სერია A-ს საჩემპიონო მარულა გრძელდება
სერია A-ს საჩემპიონო მარულა გრძელდება. თავიანთი შეხვედრები მოიგეს ლიდერებმა - "ნაპოლიმ" და "იუვენტუსმა". ჩვენი მიმოხილვა სწორედ ოქროს მაძიებელთა შეხვედრების ანალიზით დავიწყოთ...
"ბებერ ქალბატონს", რომელსაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, ფლორენციაში გაუჭირდა. "იუვენტუსი" და "ფიორენტინა" ძველი მტრები არიან და ეს ამ შეხვედრაშიც ნათლად გამოჩნდა. და მაინც, ფავორიტმა იმარჯვა და ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" საპლეიოფო შეხვედრის წინ მშვენიერი განწყობა შეიქმნა.
თავიდან "იუვე" ძალიან წვალობდა. იყო ფლორენციელი ჟილ დიასის ძელი. 21-ე წუთზე კი შეხვედრის ყველაზე საკამათო ეპიზოდი მოხდა. ჯორჯო კიელინის ბურთი ხელზე შეეხო და არბიტრმა მარკო გუიდამ თერთმეტმეტრიანი დანიშნა "იუვენტუსის" კარში, თუმცა, ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გაუქმდა. ჩაითვალა, რომ ბენასიმ თამაშგარე მდგომარეობიდან ჩააწოდა და სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ბურთი ხელზე კიელინის.
დიდად თამაშის სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. ეგაა, ექსფლორენციელმა ფედერიკო ბერნარდესკიმ ჯარიმა მოინადირა და სტანდარტული სიტუაცია თავადვე უნაკლოდ შეასრულა. ბერნარდესკიმ გოლი ჩვეულებრივად აღნიშნა, რითიც ძალიან გააბრაზა ერთ დროს მისი მშობლიური პუბლიკა...
მერე ფიორენტინელ სირილ ტეროს ჰქონდა მომენტი, რომლის გამოყენების საშუალება ჯანლუიჯი ბუფონმა არ მისცა, მერე კი თამაშის ბედიც გადაწყდა. მატჩის ბოლო აკორდი კიელინის სოლო და გონსალო იგუაინის გოლი იყო.
"ჩვენ ოთხი ფეხბურთელი გვაკლდა და ამის გამო შეგვექმნა გარკვეული პრობლემები. საგოლე შანსები გამოვიყენეთ და მოვიგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კი, ჩვენი თამაში არ იყო იდეალური, მაგრამ მთავარი შედეგია.
რაც შეეხება 11-მეტრიანის ეპიზოდს, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ გავერკვიე, რა მოხდა... ჩვენ "ტოტენჰემთან" ურთულესი შეხვედრა გველის. ისინი ძალიან ტექნიკურები და ტაქტიკურად განსწავლულები არიან. რაც შეეხება პაულო დიბალას, ის ძალიან ბევრს მუშაობს, რათა ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდეს, მაგრამ ჩვენ გარისკვას არ ვაპირებთ, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს", - თქვა ნამატჩევს "ბებერი ქალბატონის" დამრიგებელმა მასიმილიანო ალეგრიმ.
რა გასაკვირია და, მასპინძელთა მწვრთნელი სტეფანო პიოლი არბიტრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა - მსაჯს პენალტი არ უნდა გაეუქმებინაო...
ამ მატჩზე საუბარი დავასრულოთ იმით, რომ ეს იყო მე-500 მატჩი, რომელიც ბუფონმა იტალიის ჩემპიონატის ეგიდით გამართა.
09.02.18. ფიორენტინა - იუვენტუსი 0:2
ტურის ცენტრალური მატჩი ზუსტად ისეთი გამოდგა, როგორსაც ველოდით. მეტადრე, ამ შეხვედრის მეორე ტაიმი, როცა "ნაპოლიმ", ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, წალეკა ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "ლაციო".
განმეორდა ამ გუნდებს შორის პირველი წრის შეხვედრის სცენარიც და, რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ანგარიშიც - 4:1. "ნაპოლიმ" პირველი ტაიმი აშკარად ჩააგდო. თამაში რომაელთა სწრაფი გოლით დაიწყო. შეტევაში ჩართულმა სტეფან დე ვრეიმ ანგარიში გახსნა.
საერთოდ, პირველ ტაიმში მაურიციო სარის გუნდი საკუთარ თავს არ ჰგავდა და იმასაც არ იმსახურებდა, რომ შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გასულიყო, მაგრამ სწორედ ასე მოხდა - "ლაციოსთვის" საბედისწერო მომენტში შეცდა ლუის ალბერტო, ბურთი ჟორჟინიომ მოიგდო და ულამაზესი პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ხოსე კალიეხონი, რომელსაც სტუმართა კარის აღება არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმში "ნაპოლიმ" გვიჩვენა ის, რისთვისაც გვიყვარს ეს გუნდი. სარიმ ერთხელაც დაამტკიცა, რომ გასახდელში ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მან მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეუშვა მინდორზე პოლონელი პიოტრ ზელინსკი, ვინც მარეკ ჰამშიკი ჩაანაცვლა. ზელინსკიმ მართლაც შესანიშნავად ითამაშა.
მალევე ნეაპოლელები წინ გავიდნენ. უოლასმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. არბიტრმა ლუკა ბანტიმ ვიდეორეფერი გამოიყენა, რის შემდეგაც გოლი ჩათვალა. თამაშის დასრულებამდე ზელინსკიმ და დრის მერტენსმა ორი შესანიშნავი გოლი გაიტანეს და "ნაპოლის" ლიდერობა მინიმუმ ერთი კვირით შეუნარჩუნეს.
10.02.18 ნაპოლი - ლაციო 4:1
"მილანმა" გამოიღვიძა. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა გასვლაზე 4:0 მოუგეს სპალ-ს.
"როსონერიმ" მთელი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა. დუბლი მიითვალა პატრიკ კუტრონემ. ისე ჩანს, რომ ეს ახალგაზრდა თანდათან აგვარებს "მილანის" თავდასხმაში არსებულ პრობლემებს. ფორმაში შედის არგენტინელი ლუკას ბილიაც. ერთი გოლი მანაც შეაგდო, სულ ბოლოს კი ფაბიო ბორინიმ იხეირა რიკარდო მინტოლივოს გადაცემით. თამაშის დასრულების შემდეგ გატუზო ძალიან ბედნიერი იყო:
"კარგი თამაში ვაჩვენეთ და დამსახურებულადაც მოვიგეთ. შეიძლება ანგარიში ასახავდეს თამაშის საერთო სურათს, მაგრამ ეს არ ასახავს იმას, თუ როგორ გაგვიჭირდა პირველი გატანილი გოლის შემდეგ. ჩვენ არ უნდა მოვეშვათ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით.
ფეხბურთელებს სულ ვახსენებ იმას, თუ სად ვიყავით სულ ორიოდე თვის წინ. ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი. ეს მხოლოდ დასაწყისია", - ასე შეაჯამა თამაში გატუზომ.
10.02.18 სპალი - მილანი 0:4
როგორც იქნა, ნავსი გატეხა "ინტერმა", რომელმაც შინ ედერისა და კარამოს გოლებით დაამარცხა "ბოლონია". ორი ბოლონიელი ფეხბურთელის გაძევებამ მაურო იკარდის გარეშე მოთამაშე "ნერაძურის" მოგება შედარებით გაუადვილა.
ასეა თუ ისე, ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოგების გემო გაიხსენა. უნდა ითქვას ისიც, რომ "ბოლონიას" მეტოქისთვის უბრძოლველად არაფერი დაუთმია. ექსინტერელმა როდრიგო პალასიომ ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ სტუმრებმა მეტი ვეღარ შეძლეს.
11.02.18 ინტერი - ბოლონია 2:1
ფაქტები
57-დღიანი პაუზის შემდეგ ანდრეა ბელოტიმ ("ტორინო") პირველი გოლი გაიტანა.
"ინტერმა" დაასრულა 10-მატჩიანი მოუგებელი სერია (ყველა ტურნირის ჩათვლით).
ედერმა ("ინტერი") "ბოლონიას" კარში გოლი მატჩის დასაწყისიდან 1 წუთსა და 31 წამში გაიტანა. ეს არის "ინტერის" უსწრაფესი გოლი სერია A-ში 2007 წლის თებერვლის შემდეგ, როცა ადრიანომ "კიევოს" გოლი 43-ე წამზე გაუტანა.
ედერმა, როგორც სასტარტო შემადგენლობის მოთამაშემ, სერია A-ს ბოლო 4 მატჩიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი (სულ 5).
მას მერე, რაც იტალიაში მოგებაზე 3 ქულის დარიცხვა შემოიღეს, 24 ტურის შემდეგ ყველაზე მეტი - 66 ქულა ჰქონდა "ინტერს" 2006/07 წლების სეზონში. "ნაპოლის" ამჟამინდელი შედეგი (63 ქულა) მეორეა.
სტეფან დე ვრეიმ ("ლაციო") სერია A-ს მიმდინარე სეზონში 4-ჯერ დაარტყა კარში და 4 გოლი გაიტანა.
მაურიციო სარიმ "ნაპოლის" მწვრთნელის რანგში სერია A-ს მე-100 მატჩი ჩაატარა.
"ატალანტა" არ დამარცხებულა სერია A-ს ბოლო 6 გასვლით მატჩში, რაც ამ გუნდისთვის პირველი შემთხვევაა 2015 წლის მაისის შემდეგ.
"მილანმა" სერია A-ს ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო - უფრო მეტი, ვიდრე ჩემპიონატის წინა 15 მატჩში.
პატრიკ კუტრონემ ("მილანი") სერია A-ში პირველი დუბლი შეასრულა.
პატრიკ კუტრონემ ("მილანი") სპალ-ის კარში გოლი მატჩის დასაწყისიდან 1 წუთსა და 41 წამში გაიტანა. ეს არის "მილანის" უსწრაფესი გოლი სერია A-ში 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ, როცა სალი მუნტარიმ "იუვენტუსს" გოლი 47-ე წამზე გაუტანა.
"იუვენტუსის" ბურთების სხვაობა არის +46. 24 ტურის შემდეგ ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი 1958/59 წლების სეზონიდან მოყოლებული, როცა "ფიორენტინას" +52 ჰქონდა.
სერია A. XXIV ტური
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 ბერნარდესკი (56), 0:2 იგუაინი (86)
იუვენტუსი (4-3-3): ბუფონი - ლიხტშტაინერი (60. ბარძალი), ბენატია, კიელინი, ალექს სანდრო - ხედირა, პიანიჩი, მარკიზიო (66. დუგლას კოშტა) - ბერნარდესკი (78. ბენტანკური), მანჯუკიჩი, იგუაინი.
სპალ-მილანი 0:4
გოლები: 0:1 კუტრონე (2), 0:2 კუტრონე (65), 0:3 ბილია (73), 0:4 ბორინი (90)
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - აბატე, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი (84. ბორინი), ბილია (75. მონტოლივო), ბონავენტურა - სუსო, ჩალჰანოღლუ, კუტრონე (77. ანდრე სილვა).
კროტონე-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 მანდრაგორა (80), 1:1 პალომბო (88)
ნაპოლი-ლაციო 4:1
გოლები: 0:1 დე ვრეი (3), 1:1 კალიეხონი (43), 2:1 უოლასი (54-საკ. კარში), 3:1 მარიო რუი (56), 4:1 მერტენსი (73)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ტონელი, კულიბალი, მარიო რუი - ალანი (81. როგი), ჟორჟინიო, ჰამშიკი (46. ზელინსკი) - კალიეხონი (85. მაჯო), ინსინიე, მერტენსი.
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, დე ვრეი, რადუ - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (67. ნანი), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (60. ლუკაკუ) - ლუის ალბერტო (61. კაისედო), იმობილე.
კიევო-ჯენოა 0:1
გოლი: 0:1 ლაქსალტი (90+1)
ინტერი-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 ედერი (2), 1:1 პალასიო (25), 2:1 კარამო (63)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - კანსელო, შკრინიარი, მირანდა (46. ლისანდრო ლოპესი), დ"ამბროზიო - ბროზოვიჩი (58. რაფინია), ბორხა ვალერო, ვესინო - კარამო (73. გალიარდინი), პერიშიჩი, ედერი.
გაძევება: მბაიე (68. ბოლონია), მაზინა (90+5. ბოლონია)
სამპდორია-ვერონა 2:0
გოლები: 1:0 ბარეტო (50), 2:0 კვალიარელა (85-პენ)
ტორინო-უდინეზე 2:0
გოლები: 1:0 ნკულუ (32), 2:0 ბელოტი (66)
რომა-ბენევენტო 5:2
გოლები: 0:1 გილერმე (7), 1:1 ფასიო (26), 2:1 ჯეკო (59), 3:1 უნდერი (62), 4:1 უნდერი (75), 4:2 ბრინიოლა (76), 5:2 დეფრელი (90+2-პენ)
რომა (4-2-3-1): ალისონი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - სტროოტმანი, ჟერსონი - უნდერი (82. დე როსი), პეროტი (89. შიკი), ელ შაარავი (56. დეფრელი) - ჯეკო.
11.02.18 რომა - ბენევენტო 5:2
სასუოლო-კალიარი 0:0
ბომბარდირები: 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).
მომდევნო ტური
17 თებერვალი: უდინეზე-რომა, კიევო-კალიარი, ჯენოა-ინტერი
18 თებერვალი: ტორინო-იუვენტუსი, ბენევენტო-კროტონე, ბოლონია-სასუოლო, ნაპოლი-სპალ, ატალანტა-ფიორენტინა, მილანი-სამპდორია
19 თებერვალი: ლაციო-ვერონა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
124 დღის შემდეგ - "ნაპოლის" რომელუ ლუკაკუ უბრუნდება
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სატრანსფერო ციებ-ცხელება
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"მილანი" ნიკლას ფულკრუგის დამატებასთან ახლოსაა
მიმდინარე სეზონში მეორედ - ალეგრი სერია A-ს ნოემბრის თვეში საუკეთესოდ ცნეს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
შრომა დაუფასდა - "მილანმა" ალექსის კონტრაქტიც გაუგრძელა და გასამრჯელოც მოუმატა
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი