კახა ცხადაძე მზადაა ყაზახეთის ნაკრები ჩაიბაროს
საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მ, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კახაბერ ჯუმბერის ძევ, როგორაა თქვენი საქმეები? ამჟამად რით ხართ დაკავებული? თქვენი შემოქმედებითი შვებულება ძალიან გაგრძელდა, თავად როგორ თვლით?

- ჯერჯერობით სახლში ვარ. სასურველ წინადადებას ველი. მე ყოველთვის ამბიციურ გუნდებში ვმუშაობდი, რომლებიც მაღალ მიზნებს ისახავდნენ ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. პრინციპში, შვებულება ამიტომ გამიგრძელდა.

- ყაზახეთში ჯერაც განიხილავენ ერთა ლიგის კენჭისყრას, სადაც საქართველოსა და ყაზახეთის გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ვის თვლით ფავორიტად?

- პრინციპში, ჩვენს ჯგუფში წილისყრა ყველა გუნდისთვის მკაცრი იყო, რადგან ჩემის აზრით, ეს D ლიგაზე ყველაზე ძლიერი ჯგუფია. ამ ჯგუფიდან გასვლა ძნელია, რადგან შესანიშნავად ვიცი საქართველოს ეროვნული გუნდის პოტენციალი, რომელსაც ადრე ვწვრთნიდი და შესანიშნავად ვიცი ყაზახეთის ნაკრების შესაძლებლობები.

ფავოროტები რა თქმა უნდა, საქართველო და ყაზახეთია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, რომლებმაც თავიანთი შეგირდების პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. იმავე ლატვიასთან და ანდორასთან რთული გასვლითი მატჩები იქნება.

- ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებს მწვრთნელი არა ჰყავს. თქვენნაირი სპეციალისტი დიდი იშვიათობაა. ჩვენს ფეხბურთს შესანიშნავად იცნობთ. საკუთარი თავი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად არ წარმოგიდგენიათ? მზად ხართ ჩაუდგეთ ჩვენს გუნდს სათავეში და მშობლიური ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდეთ?

- უკვე ვთქვი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი თავის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს კარგად იცნობდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და თავის წარმოჩენის საშუალება იქნებოდა. უდავოა, მე ჩემი პლუსები მაქვს - შესანიშნავად ვიცნობ საქართველოს ნაკრების როგორც გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების პოტენციალს. იგივეს ვიტყვი თქვენს გუნდზეც. დიდ სირთულეს აქ სამუშაოდ ვერ ვხედავ.

ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, ამ პოსტზე მთავარი კანდიდატი მაინც სტანიმირ სტოილოვი იქნება, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო. ვფიქრობ, ამ აზრისაა ყაზახეთში ყოველი მეორე გულშემატკივარი, თუ ყველა არა. პირველი კანდიდატი სტოილოვია. თუ დათანხმდა, ნაკრებში პერსპექტივა აქვს. თუ მე მომმართეს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ.

LIVE
არ გაამტყუნოთ ეს კაცი მას უნდოდა საქართველოს ნაკრებისთვის სიკეთის მოტანა და არ აცადეს. კი გასაგებია პირადმა კონფლიქტმა შენი ქვეყანა არ უნდა დააზიანოს მაგრამ რა უყოთ პროფესიონალიზს რომელიც არ ითვალისწინებს ამ ზემოთ ჩამოთვლილს და თან ეს არაჩვეულებრივი შანსია დაამტკიცოს ის რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და რომ ვაისზე მაღალი დონის მწვრთნელია მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა დანიშნონ მწვრთნელის პოსტზე მოკლედ დაველოდოთ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ
lego
ეგ ის ცხადაძეა თავისი ფულით რო მოქონდა,მაისურები გუნდისთვის და პირველი კაპიტანია ნაკრების
valderrama
ღალატი რა შუაშია, საქართველოს ნაკრებიდან გადადის ყაზახეთში უკეთესი შემოთავაზების გამო თუ როგორაა საქმე? მწვრთნელს, რომელმაც ყრუ დაცვითი-მოგერიებითი ფეხბურთიდან გამოგვიყვანა და შეიძლება უხარისხო მაგრამ დაბალანსებული (არც დაცვაში რომ ხარ ჩაკეტილი და არც უაზრო თავგუდმოგლეჯილ შეტევაში და კონტრშეტევებით 20 წუთში რომ აგებ თამაშს)ფეხბურთის თამაში დააწყებინა, ნახევარი ციკლი ვაცადეთ და გავაგდეთ ხელფასის დაკლების მოთხოვნით, მაშინ როცა ვაისის ხელფასს არც არავინ ასაჯაროებს და კახაზე ნაკლებიც არ აქვს დიდი ალბათობით. აი ეს კაცი, რომელსაც ეხლა ევროპული ქვეყნის ეროვნული ნაკრები ეპატიჟება, რომ გადავიდეს იქ და თუნდაც თავის არდამფასებელ სამშობლოს ნაკრებთან ფეხბურთი ათამაშოს, რატომაა ერის ღალატი. გულზე ხელი დაიდეთ ყველამ, რომ ასეთ სამსახურზე უარს იტყოდით და მერე ესროლეთ ქვები საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს, თავისი ფულით რომ ყიდულობდა იმ დროში ფორმებს ბიჭებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე (1994წლის) თამაში რომ დათმო საქართველოს ნაკრების გამო..
ქომაგი
ეს ის ცხადაძეა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რო რუსეთის (ვითო სნგ) ნაკრებში დარჩა და იქ რო დაიკიდეს მერე წამოვდა საქართველოს ნაკრებში. ფეხბურთელი კაცი რო შენი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ხარ მოწადინებული მოსაწონი საქციელია კი. ერთი ყაზახეთი გვჯობია ჩვენ და მეორე ეს ვაისს.
haha
ტრენერს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ყაზახეთს ვერ მოვუგებთ. ცალკეული ფეხბურთელები შეიძლება ვინმეს ჯობდნენ, მაგრამ საქართველოს დაცვა უვარგისია, ხოლო წინ ინდივიდუალურობით უნდათ ფონს გასვლა. ყაზახეთი კი შეკრული გუნდია. უკეთესი დაცვით, ბურთის ცენტრში გათამაშებით, მერე ფლანგზე გადატანით და ჩაწოდებით აღწევს შედეგს სახლში ხოლო გასვლაზე სისწრაფით. მარტივად და პრაქტიკულად. მაშინ როცა ჩვენები ბურთს უფრო "ღეჭავენ" და დროს კარგავენ. ამას ტრენერი ვერ უშველის.
ბურთი და მოედანი
აბა ქართილი ფეხბურთი
კოტე
წადი ბაბუ წადი, ხომ ტრაბახობ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობო, ანუ თუ ყაზახები დამიძახებენ ამას გამოვიყენებო, აბა ჰე შვილიც წეიყვანე, მარა რომ არავინ გეძახის?
მერო
ცხადაძე კი არა კარლო ანჩელოტი რომ დაუნიშნო ამათ მაინც არაფერი შეიცვლება.ჯერ ერთი იმიტომ რომ თამაში არ იციან,მეორე იმიტომ რომ უჯიგროდ თამაშობენ,მესამე იმიტომ რომ არაკვალიფიციური მწვრთნელები ზრდიან ბავშვობიდან.რომ ვითხოვთ წარმატებას ვაისისგან,ისიც ვთქვათ ვინ გვყავს,ვაკო გვილია?წელიწადია ეზოშიც რომ არ უთამაშია?ჯაბა კანკავა?აბურჯანია?კაკაბაძე?ნავალოვსკი?ყაზაიშვილი?ჯიღაური?კიდევ სხვებიც.გეკითხებით სად თამაშობენ და ისიც შეცვლებზე,ზოგი შეცვლებზეც არ შეყავთ.ამათ ვაისისგან და ცხადაძე უშველის?
დათო
ოჰ გადაყვებიან თან, თავისი შვილიც წაიყვანოს.
euhh
yvela damianma tavisi saqme siyvarulit unda aketos.rac sheexeba cxadadzes mjera misi radgan:pexburti sporti adre iyo,dges biznesia chvenda samwuxarod..P.S.rodesac when qveyanashi argezleva sashualeba aketo sheni saqme,iyos sxvagan da sxvagan miagwios warmatebas qartvelma kacma...
A
რომ ამბობთ ცხადაძე ვაისზე კვალიფიციურიაო. შედეგებს გადახედეთ და ცხადაძის ერთი ტიტული დამისახელეთ. აზერბაიჯანის ჩემპიონი ვერ გახდა. რა ლოგიკით მსჯელობთ. ან აზრზე არ უნდა იყო ფეხბურთის და ან მიკერძოებული აზრი გაგაჩნია. მაგრამ ეს ჩვენი მენტალიტეტის ბრალია.გვიყვარს გაღმერთება.. მერე დედის გინება.. თუ გაუმართლა და ადრე გააგდეს ღმერთად რჩება.. მარტივად სამართავ ერად ვყალიბდებით. ეს არის ჩვენი პრობლემა.
N
საქართველოს ნაკრები ყაზახეთის ნაკრებს იმიტომ კი არ უნდა უგებდეს, რომ იმათ კახა არ ჰყავთ, არამედ იმიტომ, რომ იმათზე საგრძნობლად ძლიერები უნდა იყვნენ. ისინი და ნებისმიერი სხვა ნაკრები, ცხადია, ყველა მათ ხელს არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებენ ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ კი ოინებით კი არა, არამედ მაღალი სტანდარტის ფეხბურთის თამაშით უნდა ვაჯობოთ, გინდ კახა ჰყავდეთ და გინდ ვინც გინდა ის. შეხედეთ ჩვენს რაგბისტებს. აგერ, ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა აღიარა ახლახანს, ქართველებს მსოფლიოში უძლიერესი შერკინება ჰყავთ და ჩემი ნაკრები მათთან უნდა ვავარჯიშოო. აი, ასეთი მაგალითებით უნდა იხელმძღვანელონ ფეხბურთელებმა!
nnn
ცუდი ის არის რომ ცხადაძე ყაზახეთს სთავაზობთ დამნიშნეთ მწვრთნელად და მე ყველა ხვრელს გამოვიყენებო თორემ ისე სადაც მისაღები პირობები ექნება იქ უნდა იმუშაოს ეგ არავითარი ღალატი არ არის აქ შეთავაზების ფორმაა არასწორი ისე საინტერესოა ხელფასს რამდენს მოითხოვს
ლაშა
არ ყავდა მოლდოვას ცხადაძე მწვრთნელად. მაგრამ ვაისი-კობიაშვილისფორმაციის ნაკრებმა ვერცერთი თამაში ვერ მოუგო. დიდი ალბათობით ესენი ყაზახეთსაც ვერ მოუგებენ
A
გული გტკივა იმიტომ რომ სხვაგან დაფრინავ.ამ ბრაზილიური სერიალის დონით აზროვნებთ უკვე ხო ხედავთ.
ნიკოლოზი
ყველას მოგმართავთ:სხვა კუთხით შეხედეთ ამ საქმეს,ეს სპორტია,კახას ვინც მოღალატეთ აცხადებთ ფეხბურთთან არაფერი გესაქმებათ,კახას კი არ უნდა ვეძახოთ მოღალატე,არამედ საქართველოს ფეხბურთელებმა ისწავლონ ფეხბურთი და ბოლო წუთებზე ბურთის საკუთარ კარში გაუშვებას თავი დაანებონ,ეს სენი,მარტო ნაკრებს არ ჭირს ეს ყველა ქართული კლუბების სენია,რაც შეეხება კახას ის პროფესიონალი მწვრთნელია და სადაც საქმეს მიცემენ იქ იმუშავებს,თუ ძლიერები ვართ კახას გაწრვთნილ ყაზახეთს მოუგოთ,თუ ასე მიუდგებით,მაშინ კახა ვერცერთი ქვეყნის ნაკრებს ვერ ჩადგება სათავეში იმის შიშით ვაი საქართველოს ნაკრებს არ შეხვდესო,რა გამოდის ვაისი თავისი ქვეყნის მოღალატეა?ან მიულერი გერმანიის?გაალი ჰოლანდიის? და ა.შ. მოღალატის იარლიკის მიკერებას თავი დავანებოთ და ჩვენ უნიათობას და კუდაბზიკობას მივხედოთ და მოვიშოროთ.

მზადაა" თუ შესთავაზებენ; "ჩელსი" რომ შესთავაზონ არაა მზად?
Gio
Am shemtxvevashi galati kobiashvilis mxridan iko cxadadze profersionalia da imushavebs iq sadac miiwveven da jamagirsac shesaferiss gadauxdian.chvenvuxadot vaiss xelfasi romelsac mogeba ar aqvs oficialurshi da gvjerodes rom win mivdivart.
LIVE
საერთოდ არ გავამტყუნებ ამ კაცს თუ ჩააბარეს ყაზახეთის ნაკრები და იმ ნაკრებით სისხლი გაგვიშრო ღირსები ვიქნებით ყველანი პირში წყალი რომ ჩავიგუბეთ და კობიაშვილს თავის ხუშტურის გამო რომ გავაშვებინეთ დასჯის ღირსები ვიქნებით რათქმაუნდა წარმატებას ვერ და არ ვუსურვებ მაგრამ ვთვლი რომ ვაისზე მაღალი დონის მწვრთნელია და მისი ნაკრებიდან გაგდება დიდი შეცდომა იყო
გიორგი
ვფიქრობ დამატებით ინტრიგას შესძენს თამაშებს კახა რომ გახდეს ყაზახეთის მწვრთნელი.არაა სამშობლოს ღალატი ჩემი აზრით. სადაც დაგაფასებენ იქ უნდა წახვიდე.
niko
კობის საქართველო ფეხებზე ჰკიდია და მისნაერებს კიდევ. იგივე ხდება რაც საუკუნეობრივ. საკუთარს არავინ აფასებს და ხელს უწყობს, სანამ სხვები არ დააფასებენ. და მერე შურთ. ვაისი და ვუისი ვერ უშველის ქართულ ფეხბურთს.
სოსო
ძალი დიდ პატივს ვცემდი კახა ცხადაძეს და ვფიქრობდი რომ კობის არ უნდა გაეშვა ნაკრებიდან თავისი პირადი ხუშტურების გულისთვის, მაგრამ ეხლა კახამ ისეთი იკადრა პირადი კეთილდღეობისთვის ,რომელსაც ვერც გავიფიქრებდი ...იგი მზადაა საქართველო გაანადგუროს კობის გულისთვის და ყველას დაუმტკიცოს რომ, მართალია კობის წინააღმდეგ..ყველა სუსტ წერტილს ვიცნობო საქართველოს ნაკრებისო და მზადაა ყველაფერზე წასვლისთვის... შეგირცხვეს ულვაში. ეს და კობი ოთახში პირისპირ ბოქსის ხელთათმანებით)))) ორივეს ფული და არა სამშობლო აინტერესებთ...საქართველო გაუძელი, გაუძელი!!!! ადმინ დადე რა ეს კომენტარი, გული გვტკივა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
ჩერჩესოვი გადააყენეს - მან ჟურნალისტს ყაზახურის ნაცვლად ოსურ ენაზე საუბარი შესთავაზა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"ჯვაროსნების" მოწინააღმდეგემ ყაზახეთს მოუგო
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში