ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო, პაულო დიბალა - ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც "იუვენტუსს", დიდი ალბათობით, "ფიორენტინასთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან
ანდრეა ბარძალი, ხუან კუადრადო, პაულო დიბალა - ესენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც "იუვენტუსს", დიდი ალბათობით, "ფიორენტინასთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარებიან. თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ექიმებზეა. დავამატოთ ამას ისიც, რომ "იუვეს" ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩი ელის "ტოტენჰემის" წინააღმდეგ. და მაინც, "ქალბატონი" ფლორენციაში, სადაც მას ყოველთვის მტრულად ხვდებიან, უდავო ფავორიტია.

ტურინელებმა ძალიან კარგად იციან, რომ მათთვის ფეხის დაცდენა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ საჩუქრით "ნაპოლი" ისარგებლებს. ისე კი, "ფიორენტინას" ნამდვილად აქვს იმის რესურსი, რომ ძლიერ მეტოქეს ებრძოლოს, მით უმეტეს, გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს. ეგაა, "იები" ამ ბოლო დროს "ხასიათის" გუნდად ჩამოყალიბდნენ.

რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით "ლაციოს" სტუმრობას ნეაპოლში. ამ ბოლო დროს "ლაციალემ" ცოტა კი აურია, მაგრამ მაინც ძალიან კარგი გუნდია. ლიდერი "ნაპოლი" კი ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. მასპინძელთა შორის საეჭვოა ესპანელი მცველის, რაულ ალბიოლის ჯანმრთელობა.

"მილანი", რომელიც ამ ბოლო დროს, ასე თუ ისე, გუნდს დაამსგავსა ჯენარო გატუზომ, სტუმრად ითამაშებს სპალ-თან. რა თქმა უნდა, "როსონერის" მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ სპალ-ი გასავარდნ ზონაშია და თავს გადადებს თუნდაც ერთი ქულისთვის. "მილანს" ვერ დაეხმარებიან წინა ტურში გაძევებული დავიდე კალაბრია, ანდრეა კონტი და რიკარდო როდრიგესი.

არავინ იცის, რას ჩაიდენენ "სან სიროზე" "ინტერის" განაწყენებული ქომაგები იმ შემთხვევაში, თუ მათმა საყვარელმა გუნდმა ამჯერადაც ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება. ისე, დასასრული ყველაფერს აქვს და, ალბათ, ლუჩანო სპალეტის გუნდის ნავსიანი სერიაც უნდა დასრულდეს ადრე თუ გვიან. პროგნოზის გაკეთება კი ძნელია - თუ "ინტერმა" წინა ტურში ვერ მოუგო "კროტონეს", შეიძლება ვერც "ბოლონია" დაამარცხოს. რაც შეეხება ტრავმირებულ მაურო იკარდის, "ნერაძურის" მთავარმა მეგოლემ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება და ითამაშებს თუ არა, ამის თქმა ჯერ ძნელია.

წესით, ძალიან იოლი თამაში უნდა ჰქონდეს "რომას", რომელიც აუტსაიდერ "ბენევენტოს" მასპინძლობს. ვფიქრობთ, არც დანიელე დე როსის არყოფნა იქნება "ჯალოროსისთვის" დამაბრკოლებელი ფაქტორი. და მაინც, სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა. სტუმრები ყველანაირად ეცდებიან, ფავორიტი გაამწარონ. მიმდინარე სეზონში მათ ეს ერთხელ უკვე შეძლეს, როცა "მილანის" ამბიციები შეიწირეს.

ფაქტები

"კროტონესა" და "ატალანტას" შორის ბოლო 3 მატჩიდან სამივე "ატალანტამ" მოიგო.

"ტორინომ" და "უდინეზემ" ბოლო 4 შეხვედრიდან ოთხივეში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"იუვენტუსმა" და "ფიორენტინამ" ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 2,5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"ნაპოლიმ" ბოლო 5 მატჩიდან "ლაციოს" 4 მოუგო.

სერია A. XXIV ტური

პარასკევი, 9 თებერვალი

ფიორენტინა-იუვენტუსი 23:45

შაბათი, 10 თებერვალი

სპალ-მილანი 18:00

კროტონე-ატალანტა 21:00

ნაპოლი-ლაციო 23:45

კვირა, 11 თებერვალი

სასუოლო-კალიარი 15:30

კიევო-ჯენოა 18:00

ინტერი-ბოლონია 18:00

სამპდორია-ვერონა 18:00

ტორინო-უდინეზე 18:00

რომა-ბენევენტო 23:45

ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 16 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), დრის მერტენსი (ნაპოლი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი