<p>ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მისთვის საჭირო 100 სიტყვა ინგლისურად უკვე იცის <br> ინგლისის ნაკრების იტალიელმა თავკაცმა ფაბიო კაპელომ განაცხადა, რომ მისთვის საჭირო 100 სიტყვა ინგლისურად უკვე იცის. საქმე ის გახლავთ, რომ ადრე, როდესაც მოკირკიტე ინგლისელმა ჟურნალისტებმა მწვრთნელს ინგლისურის არცოდნა უსაყვედურეს, მან უპასუხა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას ას სიტყვაზე მეტი არ სჭირდება. როგორც ჩანს კაპელომ სიტყვათა საჭირო მარაგი უკვე დააგროვა, თუმცა როგორც ირკვევა, აქ ზოგად ლექსიკაზე კი არა, პროფესიულ ჟარგონზე იყო ლაპარაკი.</p><p>კრიტიკოსებს აღიზიანებთ, რომ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია მილიონებს უხდის ადამიანს, რომელმაც იმ ქვეყნის ენაც კი არ იცის, რომლის სიამაყე — ეროვნული გუნდი აბარია. ამ დღეებში, იტალიის ქალაქ ბარიში გამართულ ერთ-ერთ პრეზენტაციაზე ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული კითხვა მას იტალიელმა ჟურნალისტებმაც დაუსვეს. კაპელო გაბრაზდა:</p><p>„როდესაც ვთქვი, რომ ასი სიტყვის ცოდნა სრულიად საკმარისია, საფეხბურთო ჟარგონი ვიგულისხმე. ეს ის სიტყვებია, რომელთა დახმარებით მე ფეხბურთელებს გავაგებინებ ყველაფერს, რისი თქმაც მათთვის თამაშთან დაკავშირებით მინდა. ჩვენ იტალიაშიც გვაქვს პროფესიული ჟარგონი — სიტყვები და ფრაზები, რომელთაც მუშაობის დროს ვიყენებთ. მათი რაოდენობა დიდი არ არის. როდესაც ვამბობდი, რომ მხოლოდ ასი სიტყვის შესწავლა მჭირდებოდა, სწორედ პროფესიულ ჟარგონს ვგულისხმობდი, თორემ ინგლისურად, რასაკვირველია, მეტი ვიცი“.</p>
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა