ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

sports.kz: საქართველოს ბორცვებზე ღამის წყვდიადს დაუსადგურებია

sports.kz: საქართველოს ბორცვებზე ღამის წყვდიადს დაუსადგურებია

sports.kz: საქართველოს ბორცვებზე ღამის წყვდიადს დაუსადგურებია
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ერთ ჯგუფში ყაზახეთის ეროვნული გუნდი ითამაშებს. ამასთან დაკავშირებით ყაზახურ პორტალზე sports.kz-ზე გამოქვეყნებულ წერილს გთავაზობთ, რომელიც მიუხედავად გარკვეული სუბიექტურობისა, ვფიქრობთ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ჩვენი მკითხველისთვის.

"უახლოესი თვეების განმავლობაში ყაზახი გულშემატკივრები ქართულ ფეხბურთს ყურადღებით მიადევნებენ თვალს. ეს გასაკვირი არცაა, რამეთუ ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ჯგუფში პირველი ადგილისთვის საქართველოს და ყაზახეთის ნაკრებები იბრძოლებენ. ლატვიის გუნდის ფეხბურთელები რა თქმა უნდა, ასე არ ფიქრობენ. ალბათ, ანდორელებიც. თუმცა, ეს უკვე მათი პირადი პრობლემაა.

ჩვენ კი საქართველოზე ვისაუბროთ. თუ სიღრმისეულად დავაკვირდებით, ახალი ტურნირის ჯგუფის მონაწილეები ორ დუეტად შეიძლება დავყოთ - ერთს შეადგენენ ლატვიის და ანდორას გუნდები, ხოლო მეორეს - ყაზახეთის და საქართველოსი. ასეთი კვალიფიცირება შეიძლება მოვახდინოთ უკანასკნელ შესარჩევ ციკლში მიღწეული გამარჯვებებით. ეს შეუძლებლად შეიძლება მოგეჩვენოთ, ვინაიდან საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვეს. ამ დროს, ანდორამ უნგრეთი დაამარცხა, ლატვიამ კი ორი შეხვედრა მოიგო. თუმცა, ორივეჯერ ანდორას სძლია, მაგრამ არსი არაა მთავარი. მთავარია, ამ ორმა გუნდმა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებისგან განსხვავებით ოფიციალურ თამაშებში გამარჯვების გემო გადმოცემით არ იცის.

აი, მოდით, ჩვენი სიკეთისა არ იყოს, სანაკრებო კრიზისში მყოფ ჩვენს ქართველ თანამოძმეებზე ვისაუბროთ.

ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპეციალისტის ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ჩატარებული მუნდიალის შესარჩევი ციკლი ქართველებს აქტივში ნამდვილად არ ჩაეთვლებათ. ორ წელიწადში ვერც ერთი მატჩის მოგება - ამას რა თქმა უნდა, მოხერხება უნდოდა... განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მართალია, ბოლო წლებში მაღალი დონის შემსრულებლების მხრივ ცოტა შეზღუდულნი არიან (რაზეც ისიც მიუთითებს, რომ ნაკრებში უჩა ლობჟანიძეს და ვლადიმირ დვალიშვილს უხმეს, რომლებიც გასულ სეზონში ჩვენს ჩემპიონატზე არ ბრწყინავდნენ...), თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, მათ საფეხბურთო ტალანტები არ ამოწურვიათ.

გასული წლის მიხედვით ეროვნული გუნდის ძირითადი მეკარე "რიუ ავეს" 27 წლის გოლკიპერი გიორგი მაკარიძეა. დაცვის ხაზის ლიდერი ჰოლანდიის "ვიტესის" 30 წლის მცველი გურამ კაშიაა. მოწოდების სიმაღლეზე მარცხენა ფლანგზე ხაბაროვსკის სკა-ს წარმომადგენელი გიორგი ნავალოვსკია, რომელსაც ადვილად შეუძლია მთელი ზონის ჩაკეტვა. მიუხედავად ხანგრძლივი სათამაშო პრაქტიკის არქონისა, ვაისი ნახევარდაცვაში "ტობოლის" ახალწვეულს, 31 წლის ჯაბა კანკავას უცხადებდა ნდობას. მასთან ერთად ქმნიდნენ ამინდს მისი ამჟამინდელი თანაგუნდელი, 25 წლის ნიკა კვეკვესკირი, ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე), რომელიც ამ დღებში 25 წლისა მოიყრება და 23 წლის ვალერიან გვილია (ბატე). დამრტყმელ ფორვარდად 24 წლის გიორგი ქვილითაია (რაპიდი) ითვლებოდა, მის სეხნიას, 19 წლის გიორგი არაბიძეს (შახტარი) უფრო იშვიათად კი უწევდა თამაში, მაგრამ შედეგიანობით უფროს მეგობარს არ ჩამორჩებოდა.

ალბათ, ვაისის ხელში საქართველოს ნაკრების ჩავარდნა ადვილად პროგნოზირებადი იყო. ყაზახეთშიც საკმაოა ხალხი, რომლებიც ვაისის "კაირატში" მუშაობას დადებითად აფასებდა მხოლოდ ბორის კიტკას ასისტენტობის გამო. საქართველოში ვლადიმირ ვლადიმირის ძე თითქმის ამ თანაშემწის გარეშე მუშაობდა - სამწვრთნელო შტაბში მხოლოდ შარშან აგვისტოში აიყვანეს. შედეგიც სახეზეა.

უეჭველია: ერთა ლიგის სადებიუტო ტურნირი შესანიშნავი საშუალება იქნება საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციისა და იმისა, რათა ბოლოსდაბოლოს ისტორიაში ქართველთა გუნდმა გადალახოს წარუმატებელი პერიოდი. იგივე ითქმის ყაზახთა კრებულზეც. ვის უფრო გაუღიმებს ფორტუნა?..

fortes fortuna adiuvat. ფორტუნა მამაცემს სწყალობს".

• მე

საქართველოს ნაკრებში სულ 5-6 კაცი თამაშობს ფეხბურთს და მარტო ერთი ახსენა, რაც კარგია ოქრიაშვიკი, ანანიძე, მჭედლიძე და კვერკველია არ უხსენებია მაგათ გარდა მარტო კაშიამდა ვაკომ იცის თამაში დანარჩენებთან ბოდიში მაგრამ 11ს ავსებს.!!!

• sake

კი მაგრამ ამ სტატიაში სუბიექტური რა დაინახა ავტორმა არ მესმის,კი არა და ზედმიწევნით ობიექტური სტატიაა.

• გიორგი

გიო-ს 100% ვეთანხმები. ობიექტური სტატიაა.

• tngh

ამ სტატიდანაც კარგად ჩანს რამდენად სერიოზულად ემზადებიან ყაზახები ჩვენთან სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, არც ლატვიელები და ანდორელები ჩამორჩებიან მათ სერიოზულობაშია. იმედია, ჩვენც უკიდორესი სერიოზულობით მივუდგებით ამ ტურნირს...

• Gio

რა წერია ამ სტატიაში სუბიექტური?ძალიან ობიექტური სტატიაა! არაბიძეს ჯერ ბევრი აქვს სამუშაო სანამ ნაკრების დონეს მიაღწევს! ისე თუ ყველა მწყობრში იქნება და სათამაშო პრაქტიკა ექნებათ პირველ ადგილზეც გავალთ ჯგუში და ევროპის ჩემპიონატზეც!

• status quo

აბსოლუტურად ობიექტური და კეთილგანწყობილი სტატიაა,მადლობა ყაზახ ჟურნალისტებს,სად ნახეთ სუბიექტივიზმი? დვალიშვილი რომ სანაკრებოდ არ ვარგა,მთელმა საქართველომ იცის ვაისის გარდა.3 წელი გოლი არ გაუტანია და ფორვარდია ამის შემდეგ?

• haha

მე რაც თავი მახსოვს, ქართველები მნიშვნელოვან თამაშებს, დაძაბულ თამაშებს, გადამწყვეტ თამაშებს ვერ თამაშობენ. გამონაკლისი იყო დიდი ახალკაცის გუნდი და პირველი ჩემპიონები. ხოლო რაც უფრო ხალხი ნეიტრალურად ან პესიმისტურად იქნებოდა განწყობილი, უფრო იგებდნენ. ამიტომაც არის ლეგენდა, რომ კარგ გუნდებს უკეთესად ვეთამაშებით. აქედან გამომდინარე, თუ არ დაძაბავთ ზედმეტად ჟურნალისტები, თუ იმათ ქებაში იქნებით და არა ჩვენების, (ეს არ ნიშნავს გინებას) თუ უფრო მოწინააღმდეგის ტაქტიკის განხილვით დავკავდებით, ვიდრე ქართული "მათემატიკით", მაშინ უფრო მობილიზებული გუნდი გვეყოლება. ამიტომ ასეთ სტატიებს მივესალმები. ამით თქვენ ჩვენ მომავალ გამარჯვებაში თქვენი წვლილი შეგაქვსთ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით დავწერე, მაგრამ ხომ გაგიგიათ ისეთი ხუმრობის რა ვთქვიო ..

• George²

saqme is aris, rom mxolod jgupshi pirveli adgilis dakaveba arasakmarisia euro sagzuris mosapoveblad

• Lagashi

თუ შემოდგომაზე ჩვენი ნაკრების ძირითადი ბირთვი ფორმაში იქნება, ოქრიაშვილი, ანანიძე და ყაზაიშვილი. მჭედლიძეც კარგი იქნება, ასევე თუ მაგ დროისთვის ჩაკვეტაძეს და არაბიძესაც ექნებათ საკლუბო პრაქტიკა, უდაოდ ჩვენი იქნება პირველი ადგილი. მითუმეტეს სათამაშო ხარისხი ბოლო ხანებში ისედაც გამოსწორებულს ჰგავს, ერთი ეგაა მოულოდნელი არევ-დარევა არ გამოურიონ როგორც მოლდოვასთან ჰქონდათ.

• ასევე

რათუნდა ამას ფანტაზია,მაგალითად საქართველოს თამაშებს რაც შეეხება გამართლების მხრივ საერთოდ არ უმართლებს რამდენ მომენტებს ქმნიან ხან შტანგები და ხანაც მე-12 ფეხბურთელი ანუ მსაჯი რამდენჯერ უხეში შეცდომები დაუშვეს,და თუ ეს პრობლემები აღარ იქნება და საქართველომ მაღალი სიჩქარეებით ითამაშა,მაგალითად ირლანდიასთან და უელსთან როგორც ითამაშეს,ამ შემთხხვევაში 1 ადგილი გარანტიაა,ამის თქმის საფუძველს თვითონ საქართველოს ფეხბურთელების საშემსრულებლო დონე მაძლევს..ვიდრე სხვა გუნდების.. მაგალითად ყაზეიშვილი,ოქრიაშვილი,ჭანტურია,ანანიძე,გვილია,კვეკე და ამას დაუმატე ახალგაზრდების წამოწევა არაბიძე ჩაკვეტაძე და კიდევ რამდენი

აგე ლობჟანიძე-დვალიშვილზე ყაზახებმაც წამოგვაძახეს... ეტყობა შურიანები არიან ეგენიც თორე რა აქვთ ბიჭებს დასაწუნი :D

• გულშემატკივარი

ცუდადაა ჩვენი საქმე, ყაზახეთის სპორტული ჟურნალისტებიც კი დაგვცინიან დვალიშვილზე და ლობჟანიძეზე

• kika

საქართველოს ნაკრებს არ აქვს უფლება რომ ყაზახებთან წააგოს,ჯერ იმიტომ რომ გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთელები გვყავს და გვეკუთვნის, მერე მეორე იმიტომ რომ ქართველი ხალხი დავიღალეთ ამდენი წარუმატებლობით,ჩვენ ვართ ხალხი რომლებიც ჭკუას ვკარგავთ ფეხბურთზე და უმაგისოდ ცხოვრება არ შეგვიძლია. ამავე დროს ყაზახებმა საკლუბო დონეზე ძალიან დაგვჩაგრეს, გასაგებია ის რომ ეს უფრო მათი ფულის დამსახურებაა და სხვა არაფერი. კარგია ის რომ ნაკრების ფეხბურთელებს ფულით ვერ იყიდი და ასევე ნიჭს. სწორედ ნიჭით და უნარით უნდა დავამარცხოთ ფული! სერბების ან ავსტრიის დონის გუნდებთან წაგება შეიძლება გვეპატიოს მაგრამ ყაზახებთან ან ლატვიასთან წაგებას ვერასოდეს ვერ ვიპატიებთ!მაშინ როცა სასწორზე ევროპის საგზური დევს!

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა

დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა

20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი

"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა

"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?

[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

5:0 ძალების დაზოგვით - საბერძნეთი თბილისში ამაღლებულ განწყობაზე მოემგზავრება [VIDEO]

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა

გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი

რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...

თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?

"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"

საქართველოსა და ლუქსემბურგის მატჩს ყაზახეთში უყურებენ

ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...

უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა

GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა

ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით

უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება