„არსენალის“ ვეტერანი მცველი მარტინ კიოუნი ამბობს, რომ „მეთოფეების“ დღევანდელმა შემადგენლობამ სეზონი წარმატებით უნდა ჩაამთავროს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს გუნდიდან გააპანღურებენ.

„არსენალის“ ვეტერანი მცველი მარტინ კიოუნი ამბობს, რომ „მეთოფეების“ დღევანდელმა შემადგენლობამ სეზონი წარმატებით უნდა ჩაამთავროს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრ მათგანს გუნდიდან გააპანღურებენ. გეხსომებათ: „არსენალს“ ერთბაშად ოთხი ტიტულის მოგების იმედი ჰქონდა და ერთთან მეტისმეტად ახლოსაც იყო — „ქარლინგის თასის“ ფინალში გახლდათ გასული, მაგრამ ბირმინგემელი ობაფემი მარტინსის მიერ ბოლოწამს გატანილმა გოლმა ჯილდო ხელიდან გამოსტაცა და წარუმატებლობებსაც იქ დაედო საფუძველი. შემდეგი ხელის მოცარვა ლონდო ნელებს ჩემპიონთა ლიგაში ელოდათ, სადაც მერვედფინალიდან „ბარსელონამ“ გამოაგდო. ამას მოჰყვა მარცხი ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასზე, „მანჩესტერ იუნაიტედთან“.

ამრიგად, „მეთოფეებს“ ოთხი მიზნიდან ერთიღა შემორჩათ — პრემიერლიგა, სადაც, ბოლო ტურში, „ბლექბერნთან“ 0:0 ითამაშეს (თან, „ბლექბერნი“ ბოლო 15 წუთის განმავლობაში ათი კაცით დარჩა მოედანზე) და ლიდერს უკვე 7 ქულით ჩამორჩნენ. ამ ყოველივეს შემყურე კიოუნი ამბობს, რომ „არსენალის“ რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს გაზაფხული გუნდში ადგილის შესანარჩუნებლად იქნება მნიშვნელოვანი. ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელმაც არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით სამჯერ მოიგო პრემიერლიგის ტიტული, თქვა:

„მე, როგორც შეჯიბრებებში გამოცდილი ადამიანი, ვგრძნობ, რომ „არსენალს“ ჯერ კიდევ შეუძლია გახდეს ინგლისის ჩემპიონი, მაგრამ ამისათვის საჭიროა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ წააგოს. ცხოვრებაში კი ყველაფერი ხდება. ხანდახან, როდესაც გგონია, რომ შენთვის ყველაფერი ცუდად მიდის, სწორედ მაშინ გეძლევა ძალა. „არსენალმა“ ახლა უნდა აჯობოს საკუთარ თავს და სეზონი ეფექტურად ჩაამთავროს, თორემ შანსი თითებს შორის წყალივით გაუცურდება. ამწუთას ფეხბურთელებს კიდევ აქვთ შესაძლებლობა გმირობა ჩაიდინონ და კლუბის ისტორიაში ჩაეწერონ, თუმცა ამას გამარჯვების საგანგებო წყურვილი სჭირდება. თუ ფეხბურთელები გულის სიღრმეში მეორე ადგილზე ყაბულს არიან, მაშინ სადღაც რაღაც არის შესაცვლელი.

ყველაზე ადვილია გამოაცხადო, რომ ზაფხულში ახალ ფეხბურთელებს იყიდი და მდგომარეობას ასე გამოასწორებ. მეორე მხრივ, ეს, ალბათ მართლა ასე მოხდება, რადგან „არსენალი“ სიახლეს საჭიროებს. ამ გუნდში წლები მაქვს გატარებული და ვენგერს კარგად ვიცნობ. ეს ადამიანი თითოეულ ფეხბურთელზე გარკვეულ დროს ხარჯავს, მაგრამ რომ დაინახავს, რომ მავანისგან მეტს ვეღარაფერს გამოსწურავს, ახალს ყიდულობს. ზუსტად იგივე მოუვა „არსენალის“ დღევანდელ მოთამაშეთა ჯგუფს, თუკი ისინ ამ გაზაფხულზეც ძველებურად განაგრძობენ და ტიტულის გარეშე დარჩებიან“.

თუკი ჩრდილოლონდომელებმა ვერც ამ სეზონში გაიმარჯვეს, გამოვა, რომ მათ ზედიზედ შვიდი სეზონია არაფერი მოუგიათ. ეს შემაშფოთებელი რიცხვია. „მეთოფეებმა“ ბოლო წარმატებას 2005 წელს მიაღწიეს, როდესაც ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხეს. ბოლო ტურში, „ბლექბერნთან“ უკვე ნახსენები 0:0-ის შემდეგ „ემირეიტ სთედიუმი“ გამაყრუებელმა „ბუუმ“ წალეკა, მაგრამ ამის მიუხედავად კიოუნი ამბობს, რომ ფანები ვენგერზე უკეთეს მწვრთნელს ვერ იპოვნიან და მას მხარი უნდა დაუჭირონ.

„არსენმა ამ წლების განმავლობაში ფანებიც გაზარდა. მან ისინი დიდ ფეხბურთს მიაჩვია და დღეს „არსენალი“ მდიდარი კლუბი რომ არის, ესეც ვენგერის სწორი მუშაობის დამსახურებაა.

გულშემატკივარს გუნდში ზოგიერთ პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელის მიყვანა უნდა, მაგრამ ხალხს ავიწყდება, რომ კლუბმა სპეციალურად შეიმუშავა ფეხბურთელების აღზრდის ხუთწლიანი პროგრამა. საქმე ის გახლავთ, რომ „ემირეიტ სთედიუმის“ აშენებას დიდძალი ფული დასჭირდა და „მეთოფეები“ მზა ვარსკვლავების ყიდვაზე დიდძალი თანხების ხარჯვას გაურბოდნენ. მაგრამ, თუ ეს სეზონიც ტიტულის გარეშე დასრულდება, „არსენალს“ სხვა გზა არ ექნება, ზაფხულში ბაზარში გავა და ჯიბეზე ხელსაც გაიკრავს. და თუ საქმე ფულის ხარჯვაზე მიდგა, დედამიწის ზურგზე არ მეგულება ადამიანი, რომელმაც არსენ ვენგერზე უკეთ იცის ეს საქმე“.

მაინც რა სჭირდება „არსენალს“ მომავალ ზაფხულს? კიოუნის აზრით განსაკუთრებული არაფერი.

„ვფიქრობ, გუნდს რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელის შეძენა მოუხდებოდა. დაე, ამ ფეხბურთელებს ნუ ექნებათ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული, მაგრამ კონკურენციას სხვა საფეხურზე აიყვანენ. ყველაფერს ერთი გამოცდილი ნახევარმცველისა და მეკარის დამატება აჯობებდა. მანუელ ალმუნიას მუდამ თავდაჯერებულობა აკლია, ვოიცეხ შჩესნიმ კი კარგად დაიწყო, მაგრამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს შეძლებს თუ არა „არსენალის“ ძირითად მეკარეობას.

ტომას ვერმაელენის გამოჯანმრთელება ნამდვილად ახალი მცველის ყიდვასავით იქნება, ლორან კოშელნის თვისებები კი მომწონს, მაგრამ ჯერ პირველი სეზონი ჰქონდა.

ერთადერთი კაცი, ვინც გუნდში სუფთა ჰაერივით შემოიჭრა ჯეკ უილშირია. საოცარია, საკმარისია ამ ბიჭმა ბურთი მიიღოს, რომ შეტევას იწყებს“.

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე