელები და მოდიან ახლები... ამას ვერ გავექცევით.

ტოტალიტარული რეჟიმი ჩვენ არა გვაქვს, რომ ვინმე ძალით ვათამაშოთ.

მთავარი პრინციპი "დინამოსი" არის ის, რომ გუნდი დაკომპლექტდეს იმ ფეხბურთელებით, რომლებიც აცნობიერებენ, თუ როგორ კლუბში არიან.

აცნობიერებენ ისტორიას და წარსულს და თავადაც სურთ, რომ იყვნენ ამ ისტორიის ნაწილი.

არ გვჭირდება სახვეწარი ფეხბურთელები, რომლებიც თანხებით უნდა შემოვიტყუოთ. ასეთი რამის გაკეთებას არ ვაპირებთ.

დატოვებით გუნდს აღარავინ დატოვებს. ვინც წასასვლელი იყო, წავიდა.

- რა შეგიძლიათ გვითხრათ "დინამოს" ახალწვეულების შესახებ?

- გუნდში მესამე მეკარე დემეტრე ბულისკირია იყო. იგი გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და ამ სეზონიდან გადავწყვიტეთ, მისთვის ნდობა გამოგვეცხადებინა.

ახალ სეზონს შევხვდებით სამი მეკარით. ესენი არიან: დემეტრე ბულისკირია, გიორგი მამარდაშვილი, რომელიც "დინამოს" მეორე გუნდში იყო და ოთო გოშაძე, რომელიც "საბურთალოდან" ერთი წლით ვინათხოვრეთ.

გავძლიერდით გიორგი ივანიშვილით. "დინამოს" მთავარი სტრატეგია გასული წლის იანვრიდან მოყოლებული არის გაახალგაზრდავების პროცესი და აკადემიის აღსაზრდელებზე დაყრდნობა.

პირველ წელსვე ეს კარგად გამოჩნდა. ამ ახალგაზრდებს ჩემპიონობამდე გამოცდილება დააკლდათ.

ახლაც ჩვენ ბევრ ფეხბურთელთან კონტრაქტი გავაგრძელეთ: ლაშა თოთაძესთან, ოთარ კოტეიშვილთან, ბაქარ ქარდავასთან და გიორგი ზარიასთან...

ძირითად ბირთვს, რომელსაც მოვისაზრებთ "დინამოს" მომავლისთვის, ყველასთან ხანგრძლივი კონტრაქტები გვაკავშირებს.

ასე რომ, ის მომენტი, რომ ვიღაცას კონტრაქტი უმთავრდებოდა და მიდიოდა, ნელ-ნელა დასასრულს მიუახლოვდა.

- უნდა ველოდოთ თუ არა ლეგიონერების ჩამოყვანას "დინამოში"?

- გუნდი იკრიბება 8 იანვარს, 10-ში იწყება ვარჯიში "დინამოს" ბაზაზე. 22 იანვარს კლუბი მიემგზავრება თურქეთში.

მანამდე აქ რამდენიმე ფეხბურთელის გამოცდა იგეგმება. თუმცა, გვარებს ჯერ ვერ დავასახელებ იმიტომ, რომ ყველას საბოლოო დასტური არ ვიცით.

8-ში და 9-ში არის სამედიცინო შემოწმება, 10-ში ვინც იქნება გუნდთან ერთად, ამას რა თქმა უნდა, ყველას ვაცნობებთ.

რაც შეეხება ლეგიონერებს, ჩვენ ძალიან გვინდა მარჯვენა ფეხით მოთამაშე ცენტრალური მცველის მოძიება. სამწუხაროდ, საქართველოში ამის რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ახალგაზრდა და საიმედო ცენტრალური მცველი სადმე თავისუფალი იყოს. ამ კუთხით ალბათ აუცილებლად ლეგიონერებზე ვიმუშავებთ.

თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კარგი ლეგიონერის მოძიება ძალიან რთულია. რომან ფიფიას მოსვლის დღიდან "დინამოში" 31-მა ლეგიონერმა ითამაშა და ვიტყოდი, რომ წარმატებული მარტო ჩისკო იყო.

- თქვენ თქვენს სათქმელს ხშირად პირდაპირ ამბობთ. მაგალითად, მაკედონიის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის გუნდები სისტემატურად გადიან ევროპულ ტურნირებზე. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა ამ ფორმაციის "დინამოს" იბრძოლოს ევროთასებისთვის? მაგალითად, რატომ გადის ევროპის ლიგაზე "ვარდარი" და "დინამო" ვერა?

-"დინამოში" მე შარშან იანვრიდან ჩავები მუშაობაში. ჩემი გათვლებით და სტრატეგიით, ამ გაახალგაზრდავების პროცესში, ევროთასებზე მოხვედრის ფიქრი შესაძლებელი გუნდის შენებიდან მე-3 წელს არის.

არ მინდა პოპულისტური განცხადებები, რომ ხვალ შევალთ ევროპის ლიგის ჯგუფში.

თუმცა, რა თქმა უნდა, ცდას არ დავაკლებთ, "დინამო" ყოველთვის ეცდება ამას.

როცა რაღაცას დათესავ, ხომ უნდა დაელოდო, რომ მოსავალი მოგცეს? მინიმუმ სამი წელია საჭირო, რომ იმ ფეხბურთელებს, ვინც გვყავს ძირითადი ჩონჩხი, მესამე წელს მოვთხოვოთ ჯგუფში შესვლა.

ახლა ვინმე ისე გაიგებს, რომ ამ ევროთასებზე არაფერს არ ვაპირებთ. პიქირით, ვაპირებთ. თქვენ მიერ ჩამოთვლილი გუნდები არცერთი 6 თვეში და ერთ წელიწადში არ აშენებულა.

გარდა ამისა, ზოგიერთს ბიუჯეტი მაგალითად 10-ჯერ მეტი აქვს.

- რა მიზანს დაუსახავს "დინამოს" ხელმძღვანელობა კახა კაჭარავას მომავალი სეზონისთვის?

- კახა კაჭარავაზე ხელმძღვანელობა თვლის, რომ გუნდმა კარგი სეზონი ჩაატარა. რომ გასულიყო პენალტი, ე.ი. ჩემპიონები ვხდებოდით და ერთი დარტყმა გაფუჭდა, ამის გამო ხაზს ხომ არ გადავუსვამთ?

კლუბის პრეზიდენტს სეზონის დასაწყისში მიზნად გინდა თუ არა ჩემპიონობა არ დაუსახავს. იცით, თუ რა ცვლილებები მოხდა გუნდში და ბევრი სპეციალისტი გავარდნასაც კი გვიწინასწარმეტყველებდა.

ჩვენი სტრატეგია ასეთია - ნებისმიერ წარმატებამდე ჩემპიონობის მოპოვებით არ მივდივართ.

გვირჩევნია, რომ გუნდი ჩამოყალიბდეს, ახალგაზრდები შეთამაშდნენ და მესამე წელს იყოს ძლიერი კლუბი, რომელსაც ევროთასებზე შეეძლება მოხვედრა, ვიდრე ახლა ფორსირებულად გავძლიერდეთ 2-3 ლეგიონერით, გავხდეთ ჩემპიონები და სტატისტების როლში ვიყოთ.

ვიცით, რომ კრიტიკოსებს უნდათ, ერთ კვირაში გაკეთდეს გუნდი, მაგრამ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ და სწორი გეზი შევინარჩუნოთ.

• gogia

gabrazebuli qomagi-ს. სადაა ეს გულშემატკივარი? სტადიონზე 100-200 კაცი თუ გროვდება დინამოს თამაშზე და ისიც ქუთაისის ტორბედოსთან შეხვედრის დროს (უფრო ჩხუბისთვის მოდიან).იქნებ გამოაჩინოთ. გულშემატკივარი არა......ისე მართლა რომ ყავდეს გულშემატკივარი "დინამოს", ასეთ უმსგავსოებას მათი მესვეურები ვერ ჩაიდენდნენ.

• gabrazebuli qomagi

გვეკაიფება ეს კაცი მგონი... შარშან ორჯერ დაშალეს გუნდი, თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდა ყველას ყიდიან და 3 წელიწადში რას ელოდებიან ერთი თუ ყოველ წელიდწას ახალი გუნდის შენებას იწყებენ. ეს ყველაფერი გულშემატკივარის ბრალია...

• LIVE

არ გაყიდოთ წამყვანი ფეხბურთელები ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ვერ ხედავთ რომ გვატყუებენ, გუნდში წამყვანი ფეხბურთელი არ დარჩა ეს მერამდენე სამი წელია რომ გვთხოვენ მოცდას გუნდს წინსვლა ვინმემ თუ შეამჩნიეთ აიწიეთ ხელი სტაბილურად გუნდი სამეულისთვის იბრძვის მხოლოდ იმიტომ რომ დინამოა და ევრო - ტურნირებძე პრეტენზიაც არ გააჩნია . გამოიფხიკეთ ყურები ფიფია არაა ის კაცი რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს ამას 10 - ჯერ მეტი ფულის დახარჯვა უნდა და არააა პირიქით

• ირაკლი

ფიფიას და სალუქვაძეს სულ ცალ ფეხზე არ კიდიათ "დინამო". სანამ ფულის საჭრელი დაზგაა მანამდე არ მოცილდება ფიფო კლუბს. მე ის უფრო მაინტერესებს ამ კომფორტული მდგომარეობიდან როგორ შეიძლება ფიფიას ამოგდება. იურიდიულად ყველაფერი გამართული ექნება ეჭვიც არ მეპატება, მაგრამ ხომ არის მორალური მხარეც, ფეხბურთი სასამართლო დარბაზისგან განსხვავებით ემოციების საასპარეზოა და დროა დაიწყოს გულშემატკივართა მხრიდან სერიოზული წნეხი ამ წურბელების "კარმუშკიდან" მოცილებისთვის, თორემ 30 წლის მერეც ამ საცოდაობას გვაყურებინებენ.

• წიჰა

ერთს ამბობს მეორეს აკეთებს. ვერცერთ წელს ბირთვი ვერ შეინარჩუნეს. წელს სავარაუდოდ ყველა გუნდი ისევ პირველ ეტაპზე გაფახდება. როგორც მივეჩვიეთ

• ზაზა კახელო

არ გაყიდოთ წამყვანი მოთამაშეები, მთავარი ესაა. კაია კიტეიშვილი თოთაძე და ზარია რომ დაიტოვეთ. დაამატეთ ამ ხალხს კიდევ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი და გვაღირსედ ევროჯგუფი, რაც არ უნდა იყოს მაინც დინამოს გულშემატკივარი ვარ.

• Ivo

რას აკეთებთ თუ თქვენ მაინც იცით????

• oto

წამყვან ფეხბურთელებს თუ გაყიდიან ყოველ წელს რანაირად აპირებენ გუნდის აშენებას ?

• ვაი თქვენს პატრონს

რას ლაპარაკობ ახლა შენ ლევან?წლებია დინამო შენდება და რით ვერ ააშენეთ?ან როგორ უნდა ააშენოთ,როცა თან ანგრევთ?ან ერთი მითხარი რომელი გუნდი არ ცდილობს ჯგუფში შესვლას?ან რატო არუნდა გქონდეს მინიმუმ ვარდარის ნაირი ბიუჯეტი,მის მფლობელს ხომ აქვს ამის საშუალება?პირდაპირ გვითხარით,რომ დინამო აღარაა ის გუნდი,რომ ევროტურნირებისთვის იბრძოლოს....

• gulSematkivrebi

ფიფიამ დაღუპა დინამო, მარტო ფულის კეთებაზე როგორ არიან გადასულები, სალუქვაძე მრჩეველს ლომის წილი გაქვს ფეხბურთის დაკნინება დაცემაში, გეყოთ ნამუსი და ჩამოცილდით ქარტულ ფეხბურთს.

• nanuli

გელა გოგიტიძე ორივე ფეხით თამასშობს კარდად

• nanuli

გელა გოგიტიძე ორივე ფეხით თამასშობს კარდად

• გენო

როგორ შეგვაძულეს ქართველებს, უშუალოდ ქართველებმა, სპორტის ეს უპირველესი სახეობა!!!!!!!!. მე პირადად, აღარც კი მახსოვს, როდის ვიყავი დინამოს ბოლო თამაშზე, მაშინ როცა, ადრეულ წლებში, არც ერთ თამაშს არ ვტოვებდი სტადიონზე მისვლის გარეშე. ეს ყველაფერი სხვა მიზეზებთან ერთად, უპირველეს ყოვლისა, ქართულ ფეხბურთში მომუშავე ადამიანების დილენტატიზმის დამსახურებაა. სალუქვაძე, მე შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა. 3 წელი გჭირდება არა!!!! მაშ...... მარტო ფსონები რომ არჩიო არა?????

• ლევსნ-მოკითხა ვერის ბაღიდან

აბა "დინამო"? სადა "დინამო"? ფაფუ!!!!!! ლევან, შენი ჭკუით უნდა ვივარაუდოთ, რომ გუნდის შენების 3-წლიანი ციკლი აითვლება 2017 წლის იანვრიდან, (შენი ოფიციალურად დანიშვნის თარიღიდან)? ასეა ხომ? მაშინ შენ ყოფილხარ ყველაფერი და გეთქვა აქმდე დალოცვილო, რას გვაკრიტიკინებინებ ფიფიას! კი ბატონო, თუ ასეა, მაშინ დაველოდებით 2020 წელსაც. თუმცა "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"-ო. გაგიგია ალბათ.

• ბექა ონიანი

კაი რა ლევანჩო გვატყუებ და სახეზეც გეტყობა ხოლმე რომ არასერიოზული ხარ, მარა ვინც მრჩეველობა დაგაბრალა ეგ უფრო უაზროა... ფიფია შეგვეშვი რაა წადი დინამოდან...დროზე

• gela

რაღაც დიდი სიაფანტი კაცი ჩანს ფიფია

• გურამი

მიდი დინამო. მთავარია არ გაიქცეს კიდე ხალხი, თუმცა ზოგ წასულზე რა ვთქვა დინამოს რუსთავში რომ გაცვლი მანდ მორჩა რა. ერთი ის მაინტერესებს 10 წელიწადში ერთხელ რო შეაბიჯებთ დინამოზე და აქ ხალხს მოუწოდებთ რაღაცეებს

• dato30

რა მომავლის გუნდზე საუბრობს ლევან სალუქვაძე? ყოველ 6 თვეში თავიდანაა ასაწყობი ეს გუნდი და ასე სულ უპერსპექტიო იქნება დინამო. ლევან სალუქვაძეს ჩვევად აქვს სადღეგრძელოები ქართულ ფეხბურთზე და კი მოხვდა შესაბამის გუნდშიც. ფიფია არის ქარვასლის ბოსი და სალუქვაძე ამ ქარვასლის ვაჭარი.

• Zaza.ru

ფიფია რამდენი წელია აშენებს ,აშენებს,აშენებს( на завтрак на обед на ужин) ერთი და იგივე!!! მოსთხოვონ ფანებმა, ყველამ ვისაც უყვარს დინამო! გუნდი გაუყვანოს ევროპაზე ან წავიდეს!!!!!!!!!!!!!

• დდ

სამი წელი იდრ ჯიბეში მაყუთი და მერე რო ვერ გავა მაგასაც მოაგვარებ როგორმე

• valderrama

გეგმაზომიერება და მესამე წელს გუნდის აშენება კარგია თუ ამ სამი წლის განმავლობაში დრო არ იკარგება და ყოველ ნახევარ წელიწადში გუნდის თავიდან აშენება არ იწყება. თუ ფეხბურთელების ცვლა არ დამთავრდა, სამი წელი გავა სალუქვაძის მოსვლიდან თუ 8 თვე, რა განსხვავებაა?ბირთვი (თუნდაც 18 წლის ახალგაზრდების) თუ წლების მანძილზე არ შენარჩუნდა, მაგარ უაზრო დაბოლებას გავს ეს სამწლიან გეგმაზე ბაზარი.

• me

აფსუს დინამო, ვის ხელშია.ამათ რა უნდა ააშენონ,გონზე არ არიან.

rit ver ashenda bicho es tkveni gundi rit tu ras ashenebs amnairs gagvagebinet xalxs ))))))))))))))))))

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

ბელგიიდან "დინამოში" - მან ბელგიასა და რუსეთს საქართველო ამჯობინა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო

[VIDEO] კლოპის თვალწინ შოუ დადგა - კიტეიშვილის მაგარი გოლი და დუბლი "ზალცბურგთან"

მოიგებს ლიგას კვარაცხელია? ქართველებს გავარდნა ემუქრებათ - მაისის ამბები

ლეგიონის უქმეები: ჯანოს დებიუტი და გოლები რუსეთში, ირანში, ალბანეთსა და ლიეტუვაში [VIDEO]

იმერული დერბი თბილისში "სამტრედიამ" საეჭვო პენალტით მოიგო [VIDEO]

კიტეიშვილის რეაგირება "რაპიდთან" წაგებაზე - დუბლი და გამარჯვება

"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

ლევან სალუქვაძე: ამ სიტუაციას არ უნდა მოჰყვეს ზედმეტი დაძაბვა

ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა

"ჩემპიონატის ორი საუკეთესო მოთამაშიდან ერთ-ერთი კიტეიშვილია" - ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელი ქართველ ნახევარმცველზე

"ფიფია უთავმოყვარეო კაცია, მის ხელში "დინამო" სირცხვილთან და თავის მოჭრასთან ასოცირდება" - ნიკოლოზ მჟავანაძის მწვავე შეფასება ქართული გუნდის "ასტანასთან" მარცხის შემდეგ [VIDEO]

"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე

ლაშა თოთაძე "დინამოს" დაემშვიდობა და კარიერას ირანში გააგრძელებს

ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში "რაპიდთან" დამარცხდა

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

თბილისის "დინამომ" ორი ფეხბურთელი დაიმატა