ყაზახური სპორტული გამოცემა Sports.kz სტატიას აქვეყნებს, სადაც ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მთავარ კანდიდატურად ქართველ სპეციალისტს, კახა ცხადაძეს განიხილავს
ყაზახური სპორტული გამოცემა Sports.kz სტატიას აქვეყნებს, სადაც ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მთავარ კანდიდატურად ქართველ სპეციალისტს, კახა ცხადაძეს განიხილავს.

თურმე ყაზახეთის ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა. გამოცემის ინფორმაციით, რუსი სპეციალისტის, ალექსანდრ ბოროდუკის წასვლა იმდენად გაიწელა კონტრაქტის გაწყვეტის დეტალების შეთანხმების გამო, რომ მსოფლიოში ყველას ჰგონია, ბოროდუკი კვლავ ყაზახეთის ნაკრებს წვრთნის.

"ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატურის განხილვისას უამრავი ასპექტი და ნიუანსი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ მოდით, ერთა ლიგის შედეგებიდან გამომდინარე, ასე ვიმსჯელოთ: ვინ არის ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ჩვენი მთავარი მეტოქე? სწორია - საქართველო. და შეიძლება თუ არა იპოვო უკეთესი სპეციალისტი, რომელმაც საქართველოზე ყველაფერი იცის, ვიდრე კახა ცხადაძე, რომელიც არცთუ ის ადრე "ქაირათში" მუშაობდა?! ნაკლებად სავარაუდოა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ალმათიში გადასვლამდე, ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო და ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელებს ხუთი თითივით იცნობს.

ყველას გვახსოვს, რომ ბოროდუკის შეცდომების გამოსწორება ცხადაძეს ერთხელ უკვე მოუწია. ეს ამბავი "ქაირათში" მოხდა და ქართველმა ამ სამუშაოს ძალიან კარგად გაართვა თავი.

შესაძლოა, ცახადაძისთვის ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მატჩები დამატებითი მოტივაცია და პრინციპული დაპირისპირება გახდეს, რაც ყაზახეთის ნაკრებს მხოლოდ წაადგება.

ცხადაძე კარგად იცნობს ყაზახ ფეხბურთელებს. "ქაირათში" მისი ხელმძღვანელობის დროს კლუბიდან ნაკრებში ფეხბურთელებს მუდამ იძახებდნენ და მათი რიცხვი ზოგჯერ 8-ს აღწევდა.

რა თქმა უნდა, აქ სხვა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის, ის, რომ თავად კახა ცხადაძეს თუ ექნება სურვილი, სხვა ქვეყნის ნაკრების მეთაურობით მშობლიურ ნაკრებს დაუპირისპირდეს?

სინამდვილეში, მსოფლიოში ძალიან ბევრი მაღალკვალიფიციური მწვრთნელია, მაგრამ ცოტა თუ არის ადაპტირებული ყაზახურ ფეხბურთთან", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები სწორედ ყაზახეთთან გამართავს. ვლადიმირ ვაისის შეგირდები მეტოქეს 2018 წლის 6 სექტემბერს ესტუმრებიან.

ერთა ლიგა: რას წარმოადგენენ საქართველოს ნაკრების მეტოქეები

ჩოგანა გორელი
ვკითხულობ ზოგიერთ კომენტარს და გაოცებული ვრჩები. ყველა მსოფლიოში აღიარებული მწვრთნელი მხოლოდ თავის ქვეყანაში, რომ იყოს და ძალიან ხშირად მისივე ქვეყნის გუნდების წინააღმდეგ, რომ არ უწევდეს თამაშები ამით ფეხბურთს ან პირადად მათ რაიმე დადებითი შედეგი და სახელი ექნებათ??? კაცი, რომელიც ფაქტიურად გააგდეს საქართველოდან, რატომ არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი და განა მას წარმატება არ უნდა ვუსურვოთ??? რა შუაშია აქ პატრიოტიზმი? უარი, რატომ უნდა თქვას და რატომ არ უნდა იბრძოლოს გამარჯვებისათვის?
მსქროლავი ტროლი
მე მხოლოდ ის მოგწერეთ, რომ თუ ყაზახებს ყოფნით ჭკუა საიმისოდ, რომ ქართული ფეხბურთის მცოდნე მწვრთნელი დაუნიშნონ საკუთარ ნაკრებს, იქნებ, არ ჩვენ გვაწყენდა ყაზახურ ფეხბურთში ჩახედული ცხადაძე ჩვენი ნაკრების მწვრთნელად თქო... რა იყო ამაში დასაბლოკი - კობიაშვილი გიზით ადმინად?!...
ვაი
ზოგის კომენტარს ვკითხულობ და მიკვირს ასე რატომ კანკალებთ... გუარდიოლა მიიყვანონ ყაზახებმა თუ უნდათ მაინც უნდა გადავუაროთ. რაც შეეხება ცხადაძეს, კარგი მწვრთნელია და თუ მართლა შესთავაზეს კონტრაქტი და არ დათანხმდება ეს იქნება ძალიან დიდი არაპროფესიონალიზმი მისი მხრიდან...
ვაი
რა სამშობლოს წინააღმდეგ, რა სამხედრო ტექნიკა ან მითუმეტეს მტრები... იმედია ძალიან ცოტა აზროვნებს შენსავით :)
ქართველი
არ მგონია ცხადაძე დათანხდეს ამ წინადადებას მარტივი მიზეზის გამო:ყაზახეთი რომ ვერ გაიყვანო პირველ ადგილას გაუშვებენ და თუ გაიყვანა მაშინ ჩვენი ნაკრები დარჩება ისე. ბევრი გამიგია ამ კაცზე და არ მგონია ნაკრების წარმატებას ხელი შეუშალოს და მაინც გამორიცხული არაფერია მაგრამ რომც იყოს იმათი ტრენერი მაინც ჩვენ უნდა გავიდეთ პირველზე. ნორმალური მეკარე გვყავს და კარგი დაცვა შეილება ამაზე თამაშის აწყობა. კაშია კვერკველიას დუეტი ძალიან კარგი დასაყრდენი იქნება და მთავარია ამ დროისთვის ფორმაში იყვნენ
Auee
ვაუუ ცხადაძეს სააკაძეს პონტი გაუჩნდა ბაჩანას დავუდძახოთ იმ დგეს ...)))) ხოლო რაც შეეხება პატრიოტიზმს : ხომ ვიყიდეტ ახალი სამხედრო ტექნიკა მოდი ძველი მტრებს დავურიგოთ ...ჩვენ ხომ დძაან მაგრები ვართ ...ასე რომ სამშობლოს წინააგმდეგ ყველა ფულის და ამბიციის დედაც რაა.....და ვინც გაუპრავებთ შეგიდძლიათ ყაზახეთს მიაშუროთ ან გაცდეთ კიდეც ....
david67
რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრებს უნდა ვუქომაგოთ! რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი?
rigiti
ძალიან კარგი!!! ეს ცხადაძესთვის დიდი გამოწვევა იქნება, ჩვენთვის კი სულ ერთი უნდა იყო ვინ ეყოლებათ მწვრთნელად, თუ ვერ მოვუგეთ არაფერი გვესაქმება ევროპაზე!!!!!!!!
Zviad
ბიჭო, ხედაავთ? ყველას ეხლა მოუნდა ჩვენზე წიხლის დაჭერა, ვითომ რომ გვგონია შანსი რომ გაგვიჩნდა. იქნება გაბრაზდეთ და ამოგასხათ ყელში ამ ყველაფერმა,
ყური მიგდე
რა შუაშია გაყიდვა? ჩვენ ხომ გადავწყვიტეთ რომ მასზე უკეთესი მწვრთნელი მოვიყვანეთ და თან ლაფში ამოვსვარეთ- ფულზე დახარბებული ვუწოდეთ(ჭუმბურიძემ, პრეზიდენტის მოადგილემ)... ამიტომ, პატრიოტიზმი თუა, შევუგროვოთ იმდენი ფული რამდენსაც გადაუხდიან მწვრთნელობაში.. რა, ჩვენ არ ვართ პატრიოტები? აბა, უმუშევარი იყოს კაცი? სადაც დაუძახებენ, თუ მისთვის მისაღები იქნება უნდა იმუშაოს!
nnn
რა შუაშია გაყიდვა ან პატრიოტობა თუ მისთვის მისაღები პირობები იქნება უნდა წავიდეს დაე გაიმარჯვოს ძლიერმა თუ ამ ჯგუფიდან გასვლა არ შეგვიძლია ჩემპიონატზე რა გვინდა ეხლა მაინც აღარ არის ევროპაში წასვლა რთული ისე წავიდნენ თუ სეირნობა უნდათ აუცილებელია ფედერაციის ხარჯზე იარონ
გიორგი
სამწუხაროა თუ ჩაიბარებს ცხადაძე ყაზახეთს, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მისი ხელმძღვანელობით ვერ მოვუგებთ. ცუდია რაც ადრე მოხდა არ უნდა გაეშვათ ცხადაძე ასე უცერემონიოდ და სკანდალურად, ვნახეთ რომ შედეგიც კატასტროფული დადგა ვაისის ხელში.
patrioti
ძალიან არ მინდა ეს რომ მოხდეს, რადგან დარწმუნებული ვარ, ცხადაძე და მისი ყაზახეთი გვაჯობებენ. მაინც იმედი მაქვს, კახას გონებაში პატრიოტიზმი აჯობებს წყენას და დიდ ფულს!
ტოტტი
და იმას რატომ არ ამბობთ ცხადაძე რომ გაყიდეს ყაზახეთზე . არ გამიკვირდება რომ მაგათი მწვრთნელი გახდეს და საქართველო გაამწაროს
სოსო
ჰო,მაგრამ სამაგიეროდ თავის სიმართლეს დაამტკიცებს და კობიაშვილს ვირზე შესვამს,თანაც უკუღმა.
ქომაგი
სპორტი სპორტია. ცხადაძისგან სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ ჩაიბარებს ყაზახეთის ნაკრებს და კობიაშვილის კლანს დაუმტკიცებს, რომ მისი სახით კარგი სპეციალისტი გაუშვა საქართველომ.
odala
წავიდა ცრუპატრიოტობა. რა შუაშია გაყიდვა? კაცი პროფესიონალია და თუ მიიწვიეს, წავა და იმუშავებს.
ქუთაისელი
რატომ, სლოვაკი მწვრთნელი რომ გვყავს, სლოვაკეთის გამყიდველია ის კაცი? ცოტა უფრო ფართოდ იაზროვნეთ. ძალიან ჩეულებრივი იქნება, თუ ცხადაძემ თანხმობა განაცხადა. მის ადგილზე დავთანხმდებოდი ნამდვილად.
dvalishvili lado
ცხადაძე არასდროს არ გაყიდის საქართველოს ყაზახეთზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში