შაბათს, სტოკში, „სტოკ სიტისა“ და „ჩელსის“ თამაშის შემდეგ, ლონდონელთა ფორვარდ დიდიე დროგბას საკუთარ გულშემატკივართან უსიამოვნება მოუვიდა.

შაბათს, სტოკში, „სტოკ სიტისა“ და „ჩელსის“ თამაშის შემდეგ, ლონდონელთა ფორვარდ დიდიე დროგბას საკუთარ გულშემატკივართან უსიამოვნება მოუვიდა. მიზეზი: კოტ დ’ივუარელმა შეხვედრის ბოლო წამებზე კუთხურიდან ბურთი პირდაპირ საჯარიმოში კი არ ჩააწოდა, გაათამაშა. ფანმა ეს ვერ აიტანა და ტრიბუნიდან რაღაც მკვახე დაუძახა. ამაზე დროგბა გაფიცხდა და საფინალო სასტვენის შემდეგ, მაშინ როდესაც „ჩელსის“ დანარჩენი მოთამაშეები ინგლისური ტრადიციის მიხედვით გულშემატკივარს ტაშს უკრავდნენ და მოწინააღმდეგეებს ხელს ართმევდნენ, მოედნიდან ტრიბუნაზე რაღაცას იძახდა. ამბობენ, რომ დროგბა ფანს ერთი წუთის წინანდელი ნათქვამის გამეორებას სთხოვდა, ოღონდ, თუ ბიჭი ხარ პირში მითხარიო. საქმეში პაოლო ფერეირა ჩაერია და გაცეცხლებული თავდამსხმელი გვირაბში შეიყვანა.

მიმომხილველებმა დაასკვნეს, რომ თავდამსხმელის ასეთი გაფიცხება სხვა არაფერი იყო თუ არა დასტური იმისა, რომ მისთვის მიმდინარე სეზონი წარუმატებელია. „სტოკის“ კარში დროგბას მიერ გატანილმა გოლმა „ჩელსი“ იმ დღეს წაგებისგან იხსნა, მაგრამ, მეორე მხრივ, წარმატებას ნაჩვევი ფეხბურთელისთვის ეს ათ კვირიანი „გვალვის“ შემდეგ პირველი გოლი გახლდათ.

ახლა მოდი, „ლურჯების“ სტატისტიკას გადავხედოთ. ბოლო 9 შეხვედრაში დასავლეთლონდონელებმა 11 გოლი გაიტანეს. ამათგან, სამი მცველებმა შეაგდეს, ხუთი ნახევარმცველებმა და, შესაბამისად, თავდამსხმელებმაც მხოლოდდამხოლოდ სამჯერ მოახერხეს მეტოქის კარის დალაშქვრა. „სტოკთან“ შეხვედრაში, ფორვარდებმა, რომელთა ჯამური ფასი დაახლოებით 100 მილიონი ფუნტია, კარში მხოლოდ ერთი დარტყმა მოარტყეს. დროგბას კიდევ არა უშავდა, გოლის გარდა ექვსჯერ დაარტყა და მართალია ექვსჯერვე ააცილა, მაგრამ დარტყმას ხომ ახერხებდა. დანარჩენმა სამმა ფორვარდმა კი მხოლოდ ერთხელ შეძლო დარტყმა და იმ ერთ შემთხვევაშიც „სტოკის“ მეკარეს ნერვიულობა არ დასჭირვებია — ბურთი კარის ჩარჩოს აცდა.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა